საქართველოს წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა და რუსეთის მშვიდობისმყოფელთა ნათესავების სარჩელების განხილვაზე ევროსასამართლოს უარი ცხინვალმა უსამართლო ნაბიჯად შეაფასა. ეს აქტი ადასტურებს, რომ ევროპული ორგანიზაცია პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს _ ასეთია სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთაA მინისტრ მურატ ჯიოევის კომენტარი ევროსასამართლოს გადაწყეტილებაზე, არ განიხილოს 2008 წლის აგვისტოში საქართველოს აგრესიის შედეგად დაზარალებულთა 1 549 სარჩელი.
მინისტრის აზრით, `ეს არის პოლიტიზებული გადაწყვეტილება, რომლითაც სურთ ადამიანურობის და საერთოდ, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ სააკაშვილის ხროვის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიჩუმათება. ევროპული სტრუქტურების მსგავსი დამოკიდებულება ხელს ვერ შეუწყობს კავკასიაში მშვიდობის გამყარებას~.
`რა დაემართებოდა ევროპას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვინმეს ნიურნბერგის პროცესი რომ ჩაეშალა?! _ კითხულობს ჯიოევი.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისი ბუნებრივია იწონებს _ ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს პოზიციას რუსეთთან კონფლიქტში
როსბალტ.რუ
















































































მთავარი
კონტაქტი




2010