მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-07-23
უკვე აღარ არის საჭირო რევერანსები რუსეთის მიმართ

ვინ ჩამოაგდო ბოინგი - ამ თემის შესახებ ვერსიები და ბრალდებები მრავალგვარია. საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, დონეცკში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომლის ბორტზეც უკლებლივ ყველა ადამიანი - 298 მგზავრი დაიღუპა, რუსეთს ღიად ადანაშაულებს.
"პუტინი შორს წავიდა და ჩვენ ამის მოთმენას არ ვაპირებთ... თუ დონეცკის კატასტროფასთან რუსეთია კავშირში, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ეს მას ძვირად დაუჯდება", - ეს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მოსაზრებაა.
რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკ-კეინმა პუტინი ტრაგედიაში პირადად დაადანაშაულა. მაკ-კეინის თქმით, სეპარატისტებმა ამის გაკეთების შესაძლებლობა რუსეთისგან მიიღეს და დამნაშავე მხარე აქ ვლადიმერ პუტინია. "გვაპატიეთ", - ამბობენ რუსი მოქალაქეები და ამ ტრაგედიაში საკუთარ ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ლაინერის ჩამოვარდნამდე სროლის ხმა გაისმა, რასაც აფეთქება მოჰყვა, ხალხი კი პირდაპირი მნიშვნელობით, ციდან, ღრუბლებიდან ცვიოდა, მათ შორის, - ჩვილი ბავშვებიც.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა "ბოინგის" ჩამოვარდნის გარემოებების გამოძიებას იწყებს. თავის მხრივ, უკრაინული მხარე დარწმუნებულია, რომ თვითმფრინავი კრემლის დაკვეთით, რუსული იარაღით ჩამოაგდეს. უკრაინა აპირებს, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებები წარადგინოს. ვლადიმერ პუტინი კი მალაიზიის ბოინგის ჩამოგდებაზე მთელ პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს, რადგან ტრაგედია არ მოხდებოდა, უკრაინაში რომ მშვიდობა ყოფილიყო.
როგორც უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო აცხადებს, უკრაინას აქვს მტკიცებულებები, რომ მალაიზიური "ბოინგ-777" რუსულმა საზენიტო სარაკეტო დანადგარმა "მიწა-ჰაერმა" ჩამოაგდო. პირველი ასეთი მტკიცებულება სატელეფონო ჩანაწერია, ხოლო მეორე - აშშ-ის შესაბამისი ტექნიკური საშუალებების მიერ დაფიქსირებული მონაცემები.
რაც შეეხება სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერებს, საუბარია უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, სადაც ფიქსირდება საუბრები სეპარატისტებსა და რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებს შორის. საუბრის მიხედვით, სეპარატისტებს ეჭვი ჰქონდათ, რომ თვითმფრინავით შეიარაღება და ჯაშუშები გადაჰყავდათ.
კატასტროფაზე პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტს აკისრებს და ევროპას არასათანადო ყურადღების გამო აკრიტიკებს: "რამდენიმე თვის წინ, ბრიუსელის ფორუმზე ჩემი კრიტიკული გამოსვლის დროს, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აგრესიულად მომმართა: "თქვენ გვთავაზობთ დავბომბოთ რუსეთი." რაზეც მე ვუპასუხე - "არა, დაელოდეთ სანამ ისინი დაგბომბავენ თქვენ". რა თქმა უნდა, დარბაზში დამსწრეთაგან გარკვეულმა ნაწილმა ჩემი რეპლიკა არადიპლომატიურად ჩათვალა".
ეს უკვე მორიგი გახმაურებული ფაქტია, როცა კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ბრალდებები რუსეთისკენ მიდის. ამჯერად ვის ინტერესში შედიოდა სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს რუსული აგრესია.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აწკყპუ-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუკი ვინმეს პოლიტიკურად აწყობდა ეს ტრაგედია, პირველ რიგში - მოსკოვს. ასეთი ქმედება რუსეთისთვის უცხო არ არის. თავის დროზე, გორბაჩოვის დროსაც, რუსეთმა სამხრეთ კორეის თვითმფრინავი ჩამოაგდო, იქაც ზუსტად 300 მგზავრი იყო. გარდა ამისა, კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზიც დღესაც გაურკვეველია. ვარშავამ საჯაროდაც რომ განაცხადოს, მოსკოვმა ჩამოაგდო კაჩინსკის თვითმფრინავი, ამას უნდა მოჰყვეს ევროკავშირის მხრიდან უსასტიკესი სანქციები რუსეთის მიმართ. თუმცა, ევროპაში სანქციები არავის აწყობს, პოლონელების გარდა.
"ეს საკითხი საუკუნის საიდუმლოებაა, ისევე, როგორც არასოდეს გაიხსნება ჯონ და რობერტ კენედების სიკვდილი. ვინც სასხლეტს გამოკრა თითი, შეიძლება ის მონახონ, მაგრამ შემკვეთები არასოდეს გამოჩნდება. ასევე იქნება მალაიზიური "ბოინგ-777"-ის თვითმფრინავის შემთხვევაშიც, ეს ფაქტიც არ გაიხსნება. პუტინი ტანკში ზის, ძნელია მისი დადანაშაულება, მის ხელშია კოზირი, რომ უკრაინაში ომია. პუტინი სწრაფად იტყვის, მე რა შუაში ვარ, უკრაინის მოქალაქე სეპარატისტებმა ჩამოაგდეს ლაინერი, პოროშენკომ ვერ მოახერხა მათთან ურთიერთობაო. ამიტომ იქით დასდებს ბრალს ევროპას, მე ხომ გეუბნებოდით, ვაიძულოთ პოროშენკო, შეწყვიტოს ომიო. ძნელი სავარაუდოა, ევროპამ პუტინი შეაშინოს", - აცხადებს სოსო ცინცაძე.
ამავდროულად, ფიქრობს, რომ ანგელა მერკელმა ორიენტაცია დაკარგა, ყოველდღიურად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ოთხი დღის წინ მერკელმა აღნიშნა, გაზსადენის სამხრეთ ნაკადის საკითხში გერმანელი ბიზნესმენების ინტერესებით ვიხელმძღვანელებთო, მერე თქვა, თუ მიდგომას არ შეცვლის, პუტინს ამას ძვირად დავუსვამთო.
"ახლა "მთამ შვა წრუწუნა", 11 სეპარატისტს გაუყინეს ფინანსები, ეს სასაცილოა. დღეს უკვე ევროპაში მთავარ ვიოლინოდ გერმანია იკვეთება. იგრძნობა გერმანიის დომინირება ევროპაში. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ახლანდელი გერმანია შევადაროთ გასული საუკუნის 30-იანი წლების გერმანიას, მაგრამ გერმანიას დღეს სხვა იარაღი აქვს -ეკონომიკა, ფინანსები. ევროკავშირის და ევროპის ლოკომოტივი გერმანიაა, ამიტომ მერკელის სიტყვა გადამჭრელია. 1200 გერმანული მსხვილი კომპანია მუშაობს მოსკოვში, ე.ი ფულს შოულობს რუსეთში. მიაქციეთ ყურადღება, პუტინმა ხელოვნურად სასათბურე პირობები შეუქმნა მხოლოდ გერმანულ კომპანიებს და - არა ფრანგულ, ამერიკულ, ინგლისურ ან იტალიურ კომპანიებს. ამით მიაჯაჭვა ისინი რუსეთს. ამერიკაც არ არის რეიგანის ამერიკა, ესაა უმოქმედო, სუსტი, უინიციატივო და გაუბედავი პრეზიდენტის ამერიკა. დასავლეთმა სირიაშიც ვერ თქვა გადამწყვეტი სიტყვა და რუსეთთან მიმართებით იტყვის. ამიტომ პუტინს არანაირი სერიოზული საფრთხე არ ელის დასავლეთისგან. როდესაც ვექტორულ სანქციებზე მიდგება საქმე, მაშინ შეიძლება დავიჯერო, რომ მართლა რაღაცის გამკეთებელია დასავლეთი. ვგულისხმობ გაზის მრეწველობას, ნავთობს, მეტალურგიას, ქვანახშირს, ატომური ელექტროსადგურების სფეროში თანამშრომლობას".
"სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის" მკვლევარი კახა გოგოლაშვილი აწკყპუ-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბოინგის ტრაგედიაში, სავარაუდოდ, რუსული კვალი დადასტურდება. რუსეთი უკვე ჩაება ომში უკრაინასთან, იყენებს გრადებს უკრაინის ჯარის წინააღმდეგ, იყენებს სხვადასხვა სახის მასიური განადგურების იარაღს უკრაინული ქვედანაყოფების წინააღმდეგ. ამიტომ აუცილებელია, სერიოზული სამხედრო დახმარება გაეწიოს უკრაინას, ყველა სახის იარაღი მიაწოდონ მას და დაეხმარონ, ანტიტერორისტული ოპერაციის ბოლომდე მიყვანაში. უკვე აღარ არის საჭირო ზედმეტი რევერანსები რუსეთის მიმართ.
"აუცილებლად უნდა დაწესდეს კიდევ უფრო მძლავრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. პუტინი ახლა ყველაფერს დააბრალებს უკრაინას, აბა რა უნდა ქნას. მაგრამ პენტაგონის დაზვერვამ აღმოაჩინა, საიდან იქნა რაკეტა გაშვებული, რომლითაც ჩამოაგდეს ეს თვითმფრინავი. გირკინი და სხვა ტერორისტული დაჯგუფების ლიდერები გაჰკიოდნენ, რომ ჩამოვაგდეთ უკრაინული თვითმფრინავი და იქ გდიაო, ზუსტ ადგილს მიუთითებდნენ. აღმოჩნდა, რომ მალაიზიური თვითმფრინავი ჩამოაგდეს და არა - უკრაინული. ასევე, დისპეტჩერებს აქვთ დაფიქსირებული, რომ ორი სატრანსპორტო თვითმფრინავი მიფრინავდა იმავე მარშრუტით. აშკარაა, უნდოდათ, უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება, მაგრამ ქვევით ჩამოაგდეს მალაიზიური თვითმფრინავი. აქ უამრავი დამთხვევაა. აღნიშნული თვითმფრინავის ჩამოსაგდებად, სულ მცირე "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო დანადგარია აუცილებელი, რაც, სავარაუდოდ, სეპარატისტებს არ ექნებოდათ. თავის დროზე უკრაინელებს მოუვიდათ ასეთი შეცდომა და სწავლების დროს შემთხვევით ჩამოაგდეს უცხო ქვეყნის თვითმფრინავი 2001 თუ 2002 წელს, მაშინ უკრაინამ აღიარა ეს შეცდომა. რუსეთი კი ამას არ აღიარებს", - აცხადებს კახა გოგოლაშვილი და არ მალავს, რომ კაჩინსკის დაღუპვასთან დაკავშირებითაც მას ეჭვები რუსულ კვალთან დაკავშირებით უჩნდება.












ავტორი:  მანანა ნოზაძე


კალენდარი
აპრილი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
19
20
21
22
27
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი