სარბიელი
2009-05-03
ინტრიგა მკვდარია
29 აპრილს საქართველოს თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩებია და, სადღაა ინტრიგა.
ყველაფერი პირველ შეხვედრებში გაირკვა - თბილისის "დინამომ" სტუმრად 2:0 მოუგო თანაქალაქელ "ლოკომოტივს" და, ფაქტობრივად, გაინაღდა ფინალისტობა; თბილისის "ვიტ ჯორჯიასა" და რუსთავის "ოლიმპს" შორის დატრიალებულ ამბებზე კი აქამდეც არაერთხელ დაგვიწერია - ეჭვები, რომ "ოლიმპს" "ვიტ ჯორჯია" "გაატარებდა", სამწუხაროდ, მართლდება.
ამ საქმის გამოძიებას დღემდე არ დაადგა საშველი და იმედი ვიქონიოთ, რომ ვისაც ეს ეხება, ყურადღებას "არ მოადუნებს". თორემ აგერ თქვენ და აგერ საპასუხო მატჩები: წინასწარვე ვიტყვით, ფინალი "დინამო" - "ოლიმპია"!
ავტორი: ოთარ მხეიძე
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010