სარბიელი
2009-05-03
ლუიშ ფელიპე სკოლარი აბრამოვიჩიდან ანგოლამდე
თებერვალში "ჩელსიდან" მოხსნილმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ შესაძლოა, ანგოლის ნაკრები ჩაიბაროს.
პორტუგალიური ყოველკვირეული "სოლის" ცნობით, ანგოლის ფეხბურთის ფედერაცია ბრაზილიელს ჯამაგირზე უკვე შეუთანხმდა, მაგრამ სკოლარი საბოლოო გადაწყვეტილებას ანგოლაში ჩასვლის შემდეგ მიიღებს.
მსოფლიოს ჩემპიონი ბრაზილიელი რომან აბრამოვიჩმა თებერვალში მოხსნა და მის ნაცვლად სეზონის ბოლომდე გუს ჰიდინკი დანიშნა.
ანგოლა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2006 წელს ითამაშა, 2010-ის მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა, მაგრამ 2010-ში აფრიკის ერთა თასს უმასპინძლებს.
ავტორი: ვაჟა ხუციშვილი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010