სარბიელი
2009-05-03
ანორთოსისის მტკივნეული პუნქტი და... ნუთუ არისი?
კარგად დაწყებულის მტკივნეული დასასრული - ასე დაასათაურეს კვიპროსულმა გამოცემებმა თემურ ქეცბაიას "ანორთოსისიდან" წასვლა.
დღე არ გავა, იქაურ გაზეთებში ქართველ მწვრთნელზე სიტყვა არ დაიწეროს.
კლუბმა თემურ ქეცბაიას ოფიციალური ბანკეტით მოუწყო გაცილება და მადლობაც გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის.
კვიპროსული სააგენტოების ცნობით, სადღეისოდ ყველაზე მეტად სალონიკის "არისი" ცდილობს ქეცბაიას გადაბირებას, თუმცა ქართველი მწვრთნელი ჯერჯერობით არ ადასტურებს ამ ინფორმაციას.
და ერთიც: კვიპროსული პრესის ცნობით, ქეცბაიამ იოლად დაიძვრინა თავი ფამაგუსტური კლუბისგან, რადგან კონტრაქტში ეწერა შესაბამისი პუნქტი, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო მისი გაწყვეტა.
ავტორი: კახა შალამბერიძე
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010