მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სარბიელი
2009-05-03
რას იტყვის უეფა ? საქართველომ ჩვიდმეტს ერთი უნდა მიუმატოს

წინა კვირაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფადან ავსტრიელი იოჰან ჰანტჩაი სტუმრობდა და ამ ვიზიტის მიზანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტისთვის კონსულტაციის გაწევა გახლდათ. დაგეგმილია, რომ ჩვენი ფედერაცია უეფას მსაჯთა კონვენციას მიუერთდება და ჰანტჩაის სტუმრობაც ამან განაპირობა.

ქართულ შთაბეჭდილებებს ავსტრიელი ჩინოვნიკი უეფას წარუდგენს და ჩვენც უეფასგან პასუხს დაველოდებით კონვენციასთან მიერთების თაობაზე.

რა სარგებლობა უნდა მოუტანოს ქართულ ფეხბურთს ამ კონვენციამ, ამის თაობაზე სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ავთანდილ შალამბერიძეს ვკითხეთ. საუბარი კი სხვა თემით დავიწყეთ - 29 მაისს შალამბერიძე და ფიფას არბიტრი ლევან ფანიაშვილი ვენაში გაემგზავრებიან, სადაც ფიფა-უეფას მსაჯთა ინსტრუქტორების გაერთიანებული სემინარი ჩატარდება...

- ამგვარი სემინარები პერიოდულად ტარდება ხოლმე. მისი მიზანია, მსაჯები და მსაჯთა დამკვირვებლები იმ სიახლეებს გავეცნოთ, რომლებსაც ფიფა და უეფა ნერგავს.

- კონკრეტულად თუ იცით, რა სიახლეებზე იქნება ლაპარაკი.

- ლაპარაკი იქნება, მაგალითად, როგორ უნდა მოიქცეს მსაჯი მოედანზე წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციებისას; როგორ უნდა შეაფასოს დამკვირვებელმა მსაჯის მუშაობა...

- თქვენთან ერთად ვენაში ლევან ფანიაშვილიც იქნება, რომელიც შარშან ავარიაში მოხვედრის მერე მკურნალობდა...

- საბედნიეროდ, ფანიაშვილი უკვე გამოჯანმრთელდა და ვარჯიშიც დაიწყო. სულ მალე ტესტებსაც გაივლის და იმედი გვაქვს, მსაჯობასაც მალე განაახლებს. თავდაპირველად ლევანი დაბალ ლიგას მოემსახურება, სეზონის ბოლოსკენ კი უმაღლეს ლიგაშიც დაბრუნდება.

- იოჰან ჰანტჩაის სფფ-ში სტუმრობას რა მიზნები ჰქონდა.

- ის თბილისში უეფას წარმომადგენლის სტატუსით ჩამოვიდა, ისე კი, ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარეა. ფედერაციის პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცს, გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს, სამსაჯო კომიტეტის თავმჯომარე ამირან კაჭახიძეს შეხვდა. საუბარი ჩვენი ფედერაციის უეფას სამსაჯო კონვენციასთან მიერთებას ეხებოდა.

ჰანტჩაისგან რჩევები მივიღეთ და ჩვენი მოსაზრებებიც გავაცანით, თუ რა გვჭირდება მუშაობის გასაუმჯობესებლად.

- ხომ ვერ დაგვიზუსტებთ.

- მაგალითად, გვჭირდება ტექნიკური აღჭურვილობა მსაჯებისთვის - ყურსასმენებს და სიგნალიან ალმებს ვგულისხმობ. ჩვენ ვამზადებთ სრულ ნუსხას, თუ რა არის საჭირო. ამას უეფაში განიხილავენ და ბიუჯეტსაც დაგეგმავენ. იმ შემთხვევაში, თუ უეფას სამსაჯო კონვენციაში მიგვიღებენ, სოლიდური დაფინანსება გვექნება. ამითაც არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის ეს კონვენცია.

- რამდენად დიდია შანსი, რომ ამ კონვენციას მივუერთდებით.

- რა თქმა უნდა, დიდი იმედი გვაქვს, რასაც იოჰან ჰანტჩაის ვიზიტიც ადასტურებს. აქვე გეტყვით, რომ ამჟამად ამ კონვენციაში 17 ევროპული ფედერაციაა გაერთიანებული.

ავტორი: ლუკა თალაკვაძე


კალენდარი
აპრილი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი