სარბიელი
2009-05-03
მკვლელობა ვალის გამო
სლოვაკეთის პოლიციამ დააპატიმრა "კოშიცეს" 23 წლის ჰოკეისტი ლადისლავ სკურკო, რომელსაც მკვლელობაში ედება ბრალი. მოკლულია 26 წლის მსაჯი მარეკ ლიპტაი, ოღონდ მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია.
დანაშაული 2008 წლის იანვარში მოხდა. სკურკომ მსხვერპლი დანით მოკლა და ტყეში დამარხა.
გვამი ერთი წლის მერე იპოვეს, სამედიცინო ექსპერტიზამ კი ვინაობა კბილების მიხედვით დაადგინა. ისიც დაზუსტდა, რომ მოკლულს დანა 14-ჯერ აქვს ჩარტყმული.
როგორც ვთქვით, დანაშაულის მოტივი უცნობია, თუმცაღა სლოვაკური მედია ვარაუდობს, მკვლელობა ვალების გამო მოხდაო. ოღონდ ის არ ზუსტდება, ჰოკეისტს ჰქონდა მსაჯის ვალი თუ პირიქით.
კლუბი კომენტარს არ აკეთებს, ხოლო დამნაშავეს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010