მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სარბიელი
2009-05-03
გაგრა შანსს ჩამოეკიდა

ლოკომოტივი 0:1 გაგრა

ჩემპიონატი ფინიშისკენ მიიწევს და ეგრეთ წოდებული "უცნაური ანგარიშებიც" მომრავლდა.

უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლმა "გაგრამ" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აართვა უმოტივაციო "ლოკომოტივს" და იმედი ერთხელაც შეიმაგრა.

ძნელი სათქმელია, მოახერხებენ თუ არა გაგრელები ლიგაში ადგილის შენარჩუნებას, თუმცა საამისოდ ძალ-ღონეს რომ არ იშურებენ, ფაქტია.

მატჩამდე გახშირებული ხმებით, ვიქტორ კაშჩეის შეგირდებს უპრობლემოდ უნდა აეღოთ სამი ქულა და ასეც მოხდა.

იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ უცხოურ საბუქმეიკერო კანტორებში "გაგრას" კატასტროფულად უმცირდებოდა კოეფიციენტი, რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ მისი მოგება უფრო და უფრო იოლად გამოსაცნობი ხდებოდა.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ამ საქმეს ბოლომდე მიმყოლი არ უჩანს და გინდ ასე წერე, გინდ ისე...

სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს შეხვედრა და 33-ე წუთზე ვლადიმერ გაბედავას წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა. გიორგი ტყეშელაშვილმა ეს შანსი ქარს გაატანა - ბურთი კარს ააცილა!

ამის შემდეგ "ლოკომოტივის" ჯერი დადგა და ძნელი სათქმელია, რატომ ვერ მოახერხეს კახა მახარაძემ, ირაკლი ჩირიკაშვილმა, რევაზ წულაძემ და შალვა კვანტალიანმა გოლების გატანა.

ეს იყო და, თბილისელებს ნიგერიელმა ოვონიკოკო აბაიომი სეუნიმაც "აუბა მხარი" - აკაკი კუპრეიშვილის პასით მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ... ააცილა.

შესვენების შემდეგ "გაგრა" უფრო მხნედ ათამაშდა და 67-ე წუთზე ნანატრი გოლიც გაიტანა - ვლადიმერ გაბედავამ ჩვეულად გაისროლა - 0:1.

მოგვიანებით თამაზ ჩარგეიშვილს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ვერ მოახერხა და გუნდებიც ასე დაშორდნენ ერთმანეთს.

"გაგრამ" შეძლო სამშვიდობო ადგილზე გადასვლა, თუმცა კონკურენტ ახალციხის "მესხეთზე" მეტი თამაში აქვს ჩატარებული და...

ვნახოთ, ვისი აჯობებს...

ავტორი: ოთარ მხეიძე


კალენდარი
აპრილი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი