სამი ამბავი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და დამკვირვებელთა კომიტეტიდან:
1. 21-22 აპრილს სფფ-ს უეფას წარმომადგენელი, ავსტრიელი იოჰან ჰანტჩაი სტუმრობდა.
ამ ვიზიტის მიზანი იყო ქართული სამსაჯო კომიტეტისთვის კონსულტაციის გაწევა და სხვადასხვა სახის დახმარება, რათა ჩვენი სამსაჯო კომიტეტი უეფას მსაჯთა კონვენციის წევრი გახდეს.
სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ჰანტჩაი 24 ივნისს დაგეგმილ უეფას სხდომაზე თავის მოხსენებას წარადგენს და გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დიდი შანსია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტი უეფას მსაჯთა კონვენციის წევრი გახდეს.
2. 6-18 მაისს გერმანია 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს და ამ ტურნირში ერთი ქართველიც მიიღებს მონაწილეობას - ფიფას ასისტენტი ბესიკ ჭიჭინაძე უკვე ემზადება გერმანიაში წასასვლელად.
3. 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ვენაში ფიფა-უეფას მსაჯთა ინსტრუქტორების გაერთიანებული სემინარი ჩატარდება.
საქართველოდან ამ სემინარში მსაჯთა კომიტეტის უფროსის მოადგილე ავთანდილ შალამბერიძე და ფიფას არბიტრი ლევან ფანიაშვილი არიან მიწვეულნი.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010