1946 წლის შემდეგ "ენფილდზე" "ლივერპულის" კარში ერთ ფეხბურთელს ოთხი გოლი არ გაეტანა და ეს ანდრეი არშავინმა მოახერხა გასულ კვირაში.
63 წლის წინ კი "ლივერპულთან" პოკერი "ვულვერჰემპტონის" მეგოლემ დენის უოსკოტმა შეასრულა.
"სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტი "არსენალის" ფორვარდ არშავინს ენფილდურ მატჩზე ესაუბრა...- კარიერაში პირველი პოკერის შემდეგ, თანაც "ენფილდზე", შეგიძლიათ თუ არა მოძებნოთ სიტყვები, რომლითაც სიხარულს გამოხატავთ.
- განსაკუთრებული სიტყვები საჭირო არცაა. უბრალოდ, შინაგანად ვგრძნობ სიამოვნებას. თუმც, ისიცაა, რომ ამაზე უკეთესი შეგრძნება, ალბათ, აღარ მექნება. ოთხი გოლის გატანა "ლივერპულის" კი არა, მეორე ლიგის გუნდის კარშიც კი ძნელია.
- ოთხჯერ დაარტყით კარში და ოთხივე გაიტანეთ...
- თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბურთი სულ რაღაც ათჯერ მივიღე, იმის თქმაც შეიძლება, რომ ამ პოკერში ზებუნებრივი ძალები ჩაერივნენ.
- განსაკუთრებით რომელი გოლი მოგეწონათ.
- არ ვიცი. პირველი კარგ კომბინაციას მოჰყვა, მეორე გოლისას კი დარტყმა გამომივიდა ძალია კარგი.
- მეოთხეზე რას იტყვით. თამაშის ბოლოს როგორ აკრიფეთ ასეთი სისწრაფე, რომ უოლკოტს გაასწარით და საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე მიხვედით...
- თვითონ მიკვირს. უოლკოტზე სწარფი "არსენალში" კი არა, მთელ პრემიერლიგაში რავინაა და მეც არ ვიცი, როგორ მოვახერე. ალბათ, ჩემი დღე იყო.
- პრემიერლიგელი ფეხბურთელისთვის "ენფილდზე" პოკერის გარდა უფრო დიდი მიღწევა რა უნდა იყოს.
- ცხადია, ჩემპიონობა. აბა მე "ოლდ ტრაფორდზე" ხუთ გოლს ვინ გამატანინებს.
- თანაგუნდელებმა რა გითხრეს პოკერის შემდეგ.
- მეხუმრებოდნენ. მეუბნებოდნენ, გაგეგზავნებით, სადაც გინდაო, ან შენს ჩანთას წავიღებთ და ფეხსაცმელს გაგიწმენდთო. ბურთი წავიღეთ, თვითმფრინავში ყველამ ხელი მოაწერა და მე მაჩუქეს.
- რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს თანაგუნდელები ვერ გხედავენ და პასს არ გაძლევენ...
- ალბათ იმიტომ, რომ ცუდად ვარ გახსნილი, ან ვინმე უკეთეს პოზიციაშია. სხვა მიზეზი არ არსებობს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010