სარბიელი
2009-05-03
დომინატორის დაბრუნება
სტენლის თასის ორგზის მომგები ლეგენდარული ჩეხი მეკარე დომენიკ ჰაშეკი ყინულს უბრუნდება. ერთწლიანი უქმობის მერე "დომინატორმა" კონტრაქტი ჩეხურ "პადრუბიცესთან" გააფორმა. ეს ის კლუბია, სადაც დიადი მეკარის კარიერა დაიწყო.
ჰაშეკი ახლა 44 წლისაა, კონტრაქის ხელმოწერის მერე კი თქვა: "ძალიან მიხარია, ისევ აქ რომ ვარ. "პადრუბიცეში" არაერთი შესანიშნავი სეზონი მაქვს გატარებული და ვერც წამომიდგენია, სხვა ჩეხურ კლუბში თამაში."
ჩრდილოამერიკულ ჰოკეიში ჰაშეკი 1983 წლის დრაფტზე "ჩიკაგომ" აიყვანა. მას მერე მეკარემ 389 მატჩი მოიგო "ჩიკაგოს", "დეტროიტის", "ოტავას" და "ბუფალოს" შემადგენლობაში. ორი სტენლის თასის გარდა, ექვსჯერ დაასახელეს სეზონის საუკეთესო მეკარედ, ორჯერ კი საუკეთესო ჰოკეისტად. ნაგანოს ოლიმპიადაზე კი ჰაშეკი ჩემპიონი გახდა.
თეიმურაზ უშაკოვი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010