საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პარასკევს ესპანეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
შეჯიბრი 3 მაისს იწყება, იქამდე კი ახალგაზრდა ბორჯღალოსნები საკონტროლო მატჩსაც გამართავენ მადრიდის ნაკრებთან. ეს მატჩი 29 აპრილსაა დანიშნული.
ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე სამი მატჩის ჩატარება მოუწევს. პირველ შეხვედრაში ესპანეთს დავუპირისპირდებით და თუ დავამარცხეთ, ნახევარფინალში რუსეთთან ან უკრაინასთან მოგვიწევს ჭიდილი. ხოლო თუ ფინალშიც გავედით, სავარაუდოდ, რუმინეთს გადავეყრებით. ყოველ შემთხვევაში, ვარაუდი ასეთია, რაკი საქართველო და რუმინეთი ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტებად ითვლებიან.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლოზ ჭავჭავაძემ ესპანეთში 26 მოთამაშე იახლა, რომელთაგან სამი ლეგიონერია. არჩილ კობაური ფრანგულ "მასში" თამაშობს, გიორგი ტორაძე ფრანგულსავე "მორეჟოში", ხოლო ჯაბა კიკვიძე "ლონდონის" მორაგბეა.
აქვე ნაკრების შემადგენლობას გაგაცნობთ, შუა სვეტში კი მოთამაშეთა ამპლუაა მოცემული.
მეოთხედფინალი
3 მაისი
რუმინეთი - შვედეთი ფ
რუსეთი - უკრაინა ი
საქართველო - ესპანეთი ს
პორტუგალია - გერმანია ვ
სანუგეშო ნახევარფინალი
3 მაისი
ფ წაგებული - ვ წაგებული
ი წაგებული - ს წაგებული
ნახევარფინალი
3 მაისი
ფ მოგებული - ვ მოგებული
ი მოგებული - ს მოგებული
ფინალები
9 მაისი















































































