მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სარბიელი
2009-05-03
უზომო ქართული სტუმართმოყვარეობა: ჩვენზე მეტად სხვებმა გაიხარეს

თბილისი სტუმართმოყვარედ დახვდა 38 ქვეყნის 248 სპორტსმენს და ამთ გარდა 13 ძიუდოისტი ქართველი იყო.

ჰოდა, თქვა კიდევაც რუსმა ჩემპიონმა ნატალია კუზიუტინამ, რომ მოვდიოდი, ცოტა არ იყოს, ვნერვიულობდი, რუსებს როგორ მიგვიღებდნენ, ახლა კი შემიძლია ვთქვა, როს სანერვიულო არაფერი მქონია, ისეთი საუკეთსო დახვედრა მოგვიწყვეს ქართველებმაო.

დიახ, რუსებსაც და ბუნებრივია, სხვებსაც კარგად დავხვდით. ერთი ეგ არის, რომ ქართველი სპორტსმენები არ უნდა იყვნენ მაინცდამაინც კმაყოფილები. მწირმედლიანობას რომ ერთი წუთით თავი დავანებოთ, არ გვგონია, სპორტის სასახლეში უამრავ ცარიელ ადგილს სასიკეთო განწყობა შეექმნა ჩვენი სპორტსმენებისთვის.

და აქ არ იქნება, კიდევ ერთხელ არ გავიხსენოთ ის ბუნტი, ამ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე რომ მოხდა და ქართველ ძიუდოისტთა ნაწილმა ბაკურიანული შეკრება მიატოვა. ამის დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენც და თქვენც, ვინძლო გული გვეუბნება, ქართული ძიუდოს თემში განხეთქილება რომ არა, ჩვენი მონაგარი უფრო უხვი იქნებოდა.

ევროპის ჩემპიონატის გუშინდელი, ბოლო დღის შედეგებს "სარბიელის" ბოლო გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ, აქ კი პარასკევ-შაბათის ამბებს მოგახსენებთ.

კაცთა შეჯიბრში 104 ორთაბრძოლიდან 42, ანუ 40 პროცენტი იპონით დასრულდა. მაყურებელმა ამის გარდა 38 ვაზარი და 98 იუკოდ შეფასებული გდება იხილა.

იპონს ქალები უფრო სწყალობდნენ, რაკი 100 ორთაბრძოლიდან 54 ბეჭებზე გაკვრით დასრულდა. ქალებმა 27 ვაზარი და 68 იუკოც მოინაგრეს.

ზემოთ რუსი ჩემპიონი ვახსენეთ და ესეც ვთქვათ: არსენ გალუსტიანის ოქრო მე-100 მედალი იყო ევროპის ჩემპიონატებზე რუსებისთვის.

უნგრელი მიკლოშ უნგვარისთვის თბილისში მოპოვებული ოქრო მეორეა კარიერაში. პირველად ევროპის ჩემპიონი 7 წლის წინ გახდა.

პორტუგალიელი ტელმა მონტეირო მესამე გახდა ევროპის ჩემპიონი, ოღონდ 57 კგ-ში აქმდე არასდროს ეჩემპიონა.

უკვე სამგზის ევროპის ჩემპიონია ფრანგი ფრედერიკა ჟოსინე. საერთოდაც, ფრანგი ქალები შესაშური ბარაქიანობით გამოირჩევიან და ევროპის ჩემპიონატებზე ჯამში 75 ოქროს მედალი აქვთ მოგებული.

ჩვენს ნესტორ ხერგიანს კი სამშობლოშიც არ გაუმართლა. მართლაც რა უბედურებაა, ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ბრინჯაოს მედლის მოგება. ნახევარფინალი ნესტორის აქილევსის ქუსლად რჩება.

ლევან წიკლაურმა კი ბრინჯაო პირველად მოიგო.

60 კგ. ნესტორ ხერგიანი

| წრე: გამოტოვა.

|| წრე: შეხვდა გერმანელ რობერტ კოპისკეს. დაამარცხა იუკოთი. მეტოქეს ქულა არ მოუპოვებია.

||| წრე: შეხვდა ავსტრიელ ლუდვიგ პაიშერს. დაამარცხა იპონით 1:58 წუთში. მეტოქეს ქულა არ მოუპოვებია.

ნახევარფინალი: შეხვდა უკრაინელ გიორგი ზანთარაიას. ნეატორმა მოიპოვა იპონი, მაგრამ მეტოქემ ვაზარი აიღო და ფინალშიც გავიდა.

ბრინჯაოსთვის: შეხვდა ჰოლანდიელ რუბენ ჰოუკსს. დაამარცხა ვაზარით.

4 ორთაბრძოლაში მოიპოვა 1 იპონი, 1 ვაზარი და 2 იუკო.

კვარცხლბეკი: 1. არსენ გალუსტიანი (რუსეთი), 2. გიორგი ზანთარაია (უკარინა), 3. ნესტორ ხერგიანი (საქართველო), 3. ლუდვიგ პაიშერი (ავსტრია)

66 კგ. მიხეილ ხომიზური

| წრე: შეხვდა რუმინელ გეორგე დან ფასიეს. დაამარცხა იპონით 59 წამში.

|| წრე: შეხვდა პოლონელ ტომაშ კოვალსკის. დაამარცხა იპონით. მეტოქემ 2 იუკოც აიღო. თავად 1 იუკო ჰქონდა.

2 ორთაბრძოლაში მოიპოვა 1 იპონი და 1 იუკო.

კვარცხლბეკი: 1. მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი), 2. ტომაშ კოვალსკი (პოლონეთი), 3. ალიმ გადანოვი (რუსეთი), 3. დენის კოზლოვსი (ლატვია)

73 კგ. თენგიზ პაპოშვილი

| წრე: შეხვდა ჰოლანდიელ დექს ელმონტსს. დამარცხდა იუკოთი. თავად ქულა არ მოუპოვებია.

კვარცხლბეკი: 1. ვლადიმირ სოროკა (უკრაინა), 2. დექს ელმონტი (ჰოლანდია), 3. ჟილ ბონომე (საფრანგეთი), 3. მარსელ ტრუდოვი (მოლდოვა)

81 კგ. ლევან წიკლაური

| წრე: გამოტოვა.

|| წრე: შეხვდა პოლონელ რობერტ კრავჩიკს. დაამარცხა ვაზარით და იუკოთი. მეტოქემ იუკო მოიპოვა.

||| წრე: შეხვდა იტალიელ ანტონიო ჩიანოს. დამარცხდა იპონით. მეტოქემ ვაზარი და იუკოც მოიპოვა. თავად ქულა არ აუღია.

რეპეშაჟი: შეხვდა ესპანელ ხორხე ბენავენტეს. დაამარცხა იუკოთი. მეტოქეს ქულა არ მოუპოვებია.

ბრინჯაოსთვის: შეხვდა ფრანგ ალექს კლერგეს. დაამარცხა იუკოთი. მეტოქეს ქულა არ მოუპოვებია.

4 ორთაბრძოლაში მოიპოვა 1 ვაზარი და 3 იუკო.

კვარცხლბეკი: 1. ივან ნიფონტოვი (რუსეთი), 2. ანტონიო ჩიანო (იტალია), 3. ლევან წიკლაური (საქართველო), 3. ალიაჟ სედეი (სლოვენია)

48 კგ. ნაია ვეშაგური

| წრე: შეხვდა ბელარუს ვოლია ლეშჩენკას. დამარცხდა იპონით. მეტოქემ იუკოც მოიპოვა. თავად ქულა არ აუღია.

კვარცხლბეკი: 1. ფრედერიკა ჟოსინე (საფრანგეთი), 2. ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი), 3. მიხაელა ბაშინი (გერმანია), 3. ალინა დუმიტრუ (რუმინეთი)

52 კგ. არავინ

კვარცხლბეკი: 1. ნატალია კუზიუტინა (რუსეთი), 2. ანა კარასკოსა (ესპანეთი), 3. კიტი ბრავიკი (ჰოლანდია), 3. ილსი ჰეილენი (ბელგია)

57 კგ. ლუიზა ფევაძე

| წრე: გამოტოვა.

|| წრე: შეხვდა ბერძენ იოლეტა ბუკუვალას. დამარცხდა იპონით. თავად ქულა არ აუღია.

კვარცხლბეკი: 1. ტელმა მონტეირო (პორტუგალია), 2. სარა კლარკი (დიდი ბრიტანეთი), 3. ჰედვიგ კარაკასი (უნგრეთი), 3. მორგან რიბუ (საფრანგეთი)

63 კგ. შორენა შარაძე

| წრე: გამოტოვა.

|| წრე: შეხვდა ხორვატ მარიანა მისკოვიჩს. დამარცხდა იპონით. მეტოქემ 2 იუკოც აიღო. თავად ერთი იუკო მოიპოვა.

კვარცხლბეკი: 1. ულსკა ზოლნირი (სლოვენია), 2. ვერა კოვალი (რუსეთი), 3. მარიანა მისკოვიჩი (ხორვატია), 3. ალის შლეზინგერი (ისრაელი)

70 კგ. სალომე წოწკოლაური

| წრე: შეხვდა ესპანელ სესილია ბლანკოს. დამარცხდა იპონით. თავად ქულა არ აუღია.

კვარცხლბეკი: 1. ლუსი დეკოსი (საფრანგეთი), 2. კერსტინ ტილე (გერმანია), 3. ედიტ ბოსხი (ჰოლანდია), 3. კატერინ ჟაკე (ბელგია)

ავტორი: ოთარ მხეიძე


კალენდარი
აპრილი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი