მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სარბიელი
2009-05-03
საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრესსამსახურის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში ქართული მედიის ფურცლებზე გაიმართა და დღემდე მიმდინარეობს დისკუსია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის "ყაზბეგის" თასის გათამაშების შეხვედრებში "პატიოსანი თამაშისა" და ზოგადად, სპორტული პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე.

ქართული ფეხბურთის წინაშე არსებული პრობლემატური საკითხებისადმი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობას გააჩნია საკუთარი ხედვა. ამასთან დაკავშირებით, კლუბის პრესსამსახური უფლებამოსილია, განაცხადოს შემდეგი:

1. საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საჯაროდ აცხადებს "პატიოსანი თამაშის" (აფშკ ზდფნ) პრინციპების პატივისცემისა და ერთგულების შესახებ.

2. სწორედ "პატიოსანი თამაშის" (აფშკ ზდფნ) პრინციპების დაცვის მიზნით კლუბი აცხადებს იმის შესახებ, რომ შემდგომში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის "ყაზბეგის" თასის გათამაშების შეხვედრების მიმდინარეობისას, კლუბის ფეხბურთელები არ გადააგდებენ ბურთს მოედნის ფარგლებს გარეთ იმ შემთხვევებში, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები თამაშის შეწყვეტას და სამედიცინო დახმარებას მოითხოვენ. რასაკვირველია, საუბარი არაა ისეთ სიტუაციებზე, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელის ჯანმრთელობას ნამდვილად ემუქრება საფრთხე. მატჩის მსვლელობის შეჩერების ინიციატორი მატჩის არბიტრი უნდა იყოს.

3. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გასამართი მატჩების მიმდინარეობისას, საფეხბურთო მატჩების თამაშის ტემპის დაჩქარებისა და სათამაშო დინამიკის შენარჩუნების მიზნით, ს.კ. "ზესტაფონი" თავის თავზე იღებს ვალდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრები გაიმართება 12 სათადარიგო ბურთისა და ბუთრების დროულად მოწოდებისათვის საჭირო დამხმარე ბიჭუნების შესაბამისი რაოდენობის გამოყენებით.

4. როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის მინდვრის საფარის მდგომარეობას. გვინდა განვაცხადოთ იმის შესახებ, რომ ს.კ. "ზესტაფონი" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის "ყაზბეგის" თასის გათამაშების შეხვედრების წინა დღეს მზადაა, დაუთმოს მოწინააღმდეგე გუნდებს ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის მოედანი წინასამატჩო ვარჯიშის ჩასატარებლად, თუ ასეთ მზადყოფნას სხვა კლუბებიც დააფიქსირებენ.

5. საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" იმედოვნებს, რომ ქართული კლუბები არამარტო გაგებით მოეკიდებიან ამ განცხადებაში გაჟღერებულ ინიციატივებს, არამედ შეუერთდებიან მათ.



კალენდარი
აპრილი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი