საქართველოში 2011 წლის დადგომამდე, ანუ დაახლოებით ათი- თხუთმეტი წუთით ადრე, ახალი `შეგონება~ გაისმა სრულიად ქვეყნის გასაგონად: `გინდათ შეგისრულდეთ ყველა სურვილი? _ მაშინ `იზასავეთ~!!!
ჰოდა, სურვილების ასრულების წადილით წარსულში ლენინის, ამჟამად კი თავისუფლების მოედანზე მდგომი ოქროსფერი წმინდა გიორგის ქანდაკებისა და მასზე დაკიდებული ნაძვის ხის ფონზე, ცნობილმა `შოუ სახემ~ თიკო (ალბათ, თინათინი ჰქვია, მაგრამ თიკო უფრო `სვეტსკია~) სადუნიშვილმა და ვიღაც ენადამხეცებულმა ხურუშიანმა ტიპმა იმდენი იზასავეს, იმდენი ლორწო ანთხიეს ეკრანიდან, შამპანურის ქაფი, კოქტეილი, არაყ-ღვინო რა მოსატანია იმასთან და ამიტომაც, სრულიად შესაძლებელია, ახალ წელს ბევრი გოიმი, ასეთი `სახეების~ შემხედვარე სუფრასთან კი არა, უნიტაზთან შეხვდა გულისრევის გამო...
აშკარაა, ქალბატონი თინათინის დარად დაუკმაყოფილებლობის დეფიციტი მძლავრობს ქვეყანაში და შესაძლოა, სწორედ ამის გამოა, რომ სპეციალური `მუშა ჯგუფები~ უკვე აქტიურად ირჯებიან იმისათვის, რომ კიდევ ერთი ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით, საბოლოოდ დაადგინონ _ რამდენი კაცი ან ქალი `ათავებს~ ქვეყანაში და თუკი ვერ `ათავებს~, სიღრმისეულად შეისწავლონ ამის გამომწვევი მიზეზები და დაუკმაყოფილებლობის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად, ახალი გრანტებიც დაითრიონ!
ახალი წლის დადგომამდე კი საქართველოს დაუკმაყოფილებელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის საზრუნავი და საფიქრალი ის იყო _ რა სურსათი შეეტანათ საკუთარ ოჯახებში და სად შეეძინათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ნატურალურიც იქნებოდა და იაფიც.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე, საკოლმეურნეო ბაზარში, ე.ი. იმ ტერიტორიაზე, სადაც ღია ცის ქვეშ იკრიბებიან მოვაჭრები 29 დეკემბერს წავედი და რამაც არასასიამოვნოდ განმაცვიფრა, ის იყო, რომ გასულ წლებთან შედარებით, `ბაზარი~ თითქმის ცარიელი დამხვდა, ისეთი მცირე რაოდენობის ხალხი იყო საყიდლებზე გამოსული!
არსად მინახავს რიგი, მრავალი ჩანთითა თუ პარკით ხელდამშვენებული მამაკაცები, სოფლიდან საკუთარ ნაშრომ-ნაამაგარს ჩამოყოლილი გლეხობა, ღვინის კასრებთან თავმოყრილი, მოფუსფუსე კახელები და შეძახილი: `ტანინიანი, უშაქრო, ნატურალური ღვინოოო, მიირთვით, იყიდეთ, მამყვანიც დალოცეთ და სახლში მიმტანიცო!
მოკლედ, ნაღდი ქართული, წინასადღესასწაულო განწყობა სადღაც გამქრალიყო, ყველა დაბოღმილი, შეწუხებული და დამწუხრებული მეჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლოდ ჩვენს `ზედემოკრატიულ~, `გამშვენიერებულ~ და `მდიდარ~ ქვეყანაში ამერიკელი სანტა-კლაუსი, ბრაზილიური `ვივა ფესტა~, მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი ანდრია ბოჩელი, სხვა წვრილ-წვრილი ვარსკვლავუკები ჩამოსულიყვნენ სტუმრად. `ვარსკვლავთ ცვენა~ ქართველებს 2003 წლის შემდეგ უკვე აღარ უკვირთ, მაგრამ ნამდვილად უკვირთ ის ამბავი, რომ კარგა ხნის წინ ჩამქრალ-გაფერმკრთალებულ ყოფილ ვარსკვლავებს კვლავაც ჰყოფნით ამბიცია და ყოველგვარი უხერხულობის გარეშე `გალა~ კონცერტებზე ისეთ `ყიყლიყოებს~ უშვებენ ყელიდან, თითქოს კურდღლის კი არა მამლის წელს ხვდებოდნენ ყელმოღერებულები! მკითხველის ყურადღება მინდა მივაპყრო, იმ მეტად უხერხულ, ერთი შეხედვით `უმნიშვნელო~, მაგრამ ჩემი აზრით (მრავალის აზრი უფრო სწორი იქნებოდა), ძალზედ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომელიც ბათუმის საახალწლო გრანდიოზულ კონცერტზე ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს დაემართა. სწორედ ქალბატონმა ნანიმ ამოუშვა ყელიდან `პეტუშოკები~, რითაც არამარტო ადგილობრივი მსმენელი გააოგნა, არამედ სრულიად შესაძლებელია, რომ თვით ანდრია ბოჩელიც კი გაოგნებული დატოვა! ჩვენ გვესმის, რომ 20 საუკუნის `უპირველესი~ საესტრადო ხმა, დღევანდელი ხელისუფლების ფავორიტობა და მეორეა, ამდაგვარი ფავორიტები, რამდენად მისაღებია ისეთი კაპრიზული ყურის მქონე მსმენელებისათვის, როგორიც, ვთქვათ, ქართველები ვართ? აღარაფერს ვამბობ იმ დირიჟორ-მუსიკოსებზე, რომლებიც სიმფონიურ ორკესტრში იყვნენ წარმოდგენილები და რომლებიც ნანის `ყიყლიყოებზე~ უხერხულად ხრიდნენ თავს ქვემოთ!
როგორც ე.წ. ოპოზიციის მიერ არის უკვდავყოფილი მიშა სააკაშვილი, ისევე უკვდავია ჩვენს ყურებში, მშვენიერ კაბებში გამოწყობილი, მაგრამ უკვე ხმადაკარგული ნანი ბრეგვაძე ქართველი მსმენელებისათვის, მაგრამ ბათუმის `გრანდ კონცერტზე~ ასეთი უხერხულობები იმდენად მრავლად იყო, ვერანაირმა ჭრელა-ჭრულა ფერმა ვერანაირმა ფეირვერკმა და ვერანაირმა _ ცით მოფრენილმა მისტერ კლაუსმა ვერ დაფარა! აი, მაგალითად, სუხიშვილებმა სულ სრიალ-სრიალით იცეკვეს ჩვენებური, მაგრამ გაევროპელებულ-გაირლანდიელებული ცეკვები და სცენაზე რომ სათითაოდ არ დახეთქებულიყვნენ, დიდი ძალისხმევა დასჭირდათ! ქართველმა გემოვნებიანმა მსმენელმა ვერც სიმღერა `ოჩამჩირე~ შეისისხლხორცა და ვერც ის გაიგო, ამ ქართული ქალაქისადმი ნოსტალგიის შეგრძნების ნაცვლად რატომ დაეუფლათ ირონიული განწყობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმღერას, მართლაც ნიჭიერი მომღერლები _ სოფო ხალვაში და ვაჟა მანია ასრულებდნენ მეგრულ ენაზე?! ვერც ის აღიქვეს, ამ სიმღერის ფონზე, რატომ ირჯებოდნენ ესოდენ უნიჭოდ ასევე უნიჭოდ ჩაცმულ-დახურული მოცეკვავეთა ჯგუფი და საერთოდ, რა შუაში იყო მთელ ამ გაუებარ უგემოვნო ნაზავში შიგადაშიგ აფეთქებული ფოიერვერკთა ხმა? კიდევ კარგი (ღმერთო მაპატიე,) იტალიელი ანდრია ბოჩელი ამ უგემოვნო ზარ-ზეიმს ვერ ხედავდა, თორემ მიუხედავად სოლიდური ჰონორარისა, ალბათ `უბადლოდ მშვენიერ _ ბათუმს~ არათუ საახალწლოდ, არამედ საერთოდაც არ ესტუმრებოდა, რომ სცოდნოდა, ამ `შოუ~, _ გრანდ მარაზმებში გადაყრილი მილიონების გამო რამდენ ადამიანს ტოვებდნენ მშიერ, ანდა სულაც უსახლკაროდ! მართალია ანდრია ბოჩელი უსინათლოა, მაგრამ მუსიკალური სმენა და მითუმეტეს სასიმღერო ხმა ხომ კარგად გაეგება სრულყოფილი როდის არის? აი, მაგალითად _ ვთქვათ, ვერ დაინახა ნანი ბრეგვაძის ძვირფასი კაბა, მაგრამ ის ხომ კარგად მოისმინა, ჩვენი `პრიმა~ მომღერლების კეკლუცობა-ამბიციებზე მსმენელი _ საზოგადოება გატრუნული რომ ზის და არ უსტვენს? არადა, ასეთ შემთხვევაში, იგივე იტალიაში განა საკუთარი გემოვნების პატივისმცემელი საზოგადოება ამდენს იტანს? აღარ გაქვს ხმა, ბატონო? წაბრძანდი დიდი სცენიდან და სულ მინიმუმ, პედაგოგად მაინც იმუშავე, თუ ამის ნიჭი და შნო გაქვს, რატომ წუხდები შენ და რატომ გვაწუხებ ჩვენც? ბოლო-ბოლო სირცხვილია ასეთი ჩავარდნები სახალხოდ, თორემ იმღეროს ნანიმ, მე რა მენაღვლება? მისი თაყვანისმცემელი არც ადრე ვყოფილვარ და დღეს მითუმეტეს აღარ ვარ, განსაკუთრებით კი იმის შემდეგ, რაც 2008 წლის 10 აგვისტოს `გამარჯვების~ დღესასწაულზე რომ ბრძანდებოდა და როცა ლამაზი და გრძელი ბიჭის პიარ-კონცერტებზე თავდაუზოგავად ირჯებოდა გარკვეული საზღაურის ფასად!
დღეს მიშას ელიტაში წარმოდგენილი ფრეილინებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია, წარსულში მისივე ვიზაჟისტის, აწ უკვე გიგი უგულავას მეუღლის, ლელა კილაძის `უდიდესი ღვაწლი~ და დამსახურება `ერის განმანათლებლობის~ სფეროში! რა თქმა უნდა, არც ქალბატონი კილაძე ირჯება მავანთა დარად `უფასოდ~ მხოლოდ ენთუზიაზმზე, რადგან ფულის გემო (ამჟამინდელი მეუღლის დარად), ჯერ კიდევ 2003 წლიდან გაიგო და იმიტომ, რომ უფრო მეტი იშოვოს მღვრიე წყლით დაფარულ საქართველოში, ამჯერად თურმე `ივენთ მენეჯერობით~ იქცევს თავს, რაც ქართულად რომ `მოვთარგმნოთ~, სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ქალბატონი ლელა რესპუბლიკის მასშტაბით ყველა დიდი ღონისძიების ბუღალტერი და ფულის განმკარგავია! იცოდით, ეს ამბავი? არც მე ვიცოდი, მაგრამ ბათუმ-თბილისური საკონცერტო მარაზმის შემდეგ ერთ-ერთმა ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ადამიანმა აღშფოთებულმა დამირეკა და მიამბო, თუ ვისი მეშვეობით განიკარგება ასეთ ღონისძიებებზე _ საბიუჯეტო თანხები, რომლებიც ჩემი, თქვენი და ბევრი ჩვენგანის მიერ სიმწრით არის გადახდილი!
ბათუმსა და თბილისში დიდი `ნიჭიერებით~ რომ გამოიჩინეს თავი `ერის ნაღებმა~ ბნელიტამ, ახლა მესტიას, კერძოდ კი სვანებსა და სვანეთს მიადგნენ! ათასი მოციმციმე `წვიმით~, `გირლიანდით~, `ვარსკვლავით~, და `ანგელოზ-მტრედით~ `დაამშვენეს~ ველური ბუნება, ასე ნაც.მოძრაობის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად სვანური, იდუმალი კოშკები, შეურყვნელი გარემო გააევროპულეს და ამის უკეთ წარმოსაჩენად, ევროპის ყველაზე ახლო მეზობლები _ უკრაინელი ჯაზ, როკ თუ სულაც ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები მოიწვიეს! ვააა, კაცო?! როგორ მოიფიქრებენ ხოლმე ასეთ რაღაცეებს, ჰა? ეგ კიდევ არაფერი _ სვანებს ახალი წლის დადგომა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტად წოდებულმა მიშამ, უკრაინული `სალო~-თი და არყით მიულოცა და გულში სავარაუდოდ, `ტიჟ მენე პიდმანულა, ტიჟ მენე პიდველაც~ იმღერა, უკრაინაში გატარებული `ზელიონი ბატალიონის~ საპატივსაცემოდ! სამეგრელო-ზემო სვანეთის დღევანდელი გუბერნატორი, წარსულში ერთ-ერთი რუსი გენერლის შოფერი გოროზია კმაყოფილებას ვერ მალავდა ამდენი უკრაინელი `ნაშის~ შემხედვარე, რადგან გასულ წელს, `საარჩევნო სპეცნაწილში~ `დამკვირვებლის~ სტატუსით უკრინაში ჩასულს, გაფანცქვალება არ დასცალდა და ზოგიერთი ენაჭარტლა თანამოძმის გამოისობით `სირამოგდებული~ დარჩა სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში გამოკეტილი! ნაცმოძრაობას და მის `შეუდარებელ~ გუნდს, მოწყალე ღმერთმა, უკეთ მოსალხენად თოვლის ფანტელებიც გამოუგზავნა, მაგრამ სისხლის ამღები სვანების გულები რამ გაალღო გია ბარამიძის შემხედვარე-ვერაფერს მოგახსენებთ! გაოგნებული შევცქეროდი ტელეეკრანს და რატომღაც ველოდი, რომ გირგვლიანის და აფრასიძეების ოჯახების ამაოხრებელ სააკაშვილ-ბარამიძეების ხროვას, ერთი თავზეხელაღებული ვაჟკაცი სვანი კაცი, `ვინტოვკას~ თუ არა ფურთხს მაინც ესროდა და ეტყოდა: `აჩად მაკ ამხენქა, სგა ურჯულო არ, ამეჩუ ისგე ადგილ დემეგლი!~ რაც თარგმანში დაახლოებით ასე ჟღერს _ წადით ყველა აქედან, თქვე ურჯულოებო, აქ თქვენი ადგილი არ არის!~ მაგრამ, მაგრამ, მაგრამ... ჩემი და მრავალი ჩემნაირად მოფიქრალი ქართველის მოლოდინი არ გამართლდა და გია ბარამიძემ, სვანი ქალების გამომცხვარი `კუბდარი~ მაინც ჩაცეცხლა და უკრაინელების ჩამოტანილი `პერცოვი ვოდკაც~ მშვენივრად დააყოლა ზედ! აბა, განა ამის შემდეგ რომელიმე სვანს ხმა ამოეღება ვაჟკაცობაზე? ჩემი აზრით არა და პირადად მე, 2011 წელს არც ვგეგმავ სვანური წარმოშობის, გათბილისებული სვანებისაგან ინტერვიუს აღებას, იმიტომ რომ, არ `მე-ვა-სე-ბი-ან!!!~ ისევ ჩვენს `ბაჯაღლოში ჩასმულ~ თბილისს დავუბრუნდეთ, სადაც აქამდე, 2011 წლიდან ნაგავში ჩაფლულთა რიცხობრივი მაჩვენებელი, სავარაუდოდ კატასტროფულად გაიზრდება! გაიზრდება აგრეთვე უპოვრებისა და სამსახურიდან დათხოვნილთა რაოდენობაც! ავადმყოფთა, უმწეოთა და სასოწარკვეთილთა რაოდენობაც მოიმატებს და არც გარდაცვლილთა რაოდენობა იქნება მცირე! ერთადერთი, რამაც შეიძლება კი არადა, აუცილებლად სიმწირე გამოიწვიოს, ის იქნება, რომ _ საქართველოში დარჩენილმა ქართველობამ საკუთარი სამშობლოსადმი სიყვარული სამუდამოდ დაკარგოს და მისი ურჩხულისგან გამოხსნის სურვილიც სამუდამოდ გადაამისამართოს გაურკვეველი ვადით! ეს ქვეყანა დიდი ხანია ჩვენი აღარ არის! იგი ჯონისია, ჯორჯისია, ბარაკისია, ვოვასია, დიმასია და არავითარ შემთხვევაში არ არის ჩვენი, ანუ ქართველების!!!
მაშ, რატომ ვიხდით ყოველ ფეხის ნაბიჯზე მადლობებს? რატომ ვემლიქვნელებით და ვუძვრებით ნაც. ხვრელებში ოდესღაც ჩვენს სამშობლოდ წოდებულ მიწაზე ვითომ აღმაშენებლებს და სინამდვილეში კი ამ ქვეყნის საბოლოოდ დამაქცევარ ურდოებს? რატომ ვართ მშვიდად და რატომ მივირთმევთ საცივს, გოჭს, გოზინაყს, ჩურჩხელას და ქორფა მწვანილს, თუკი სამშობლო და საკუთარი სახლი აღარ გვაქვს, ქართველებო? რა გვეახალწლება, რა გვეზეიმება თუკი ყველაზე სანუკვარი, ყველაზე მშობლიური და ყველასგან გამორჩეული ულამაზესი მთა-ბარი ჩვენი აღარ არის? განა ვერ ვხედავთ, რომ ოღონდ გაყიდონ დარჩენილი საქართველო, ნაცჯოგი ყველაფერზე თანახმა არიან და უვადოდ ათავისუფლებენ გადასახადებისგან ახალ ინვესტორ-დამპყრობლებს?
გიკითხავთ ვინმეს რამდენი ათასი ლარი, ანდა მილიონი აიტყორცნა ცაში ამ დღეებში ფოიერვერკებისათვის? რამდენი ჩაიტყორცნა მავანთა ჯიბებში, რომ უფრო გრანდიოზულად~ დაებრმავებინათ ჩვენთვის თვალები, რათა არ დაგვენახა რამდენი მშიერი ბავშვი, ატირებული მოხუცი, ავადმყოფი და სამშობლოდან შორს გადახვეწილი ადამიანი გვყავს სინამდვილეში? ანდა ის თუ გვიკითხავს, ჭიქით ან ყანწით ხელში _ საქართველოს სადღეგრძელოს დალევის უფლება ყოველივე ამის შემდეგ გვაქვს თუ არა?
ჩემი აზრით, არა გვაქვს და შესაძლოა, ამიტომაც, პირადად მე, არც დამილევია!
ვინც დალიეთ, ღმერთმა შეგარგოთ, მაგრამ დიდად არ ვარ დარწმუნებული, რომ ამის უფლება გქონდათ!!! რატომ? რატომ და იმიტომ! საკუთარ გულებში ჩაიხედეთ, საკუთარ სინდისს ჰკითხეთ და პასუხსაც მიიღებთ!
ჩვენი ტყუპისცალი კურდღლის წელიწადი მოვიდააა!
გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ ქართველებო!!!
















































































მთავარი
კონტაქტი




2010