მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სარბიელი
2009-05-03
კვირაცხოვლობის წინ

ვანო ნორაკიძებრწყინვალე შვიდეულის დღეების დადგომისთანავე დელისის იპოდრომის საკონკურო მოედანს მზრუნველი ხელი დაეტყო: ტრიბუნებზე მაყურებელთათვის სამ რიგად ძელსკამები გაიმართა, ზემოდანაც გადაიხურა (საამისო კონსტრუქციები კი იყო, მაგრამ შემოდგომიდან, კავკასიის თასის გათამაშების შემდეგ, ან პატრონები ინახავდნენ, ანდა ხელს გაჰყვებოდა). შეიღება და გალამაზდა მსაჯთა ჯიხური, შინდისფერი წიდა მოეყარა ორმხრივ მისასვლელ გზებს. საკუთრივ ასპარეზსაც მიხედეს: ახალი საფარი (წვრილმარცვლიანი ხრეში) დაიყარა, დაიტკეპნა, დაბრკოლებებიც შეივსო და შეიღება. მოკლედ, ყველაფერს ისეთი იერი დაედო, როგორიც ჩვეულებრივ შეშვენის ძველი მხედრული ტრადიციებისა და არცთუ უსახელო საცხენოსნო სპორტული წარსულის მქონე დედაქალაქის ცხენთსარბიელს, თუნდაც რიგითი კალენდარული შეჯიბრის წინ.

არადა, კვირაცხოვლობის ძალზე - გასულ პარასკევ-შაბათს ჩატარებულ შეჯიბრს სულ რიგითსაც ვერ დავარქმევთ: გათამაშდა თბილისის მერიის თასი დაბრკოლებათა გადალახვაში (ძირითადი და ახალგაზრდა ცხენებით) და თუ დედაქალაქის მერიის შესატყვისი სამსახურის მიერ გამოყოფილ საპრიზო ფონდსაც გავითვალისწინებთ და ზემოთ მოხსენიებულ სამზადისსაც, ამ შეჯიბრს შეიძლება, საეტაპოც კი ვუწოდოთ. არ არის მიჩვეული თბილისი და, საერთოდ, საქართველოს მხედრობა ასეთ სახელმწიფოებრივ ყურადღებას.

თასი თბილისის მერიისა იყო და თითქოს ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო. მაგრამ, უმადურობაში ნუ ჩამომართმევთ და, აქ ერთი ვითარებაა საგულისხმო: დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა, ყოველ შემთხვევაში მისმა საკმაოდ მაღალჩინოსანმა მოხელეებმა თავის დროზე ფრიად გამოკვეთილი პოზიცია დაიკავეს დედაქალაქის კულტურულ-სპორტულ ცხოვორებაში (და არა მარტო ამ სფეროში) ისეთი დიდმნიშვნელოვანი მოვლენის მიმართ, როგორიც შპს "ჟოკეიკლუბის" მიერ პრივატიზებული დელისის იპოდრომის გაყიდვა და ახალი ცხენთსარბიელის გამართვა იყო.

"აბა, გახედეთ, ერთი ხე მაინც დგას ამ იპოდრომზე, ამხელა ამბავი რომ არის ატეხილი.!" - დაახლოებით ასე მიმართა ერთი გაზეთის კორესპონდენტს 2005 წელს დიდმოხელემ, როცა ჯერ კიდევ გაცხარებული დავა-კამათი იყო ამტყდარი ქალაქის ცხოვრებაში დელისის სარბიელის სარეკრეაციო დანიშნულების შესახებ.

მადლობა ღმერთს, ხეები ჯერ კიდევ დგანან! ეგ კი არა, ამ ათიოდე წლის წინ დახურულ მანეჟს და საკონკურო მოედანს შორის თვით იპოდრომის მაშინდელი დირექციის მიერ ჩაყრილმა და გახარებულმა წიწვოვანმა ნერგებმა ისე აიყარეს ტანი აქაურ ნოყიერ მიწაზე, რომ ეს კითხვა სასაცილოდ ჟღერს.

2007 წელს კი სხვა, მგონი უფრო მაღალმა მოხელემ, თბილის იპოდრომის (ლისის ტბის მიდამოებში) პრეზენტაციაზე საზეიმოდ დაუდასტურა პოპულარული გაზეთის კორესპონდენტს, რომ თბილისს აქვს ახალი სრულფასოვანი საცხენოსნო კერა...

მკითხველს ბოდიშს ვუხდი, რომ კონკრეტულ თარიღებსა და სახელებს არ ვასახელებ. ეს ყველაფერი ზუსტადაა აღბეჭდილი და თუ საჭირო იქნა, წარმოვადგენ კიდეც.

ახლა კი ჩატარებული შეჯიბრის თაობაზე მოგითხრობთ. და თუ ტურნირი სწორედ დელისის იპოდრომზე ჩატარდა, ეს არსებულმა სინამდვილემ განაპირობა და მას ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი, ვისაც საქართველოში ცხენოსნობის მომავალთან რაიმე მოვალეობა აკავშირებს...

თბილის მერიის თასის ახლანდელ ტურნირს დიდი სპორტული მნიშვნელობა იმითაც ენიჭება, რომ 9 მაისს ბაქოში გათამაშდება ჰეიდარ ალიევის თასი დაბრკოლებათა გადალახვაში. ეს პირადი შეჯიბრი ამ სახეობაში მსოფლიო თასის ფინალური ტურნირის ერთ-ერთი ეტაპია და მისი გაგრძელება, უკვე ტრადიციისამებრ, ოქტომბრის მიწურულს თბილისში გამართული კავკასიის თასის ტურნირი იქნება.

თბილისის მერიის თასი კი მოიპოვა "თბილისი იპოდრომის" მხედარმა, "სარბიელის" მკითხველთათვის, ალბათ, კარგად ნაცნობმა ვანო ნორაკიძემ (მწვრთნელი გელა ტატანაშვილი).

ის ორი ცხენით გამოდიოდა. პირველ დღეს "ქულათა მაქსიმუმის" ძალზე საინტერესო კონკურში (ასეა, როდესაც ამ შეჯიბრებაში ალტერნატიული დაბრკოლებაა ჩართული), ბუდიონური "დარით" მან პირველი ადგილი მოიპოვა (1200 ქულა), ხოლო შეთვისებულმა "ეროსმა" (ყულარის ცხენსაშენი) ნამდვილად დააღალატა - დაბრკოლების წინ გაუჩერდა და წაექცა კიდეც (ამისთვის მონაწილე იხსნება). ძირითად, თასის ერთჰიტიან ასპარეზობაზე (მაქსიმალური სიმაღლე 139სმ) ვანომ და ეროსმა, თითქოს გუშინდელი მარცხი აღარც ახსოვდათ, უჯარიმოდ გაიარა ეს მარშრუტი.

მეორე იყო ტექნიკური და მშვიდი გიორგი სამხარაძე (4 საჯარიმო ქულა, "ელპერილი" მწვრთნელი ზურაბ დუნდუა). მესამე ადგილიც ნორაკიძეს ხვდა (8 საჯარიმო ქულა, "დარი").

ეს კონკური ახალგაზრდა ცხენებითაც ლამაზად ჩატარდა. საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციის ერთ-ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა, ალიევის თასის პირველმა მფლობელმა (2003) ზაზა ჩიტრეკაშვილმა და ფოთელმა გოგიტა კოდუამ ("სემირამიდა") მარშრუტი უჯარიმოდ გაიარეს. მესამეზე გიორგი დათუნაშვილი დარჩა (-4, "ზარზმა") დამატებით ხტომებში ჩიტრეკაშვილმა ლამის სტიპლჩეიზური სისწრაფით (17 წმ) კვლავ სუფთად გადალახა 4 დაბრკოლება (120 სმ). კოდუამ, ცხადია, გამოწვევა მიიღო, მაგრამ ზღვრულ სისწრაფეში პირველივე დაბრკოლება დააზიანა... ცხენების კლასში სხვაობა აშკარა იყო. ჩიტრეკაშვილის "ალი" 5 წლის თაფლა ულაყია, მამამისი - "ალუმინი" რუსეთში გაზრდილი წმინდა სისხლის საუკეთესო არაბული ცხენების ბუდიდანაა, დედა დელისის იპოდრომზე დაბადებული თრაკენული ფაშატია.

"ალი" თბილისში ძველი ცხენენჯების (მეცხენეების) ტრადიციების გამგრძელებლის თეიმურაზ ბერიშვილის გამოზრდილია. სელექციონერიც თავად იყო, კვიციც თვითონ აღზარდა და მხედარიც თავად შეარჩია.

ზევით ნორაკიძის "დარის" გამოსვლაზე შევჩერდით. პირველი დღის იმ კონკურში მეორე იყო კოდუა (1100 ქულა, "ზული"). მესამე - ირაკლი გელაშვილი (1050 ქულა, "ელემაქსი"). კოდუა პირველ დღეს ახალგაზრდა ცხენითაც საპრიზო, მესამე ადგილზე გავიდა. ამ "მართვისა და სისწრაფის" კონკურში პირველი იყო გიორგი ქობლიანიძე ("გევა"), მეორე - ჩიტრეკაშვილი.

ფოთელები ნამდვილად ხელდამშვენებულები ბრუნდებიან თავისი ქალაქის საცხენოსნო სკოლაში. კოდუა და მისი თანაგუნდელი გენადი ციგანკოვი, რომელიც ამჯერად ბერეიტორის როლით შემოიფარგლა, გამოჩენილი ვეტერანი მხედრისა და მწვრთნელის ვალერიან მაქაცარიას აღზრდილები არიან. ფოთის საცხენოსნო კლუბის მხედრები კი ჩვენი ცხენოსნობის ბოლო უმძიმეს წლებში ზოგადქართულ მასშტაბს ანიჭებდნენ დედაქალაქში გამართულ შეჯიბრებებს. ამისთვის ისინი ნამდვილი, საქმიანი თანადგომის ღირსნი არიან. სხვათა შორის, ასეთი მეგობრული მხარდაჭერის გამოხატულებაა ყულარში დაბადებული ის ულაყიც, რომლითაც კოდუა ასპარეზობდა. ეს ბედაური, რომელსაც თბილისში ვეტერანი სამჭიდელი აკაკი მანჯავიძე წვრთნიდა (მხედარი მისი ვაჟი ვასილი იყო), ფოთს "ჟოკეიკლუბმა" გადასცა. დღეს კი ერთი რიგიანი სპორტული ბედაურიც დიდი ძალაა.

ავტორი: ნოდარ ებრალიძე


კალენდარი
აპრილი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი