სარბიელი
2009-05-03
ტრაგედიის მერე
სტენლის თასისთვის ბრძოლის მომდევნო ეტაპზე "ვანკუვერს" ფორვარდი ტეილორ პიატიც დაეხმარება, ვინაც "სენტ ლუისთან" მატჩები და იქამდე რეგულარული ჩემპიონატის ოთხი შეხვედრა გამოტოვა. მიზეზი კი ჰოკეისტის საცოლის დაღუპვა გახლდათ, რის მერეც პიატი კარგა ხანს საშინელ დეპრესიაში იყო.
პიატის საცოლე კარლი ბრანიალო დედასთან ერთად იამაიკაზე ისვენებდა და ერთ დღეს, როდესაც სასტუმროდან პლაჟზე მიდიოდა, მისი მანქანა ბოძს შეეჯახა. კარლის გარდა არავინ დაღუპულა, ეს ამბავი კი 2 აპრილს მოხდა.
ყინულზე დაბრუნებულმა ჰოკეისტმა თქვა, მადლობას გიხდით ყველას, ვინც გულთან მიიტანეთ ჩემპი პირადი ტრაგედიაო.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები















































































