ფრენკ ლამპარდი და ელენ რივსი ლონდონის რადიო ელ-ბი-სი-ს ჟურნალისტმა ჯეიმს ობრაიენმა ფრენკ ლამპარდს სუსტი, ცუდი და ნაძირალა მამა უწოდა.
ლამპარდის ყოფილ ცოლს ელენ რივსს დაუჩივლია:" მე ორი შვილით პატარა ბინაში ვცხოვრობ, ფრენკი კი 9-მილიონიან სასახლეში".
ობრაიენსაც ამის მერე უთქვამს, ყველა მამა, ვინც ასე მიაგდებს შვილებს, ნაძირალააო.
ეს ამბავი ლამპარდის დას მოუსმენია და ნამტირალევს ძმისთვის დაურეკავს.
ორი წლის ლუნას და ერთი წლის ისლეს მამა გაბრაზებულა და ობრაიენს სტუდიაში დაურეკა:
"ყოველი გირვანქა, რომელსაც ვიღებ და ყოველი მეტრი რომელსაც გავრბივარ მოედანზე, შვილებისთვისაა.
სამწუხაროდ, მე გავშორდი ელენს და ის ბავშვებთან ცალკე ცხოვრობს, მაგრამ სულაც არ არიან პატარა ბინაში.
თქვენ არაფერი იცით ჩემს შესახებ. შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როცა ამბობთ, რომ თქვენ შვილებისთვის კბილებით და ფრჩხილებით იბრძოლებთ, მე კი თურმე ამას არ ვაკეთებ.
თქვენი აზრით, აბა რას ვაკეთებდი ბოლო ორი წლის განმავლობაში. შვილებისთვის ვიბრძვი და ვცხოვრობ.
იცით რა საშინელებაა, ყოველ დილას რომ მეღვიძება და ბავშვები გვერდით არ მყავს.
ჰოდა, სანამ სხვებს სუსტებს და ნაძირლებს უწოდებთ რადიოდან, უნდა დაფიქრდეთ.
არ გისურვებთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენთან მოვიდეს ცოლი და გითხრათ, რომ აღარ უნდიხართ. წავა, წაიყვანს ბავშვებს და მერე ჩემსავით მოგენატრებათ შვილები.
იცით, რა არის ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც დაგირეკეთ. ჩემი და საშინელ დღეში ჩავარდა.
როგორ ფიქრობთ, უნდა მას თქვენისთანა იდიოტების მოსმენა.
ზოგჯერ, სანამ რამეს იტყვი, დაფიქრებაა საჭირო.
მომავალში რადიოშოუ დაივიწყე და როგორც კაცი კაცს, ისე დაგელაპარაკები".
ჯეიმს ობრაიენმა ბოდიში არ მოიხადა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010