სარბიელი
2009-05-03
ჯილდოების ტური
ბიზნესის სუპერლიგაში მეექვსე ტური ჩატარდა, რომელშიც ლიდერი სეუ "იბერიასთან" დამარცხდა. არადა, "სტუდენტები" ორი ბურთით იგებდნენ, მაგრამ არჩილ არველაძემ და როსტიაშვილმა გაათანაბრეს, გამარჯვებისა კი გოჩა ჯამარაულმა გაიტანა.
ტრადიციულად ჩატარდა საქველმოქმედო აქციაც. დევნილი ბავშვები სპორტული ეკიპირებით პატრულის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მერაბ ვახტანგიშვილმა და "შერატონის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მიხეილ ოთარაშვილმა დაასაჩუქრეს.
ორგანიზატორებმა მეოთხე და მეხუთე ტურების საუკეთესო ფეხბურთელებიც დაასახელეს და დააჯილდოვეს. მეოთხე ტურის საუკეთესოდ პალიტრელი ნიკოლოზ კბილაძე ცნეს, მეხუთე ტურში კი - სპორტის დეპარტამენტის მოთამაშე გია ფირცხალავა.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010