მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სარბიელი
2009-05-03
ვიტ ჯორჯია დინამოს ბოლნისში დააკვირდება: ბერიაშვილი ლიდერს ლიდერობს

მესხეთი 0:3 ვიტ ჯორჯია

ვიტელებმა დამაჯერებლად დაამარცხეს ახალციხის "მესხეთი" და ერთპიროვნულად ლიდერობენ გათამაშების ცხრილს.

არადა, ამ შეხვედრას მასპინძელთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - წინა დღეს ხომ "გაგრამ" და "სპარტაკმა" სამ-სამი ქულა აიღეს და...

"ვიტ ჯორჯიამ" აქტიურად დაიწყო თამაში და მე-10 წუთზე დაწინაურდა კიდეც. გიორგი ბერიაშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა და 0:1.

პირველი ტაიმი ასეც ჩამთავრდა, განსაკუთრებული მომენტი არც ერთ კართან შექმნილა, შესვენების განახლებიდან ათიოდ წუთში კი ისევ სტუმრებმა იმარჯვეს და ისევ ბერიაშვილმა გამოიჩინა თავი - 0:2.

აბა, ახალციხელებს ამის შემდეგ რაღა შანსი ექნებოდათ, პირიქით, კვლავ ვიტელები ყოჩაღობდნენ და ეს დაუფასდათ კიდეც - ლუკა რაზმაძემ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა.

"ვიტ ჯორჯია" უკვე ოთხი ქულით უსწრებს თბილისის "დინამოს", თუმცა მომდევნო ტურში ისვენებს და მთელი თვალ-ყური ბოლნისისკენ ექნება მიმართული, სადაც "დინამოს" ურთულესი მატჩი ელის "სიონთან".

მოკლედ, ჩემპიონობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და ვნახოთ, როგორი სხვაობით შეხვდებიან "ვიტ ჯორჯია" და "დინამო" 10 მაისს, დღეს, როცა ერთმანეთთან შეხვედრაში მოუწევთ უძლიერესის გარკვევა.

ავტორი: კახა შალამბერიძე


კალენდარი
აპრილი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი