ვინაიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ესპანეთში გაემგზავდა, ჩვენმა რაგბის კავშირმა ეროვნული ჩემპიონატის კალენდარი თავიდანვე ისე დაგეგმა, რომ მეორე ტურის ორი თამაში ივლისში უნდა ჩატარდეს. გადადებულია თსუ - "ყოჩებისა" და "აია" - "ლელოს" მატჩები. ოთხივე გუნდიდან ბლომად მორაგბეები არიან სანაკრებოდ გამოძახებულნი.
შესაბამისად, წინა კვირაში ჩემპიონატის ორი თამაში ჩატარდა:
აკადემია 3:0 რუსთავი
ბათუმი 18:28 ლოკომოტივი
"სინათლეზე" ჩატარებული თამაში რომ ვერაფერი ბენედა გამოდგა, ანგარიშიდანაც ჩანს. "აკადემიამ" ერთადერთი ჯარიმით მოიგო და ამ მატჩში მეტი არც არაფერი მომხდარა.
ბათუმურ მატჩში კი ჩემპიონმა "ლოკომოტივმა" პირველ ტურში განცდილი მწარე მარცხი გაითვალისწინა, უმაღლესი ლიგის ახალწვეულს მონდომებით ეთამაშა და ქულებიც აღარ დაკარგა.
||| ტური
(16 მაისი)
რუსთავი - ბათუმი
ყოჩები - აკდემია (შევარდენი)
ლელო - თსუ (სინათლე)
ლოკომოტივი - აია (სინათლე)
















































































მთავარი
კონტაქტი




2010