სპარტაკი 2:1 სიონი
ცხინვალის "სპარტაკმა", რა თქმა უნდა, მოიგო და კვლავ იმის იმედით ცოცხლობს, რომ ლიგიდან გავარდნას თავს დააღწევს.
სანახაობრივად უვარგის მატჩში მასპინძლები უფრო აქტიურნი ჩანდნენ.
ბოლნისელებს რამდენიმე ფეხბურთელი აკლდათ და გარდა ამისა, მოტივაციის სიმწირესაც "უჩივიან" - მეხუთე ადგილს ვერავინ წაართმევთ და ზემოთ ანაცვლებაც წარმოუდგენელი ჩანს.
ერთი სიტყვით, ეს შეხვედრა "სპარტაკის" შანსი იყო.
ცხინვალელები უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გააქტიურდნენ. მით უმეტეს, სტუმართა თავკაცმა ოთარ კორღალიძეს ისედაც შეთხელებული შემადგენლობიდან მეორე ნახევარში სამი კაცი შეცვალა და გამოცდილი სულიკო დავითაშვილის, კობა შალამბერიძის და კოკა მიკუჩაძის ნაცვლად სარეზერვო გუნდიდან შემატებული ბიჭები შეუშვა მოედანზე.
57-ედან 61-ე წუთებამდე "სპარტაკმა" ორი ბურთის გატანა შეძლო და თავი სამშვიდობოს დაიგულა. გოლები ირაკლი სირბილაძემ და შოთა ჯიქიამ ჩაიწერეს აქტივში.
ამას სტუმრებმა ოდენ რევაზ გოცირიძის გოლით უპასუხეს და საბოლოოდ 2:1.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010