საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, პოლიციამ ვეტერანთა აქციის 11 მონაწილე (ზაზა გერმანოზაშვილი, ილია ჩილოშვილი, ვალერი ძებირაშვილი, ლევან ასათიანი, მალხაზ თოფურია, ამურ რევიშვილი, სერგო დვალი, ლევან ასატრიანი, შოთა იამანიძე, ლეონიდე ეხვაია, და შოთა ზღუდაძე) დააკავა. სასამართლომ აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე სამართალდამცავი ორგანოს დაუმორჩილებლობისთვის) 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
იმისთვის, თუ რას აპირებენ სამომავლოდ ვეტერანები, სწორედ მათ მივმართე:
თამაზ გუჩაშვილი, ვეტერანი მოშიმშილე: ჩვენ არ გვინდოდა ხალხისთვის ახალი წელი ჩაგვეშალა, ვეტერანები 6 იანვრამდე ვგეგმავდით გამაფრთხილებელ შიმშილობას რათა ხელისუფლებისთვის დაგვენახებინა, შეგვეხსენებინა ჩვენი არსებობა. მთავრობამ ყველანაირად შეგვილახა ღირსება, მოგვიხსნეს ყველანაირი შეღავათი, მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეგვინარჩუნეს. რად მინდა ასეთი შეღავათი, როცა ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მიდევს. გვარდიის დეპარტამენტიდან ომში დაღუპული გმირების სურათები ჩამოხსნეს და სანაგვე ყუთებში ჩაყარეს, ასე უპასუხეს მათ თავდადებას.
ლევან ასათიანი, ვეტერანი _ მეომრის დაუწერელი კოდქსის თანახმად, იგი არ შეიძლება რაღაცის მათხოვარი იყოს. მიწაზე არ უნდა დაწვეს და თუ დაწვები მხოლოდ ტანკის ქვეშ, ბრძოლის ველზე. ამიტომ ამ ფორმით ვეტერანთა შიმშილობას არ ვეთანხმებოდი, თუმცა იმ დღეების განმავლობაში მათ გვერდით ვიდექი. ხელისუფლებითვის პერსონა ნონ გრატები გავხდით. ყოველ შემთხვევაში იმ ცოდნითა და გამოცდილებით რაც გაგვაჩნია, სამსახური ვერსად ვიშოვეთ. განცხადება, რომ კეთდება ქამრების მოჭერის შესახებ, ისევ ჩვენ გვიჭერენ ქამრებს. საინტერესოა, იტალიელები რომ ჩამოჰყავთ, რამდენს უხდიან? გავიგე 40 მილიონი დაჯდა? ჩვენ ყოველთვის ქვეყნის ინტერესების დასაცავად, საქართველოს გვერდში ვედექით ახლა აღარ ვჭირდებით? ომის დროს ყოველი უკან დახევის ყოველი მეტრი მორწყულია ჩვენი სისხლითა და ხორცის ნაფლეთებით, ასე პასუხობენ ჩვენს ამაგს?
ილია ჩილოშვილი, დაკავებული ვეტერანი: მთელი დღის განმავლობაში აქციაზე ვიმყოფებოდი გმირთა მოედანზე, საღამას კი ოფისში დავბრუნდი. დაახლოვებით 8 საათი იქნებოდა, როცა შენობიდნ გავედი. უცბათ, კინოს სახლთან 4 ჩემთვის უცნობი ადამიანი წინ გადამიდგა, შემდეგ კი მანქანაში ჩამაგდეს და ნარკოლოგიურში წამიყვანეს. იქიდან კი დაახლოებით 11 საათზე დიღომში, სამმართველოში გადამიყვანეს.
_ რა გითხრეს დაკავების მიზეზად?
_ ვითომ გმირთა მოედნიდან მადევნებდნენ თვალყურს და ეს გახდა დაკავების მიზეზი?
_ გამოკვლევამ ჩაგიტარდა ნარკოლოგიურში?
_ არანაირი გამოკვლევა, უბრალოდ, ჯიბეები გამიჩხრიკეს.
_ ფიზიკური ძალადობა თუ განახორციელეს?
_ ძალადობა, არა. უბრალოდ, ბორკილებდადებულს მანქანაში რაღაც საბუთებზე მომაწერინეს ხელი დღემდე, არ ვიცი, რა იყო. დაახლოებით 1 საათისთვის საკნებში გადაგვანაწილეს, ოფისთან ჩემს გარდა კიდევ 2 ადამიანიც დააკავეს, აბსოლუტური ახსნა-განმარტების გარეშე.
დაკავებული ვეტერანები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ, რადგან აღნიშნული ქმედება უკანონოდ მიაჩნიათ და საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას აპირებენ. ვეტერანების უფლებების ერთ-ერთი დამცველი ელგუჯა ჩხაიძე, რომელსაც თემის ირგვლივ ვესაუბრე:
დაკავებული ვეტერანების სასამართლო პროცესი სრული კანონდარღვევით წარიმართა. პროცესზე დასასწრებად არასამთავრობო ორგნიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იყვნენ, თუმცა მოსამართლემ თეა თადაშვილმა არ დაუშვა. მიზეზად კი სხდომათა დარბაზის სიმცირე დაასახელა, რაც სასაცილოა. საქართველოში ყველა სასამართლო ღიად ტარდება, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში მოსამართლის დადგენილებით იხურება, პროცესზე კი ადამიანების არ დაშვება უკვე სამართალდარღვევაა. მოსამართლემ მოწმეებიც კი, დაკითხვის შემდეგ არ დაუშვა დარბაზში, სადაც მხოლოდ ადვოკატები, 11 დაკავებული და 22 პატრულის თანამშრომელი (ვინც ვეტერანები მოიყვანა) ვიმყოფებოდით.
კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ყველა ადამიანს აზრის გამოხატვის უფლება აქვს. პოლიციამ, როდესაც მოშიმილეების აყრა მოითხოვა დავემორჩილეთ, თურმე თბილისის იერ-სახეს ვამახინჯებდით, მითუმეტს, მათ მიტინგის შეწყვეტის უფლება არ გააჩნიათ. ეს უფლება მხოლოდ ადგილობრივ გამგეობას აქვს, ისიც მხოლოდ კანონდარღვევის შემთხვევაში თუმცა მათი მხრიდან არავინ მოსულა. ჩვენ დიქტატორულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასეთი ტიპის ქვეყანაში არ მინდა იცხოვროს მომავალმა თაობამ. ამიტომ კანონიერი გზით უნდა ვებრძოლოთ უსამართლობას და არ შევეგუოთ მას. ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური განცხადებები, არ ვაპირებთ ბრძოლას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, თუმცა ყველას ვთხოვთ მხარდაჭერს, თანადგომას, გვერდში დგომას უსამართლობასთან ბრძოლაში.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010