მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საერთო გაზეთი
2011-01-12
საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომი და სტრასბურგის სასამართლო

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ შეწყვიტა წარმოება საქართველოს წინააღმდეგ არსებული ნახევარზე მეტი საქმეებისა, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში მომხდარ ომს უკავშირდება. სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზად მომჩივანი მხარის მიერ აუცილებელი ინფორმაციის წარმოუდგენლობა სახელდება.
სასამართლოს კანცელარიის კომუნიკეში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ 3 300-ზე მეტი საჩივარი გაუგზავნა, რომლებიც სამხრეთ ოსეთში ომს ეხება. მომჩივანთა კატეგორია მრავალფეროვანია. ესენი არიან: საკუთრივ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებნი, რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ცხინვალის მშვიდობისმყოფელთა ბატალიონში მსახურობდნენ, აგრეთვე _ მათი ახლობლები. ისინი თავიანთ საჩივრებში მიუთითებენ, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათაAევროპული კონვენციის მუხლები, კერძოდ: მუხლი 2 (სიცოცხლის უფლება), მუხლი 3 (არაადამიანური და დამამცირებელი დამოკიდებულებისა და დასჯის აკრძალვა), მუხლი 8 (კერძო და ოჯახური ცხოვრების უფლება), მუხლი 13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი უფლება) და მუხლი 14 (დისკრიმინაციის აკრძალვა).
სტრასბურგის სასამართლომ მათთან შეტანილი სარჩელების შესახებ აცნობა საქართველოს ხელისუფლებას, ხოლო საკითხის განსახილველად აუცილებელი დამატებითი ინფორმაცია მოსთხოვა ვლადიკავკაზელ სამ ადვოკატს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 3 300 საქმეზე მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ.
`2010 წელს სასამართლომ დამატებითი ინფორმაცია ვერ მიიღო მოსარჩელეებისგან. ამიტომაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 1 549 საქმის შეწყვეტის შესახებ~, _ აღნიშნულია კომუნიკეში.
2008 წლის აგვისტოში მომხდარმა საბრძოლო მოქმედებებმა პრაქტიკულად მაშინვე იურიდიულ სიბრტყეში გადაინაცვლა, თანაც, მომხდარის სამართლებრივი შეფასების სურვილი გამოთქვა როგორც რუსეთის, აგრეთვე საქართველოს მხარემაც. 14 აგვისტოსვე ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მიმართაAსტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით, ეღიარებინათ რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტა და მათი ქონების განადგურების ფაქტები.
იმავდროულად, საქართველომ განცხადებით მიმართა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალსაც, რომლისგანაც ითხოვდა იმ ეთნიკური წმენდის აღიარებას, რასაც რუსეთი, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს. სარჩელის განხილვას 2010 წლის სექტემბერში შეუდგნენ. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი სარჩელის წარსადგენად არანაირი საფუძველი არ არსებობს.
`საქართველომ ხელოვნურად მოახდინა სასამართლო დავის ინიცირება, რათა საზოგადოებრიობამ ყურადღება არ გაამახვილოს მათ მიერვე საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევებზე. ეს სასამართლო პროცედურების ბოროტად გამოყენებაა~, _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ქართულ-რუსულ ურთიერთბრალდებებს შესაბამისი დოკუმენტები ამყარებს, რომლებსაც თითოეული მხარე ცალ-ცალკე აგროვებს. მაგალითად, რუსეთის მტკიცებით, საქართველომ 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა მძიმე შეტევითი ტექნიკა, საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული კასეტური ჭურვები და 500-კილოგრამიანი საავიაციო ბომბები.
საქართველოს აგრესიის შედეგად, საგამოძიებო მონაცემებით, სამხრეთ ოსეთის 33 ათასი მცხოვრები იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. დევნილთა უმეტესობა მოხუცები, ქალები და ბავშვები არიან. რუსული მხარის მტკიცებით, ოსთა გენოციდის ფაქტი დადასტურებულია.
2009 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა დასკვნა ევროკავშირის დამოუკიდებელი კომისიისა, რომელიც იძიებდა ამიერკავკასიაში ძალადობის ესკალაციის მიზეზებს 2008 წლის აგვისტოში. ამ მოხსენების ავტორთა დასკვნით, თავდაპირველად, რუსეთის საპასუხო რეაქცია ქართველთა აგრესიაზე იყო `კანონიერი~, რადგან მოსკოვი თავდაცვით ღონისძიებებს მიმართავდა, შემდგომში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეაქცია გასცდა `გონივრულ საზღვრებს~.
ამ მოხსენებას ძირითადად ობიექტურად აფასებს ორივე მხარე _ საქართველოც და რუსეთიც. თითოეული სათავისო სიმართლეს ხედავს მასში, უფრო სწორად, დასკვნების სათავისო ინტერპრეტაციას ახდენს. სიმართლე კი ის გახლავთ, რომ სამხრეთ ოსეთიდან დევნილია ქართული მოსახლეობა, რომელიც იმკის საკუთარი ხელისუფლების უგუნური ნაბიჯებისა და რუსეთის იმპერიული ზრახვების პრაქტიკულ შედეგებს.
ლასტ24.ინფო
ვზ.რუ




კალენდარი
აპრილი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი