მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სარბიელი
2009-05-03
კარგის ცუდი გაგრძელება: ზაზა ფაჩულია კრის ქუინთან ორთაბრძოლაში
ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" კარგად კი დაიწყო პლეი ოფი, მაგრამ გაგრძელება სახარბიელო ვერ გამოუვიდა. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ატლანტელებმა "მაიამის" ოდენ 64 ქულა ჩააგდებინეს და ერთგვარი ანტირეკორდი დაამყარებინეს, აი, სერიის მეორე შეხვედრაში კი სტუმრებმა ასქულიან ზღვარს გადააბიჯეს და ატლანტელები 109:93 დაამარცხეს.

ამ მატჩში ზაზა კვლავ არ ყოფილა სასტარტო ხუთეულში, ჯამში კი მოედანზე 15 წუთი დაჰყო და 3-3 ქულა და მოხსნა მიითვალა. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, თუ გავიხსენებთ, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ზაზამ ორმაგი დუბლი შეასრულა - 10 ქულას ამდენივე მოხსნა შემატა.

მეორე მატში ზაზამ სამჯერ სტყორცნა ორქულიანი ზონიდან და ამათგან მხოლოდ ერთი ჩააგდო. ორი საჯარიმოდან კი ერთი გამოიყენა.

ამ მატჩში კი შეუჩერებელი გახლდათ მაიამელი დუეინ ვეიდი, ვინაც რეგულარულ ჩემპიონატში საშუალოდ 30,2 ქულას აგროვებდა (საუკეთესო შედეგი), "ატლანას" კი ამ ჯერზე 33 ქულა ჩაუგდო. სწორედ ვეიდის სიზუსტემ გატეხა ფაჩულიას გუნდი, რომლის საუკეთესო მსროლელმა ჯოშ სმიტმა ოდენ 17 ქულა მიითვალა.

მოგეხსენებათ, სერია ოთხ მოგებამდეა. ორი ატლანტური მატჩის მერე ანგარიში 1:1 იყო და გუშინ გამთენიისას გუნდებმა მაიამიში ითამაშეს.

ამ მატჩში "ატლანტამ" კიდევ უფრო დიდი ანგარიშით წააგო და ახლა თავად არის მდევარი. ზაზა კვლავ არ ყოფილა სასტარტო ხუთეულში, სულ 24:29 წუთი ითამაშა და 8 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

მომდევნო, მეოთხე შეხვედრა ისევ მაიამიში ჩატარდება, ჩვენი დროთ 28 აპრილს გამთენიისას. და რაკი უკვე ნათელია, რომ ოთხი მატჩი გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არ არის, მეხუთე თამაში ისევ ატლანტაში იქნება 3 მაისს.

აღმოსავლეთი

18 აპრილი

კლივლენდი 102:84 დეტროიტი

22 აპრილი

კლივლენდი 94:82 დეტროიტი

25 აპრილი

დეტროიტი 68:79 კლივლენდი

სერიაში 3:0 კლივლენდის

სასარგებლოდ

18 აპრილი

ბოსტონი 103:105 ჩიკაგო

21 აპრილი

ბოსტონი 118:115 ჩიკაგო

24 აპრილი

ჩიკაგო 86:107 ბოსტონი

სერიაში 2:1 ბოსტონის

სასარგებლოდ

20 აპრილი

ორლანდო 98:100 ფილადელფია

23 აპრილი

ორლანდო 96:87 ფილადელფია

25 აპრილი

ფილადელფია 96:94 ორლანდო

სერიაში 2:1 ფილადელფიის

სასარგებლოდ

20 აპრილი

ატლანტა 90:64 მაიამი

23 აპრილი

ატლანტა 93:108 მაიამი

26 აპრილი

მაიამი 107:78 ატლანტა

სერიაში 2:1 მაიამის

სასარგებლოდ

დასავლეთი

19 აპრილი

ლეიკერსი 113:110 იუტა

22 აპრილი

ლეიკერსი 119:109 იუტა

24 აპრილი

იუტა 88:86 ლეიკერსი

26 აპრილი

იუტა 94:108 ლეიკერსი

სერიაში 3:1 ლეიკერსის

სასარგებლოდ

20 აპრილი

დენვერი 113:84 ნიუ ორლეანი

23 აპრილი

დენვერი 108:93 ნიუ ორლეანი

25 აპრილი

ნიუ ორლეანი 95:93 დენვერი

სერიაში 2:1 დენვერის

სასარგებლოდ

19 აპრილი

სან ანტონიო 97:105 დალასი

21 აპრილი

სან ანტონიო 105:84 დალასი

24 აპრილი

დალასი 88:67 სან ანტონიო

25 აპრილი

დალასი 99:90 სან ანტონიო

სერიაში 3:1 დალასის

სასარგებლოდ

19 აპრილი

პორტლენდი 81:108 ჰიუსტონი

22 აპრილი

პორტლენდი 107:103 ჰიუსტონი

25 აპრილი

ჰიუსტონი 86:83 პორტლენდი

სერიაში 2:1 ჰიუსტონის

სასარგებლოდ



კალენდარი
აპრილი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი