ოლიმპი 6:1 ბორჯომი
რუსთაველებმა ულაპარაკოდ გაანადგურეს აუტსაიდერი "ბორჯომი" და თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის წინ მშვენიერი განწყობა შეიქმნეს.
ამ წაგებით ბორჯომელებმა ოფიციალურად "გაიფორმეს" პირველი ლიგის საგზური, რომლებსაც უკვე ვეღარაფერი უშველის - სტუმრები ლოგიკურად მივიდნენ იქამდე, საითაც თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში "მიიწევდნენ".
მცველების, გიორგი ონიანისა და თენგიზ ჩიკვილაძის დაწყებული საქმე თავდამსხმელებმა, გიორგი ჭელიძემ და გიორგი მეგრელაძემ გააგრძელეს და 57-ე წუთზე უკვე 4:0 იყო ანგარიში.
მერე ბორჯომელთა ლიდერმა ილია პავლიაშვილმა შეამცირა სხვაობა, თუმცა "პაჭელომ" თავის პირველ რუსთავულ გოლს ერთიც მიუმატა, რასაც 85-ე წუთზე ლადო ახალაიამაც შეაშველა თავისი. დიახ, ერთ დროს თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი, ვინც ბოლოს ახალციხის "მესხეთში" თამაშობდა, რამდენიმე დღის წინ რუსთავის "ოლიმპში" გადავიდა და სადებიუტო მატჩშივე გამოიჩინა თავი.
ამ სამი ქულით რუსთაველებმა მესამე ადგილი შეინარჩუნეს და კვლავაც ორი ქულით უსწრებენ "ზესტაფონს".
















































































მთავარი
კონტაქტი




2010