ქართველები რომ ძალიან ნიჭიერი და ამასთან, უბადლოდ ზარმაცი ხალხი გახლავართ - ეს ათასგზის დამტკიცებული თეორემაა, მაგრამ პირადად მე, ჩვენი ქართული ესტრადის შემყურეს, ამ, როგორც ვთქვი, ათასჯერ დამტკიცებული თეორემის სისწორეშიც მეპარება ეჭვი.
რატომ? ვფიქრობ, ამ შეკითხვის დასმაც კი უხერხულია, მაგრამ რადგანაც უფლება არ მაქვს, ვიყო ვიყო სუბიექტური, საკუთარი თავი აიძულეთ, უყუროთ ქართულ მუსიკალურ არხს (კოლმეურნეობის თავმჯდომარის არ იყოს, "სახელს და გვარს არ დავასახელებ"), საიდანაც ყველაზე ხშირად გვაქვს საშუალება, ქართული შოუბიზნესის გაცნობისა, თუმცა, ეს ის სიტყვა არაა, რაც დღევანდელ არსებულ თუ წყალწაღებულ ჩვენი ქვეყნის ესტრადას სჭირს.
კი, მაგრამ მაინც რა ხდება? გემოვნებაზე არ დაობენ და სიმღერის ტექსტსა და მელოდიაზე არც მე ვიკამათებ, მაგრამ რატომღაც ყველა, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ქართველი "მომღერლების" აბსოლუტური უმრავლესობა, დაკარგულ სიყვარულს მისტირის.
მაინც რატომ არ შეიძლება ქართველებმაც მოვუსმინოთ ქართველი და არაქართველი მომღერლების მელოდიურ, რიტმულ, ხარისხიან სიმღერას? თუმცა, ამ უკანასკნელზე ლაპარაკიც ზედმეტია. არა სმენა, არა ხმა, არა ხარისხიანი ფონოგრამა და ბიძაშვილის თუ მეგობრის მიერ სამოყვარულო კამერით გადაღებული უშინაარსო და უხარისხო კლიპები,სადაც არც ნორმალური განათებაა და არც ნორმალური გრიმი უკეთიათ გახდილ თუ ჩაცმულ "მომღერლებს". ამას წინათ კლიპი ვნახე, სადაც დაახლოებით, 12-13 წლის გოგონა საგალობელს მღეროდა "ტოპასა" და "ბრიჯებში" გამოწყობილი.
რას იზამ, ბასა ფოცხიშვილი, ეგრედ წოდებული კლიპმეიკერი, რომელსაც ნიჭიერებაზე მართლაც შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, გაგვექცა. რა ექნა? "ბადაგონმა" მეტი გადაუხადა საკუთარი ბრენდის რეკლამის გადაღებაში.
ცოტა ხნის წინ, ზუმბას სიმღერაზე - "გამარჯობა აფხაზეთო შენი" - შექმნილმა კლიპმა მთელ ქართულ მოსახლეობაზე სულში ჩამწვდომად იმოქმედა არა მხოლოდ თემატიკით, არამედ - სიმღერის და კლიპის ხარისხითაც. დახვეწილი და ღორსეული, შეიძლება ითქვას, ბოლო დროის ერთადერთი ფასეული ნამუშევარია ქართულ შოუბიზნესში. მაგრამ ხომ გვყავს თანამედროვე, თუნდაც, თითზე ჩამოსათვლელი ნიჭიერი ქართველი მომღერლები, ისინი სადღა არიან? თუმცა, არც ეს არის რთული კითხვა - ისინი არიან იქ, სადაც მეტი ფულია. ქართული საზოგადოების 80%-ს არ აქვს მატერიალური შესაძლებლობა კონცერტებს დაესწროს. დანარჩენი 20% კი გაცილებით მეტს იხდის ძვირადღირებულ ღამის კლუბებსა თუ რესტორნებში დროის გასატარებლად
















































































მთავარი
კონტაქტი




2010