მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სარბიელი
2009-05-03
აბრამოვიჩმა კოკოითს ხელი და ფული გაუწოდა: ბინძურმა ინტერესებმა ფეხბურთიც დაიპყრო

სამხრეთ ოსეთში ფეხბურთის განვითარებას რომან აბრამოვიჩის ფონდი მიხედავს!

ეს ინფორმაცია რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს და, ბუნებრივია, უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით.

სეპარატისტები ყველანაირად ცდილობენ, რუსეთთან კავშირები გააღრმავონ და ამაში უკვე სპორტსაც იყენებენ.

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთში შექმნილი მდგომარეობისა და ცხინვალის სტადიონის შესასწავლად მოსკოვიდან უკვე ჩავიდა კიდეც მილიარდერ აბრამოვიჩის დელეგაცია - რუსეთის ფეხბურთის ნაციონალური აკადემიის ხელმძღვანელმა ნიკოლაი სოკოლოვმა დეტალურად დაათვალიერა ედუარდ კოკოითის სამფლობელო.

"აბრამოვიჩის ფონდი მოსკოვში 2004 წლიდან ფუნქციონირებს. ეს ფონდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ფეხბურთის განვითარებაში. ამ წლების განმავლობაში უამრავი საქმე გავაკეთეთ - მწვრთნელებისა და მსაჯების მომზადება, ინფრასტრუქტურის განვითარება... ბევრი ლიტერატურა გვაქვს რუსულ ენაზე გადმოთარგმნილი და ამ ყველაფერს ჩვენს ოს მეგობრებსაც არ დავამადლით. ჩვენ მზად ვართ, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთს დავეხმაროთ" - განუცხადა სოკოლოვმა ჟურნალისტებს.

გადაწყვეტილია ისიც, რომ მალე რუსეთის ფეხბურთის განვითარების ფონდსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს შორის ოფიციალურად გაფორმდება თანამშრომლობა და სოკოლოვის თქმით, დახმარება ამის მერე უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს...

ავტორი: კახა შალამბერიძე


კალენდარი
აპრილი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი