სარბიელი
2009-05-03
მილუტინოვიჩს ესღა აკლდა
64 წლის სერბი ბორა მილუტინოვიჩი ერაყის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს.
კონტრაქტზე ხელის მოწერისას მილუტინოვიჩმა თქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ამბები მას არ აშინებს და სამუშაოზე თანახმაა.
"ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა გუნდი კონფედერაციის თასისთვის სათანადოდ მოვამზადო"- თქვა სერბმა.
ბორა მილუტინოვიჩს მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი სხვადასხვა ქვეყნის ნაკრები უთამაშებია: მექსიკა (1986), კოსტა რიკა (1990), აშშ (1994), ნიგერია (1998) და ჩინეთი (2002).
ერაყის ნაკრებმა 2007 წელს ბრაზილიელი მწვრთნელი ჟორვან ვიეირას თავკაცობით აზიის თასი მოიგო, მაგრამ ამ წლის თებერვალში მოხსნეს.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010