მზიანი ზამთარი გვიდგას საქართველოში. Mმკაცრი ზამთარი რაღად გვინდა, ცხოვრება ისედაც მკაცრად გვექცევა... ჰოდა, ვართ ასე და გაზაფხულს იმედით ველოდებით.
Gგაზაფხულზე კი `ქართული პარტია~ ყოფილა ვიღაც (თუ რაღაც), ის აპირებს თურმე მასობრივი არეულობების დაწყებას და ჩვენი ჭიხვინა პრეზიდენტის მოშორებას.
`ქართული პარტიის~ დამფუძნებელი `ოქრო~, `კრასავჩიკი~, ქალების ფავორიტი ირაკლი ოქრუაშვილია. ოქრუაშვილი, რომლის სახელსაც 2007 წლის გრანდიოზული მიტინგები უკავშირდება, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი და ჯერ კიდევ 2008-მდე, საახალწლოდ ქართული ჯარის ცხინვალში შეგრიალებას გვპირდებოდა.
Pპატივმოყვარე კაცია ჩვენი `ოქრო~, ფული, სახელი და დიდება იტაცებს და სახელის მოხვეჭა უნდოდა, მაგრამ ვინ აცალა, რო?
სააკაშვილმა რომ თავდაცვის მინისტრად დანიშნა, მაშინ მოინდომა ყველაფერი თავის ჭკუაზე დაელაგებინა, დაიწყო ძველის ქექვა _ გაკრიტიკება, მაგრამ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მამალმა ნაციონალმა გიორგი ბარამიძემ კარგად მიბეგვა თურმე `ბიჭების~ დახმარებით. იმ პერიოდში თითქმის ერთი თვე `ოქრო~ არ ჩნდებოდა საზოგადოების და მედიის წინაშე. Mმერე გამოჩნდა მოთვინიერებული და თავდაცვის სამინისტროს ფულის ყლაპვას შეუდგა თურმე ღირსებაშელახული, პატივმოყვარე ოქრუაშვილი ბარამიძის სილაქის შემდეგ ისე `მოჭკვიანდა~, რომ თვით ბარამიძეზე გულმოდგინედ შეუდგა ქართული ჯარის დაშლა-განადგურებას.
როგორც ამბობენ, თავდაცვის უწყებისადმი გადარიცხული უზარმაზარი თანხები, რომლებიც არ კონტროლდებოდა, მის ჯიბეში იყრიდა თავს, ფული, რომელიც იარაღის შესაძენად იყო განკუთვნილი, იარაღის ყიდვის ნაცვლად სავარაუდოდ, ოფშორულ ბანკებში იგზავნებოდა ოქრუაშვილის სახელზე, `ნიკორასთან~ და სხვა ფირმებთან გაფორმებული კონტრაქტების თანახმად, ჯარში საკვების შეტანის მაგივრად ჯარი შიმშილობდა და ფული ისევ ოქრუაშვილის სახელზე გროვდებოდა, გულის გადასაყოლებლად კი თავდაცვის მინისტრი `პლანზე~ იჯდა თურმე. თვითმხილველები და ოქრუაშვილის ყოფილი თანამშრომლები ჰყვებიან, როგორ დაბოდიალობდა `პლანის~ კაიფში მყოფი `ოქრო~. მაგრამ მოვეშვათ ახლა ამას, ამჟამად 700 მილიონზეა ატეხილი ერთი მითქმა-მოთქმა. ეს ფული კი სწორედ ოქრუაშვილის მინისტრობის დროს დაიკარგა თავდაცვის სამინისტროდან. Aამ 700 მლნ-დან 400 მლნ საფრანგეთის ბანკებშია დაბანდებული, დანარჩენი 300 მლნ-ის ბედი კი ჯერჯერობით გაურკვეველია... თუმცა რა გაურკვეველი, რომელიმე ნაციონალის ხახაში იქნება ან თვით სააკაშვილის.
როგორც დღეს ირწმუნებიან, ფულზე იყო ბრძოლა თავის დროზე ოქრუაშვილსა და მერაბიშვილს შორის, ვერ გაიმარჯვა `ოქრომ~ და ყველა ვხედავთ, რას ჰგავს თავდაცვის სამინისტრო და რას შსს.
ოქრუაშვილი `კაიფობდა~, გენშტაბის მაშინდელი უფროსი `ცისფერობდა~ იყო, რომელსაც ჯარისკაცი შემოაკვდა აბანოში, გაურკვეველ ვითარებაში, ჯარი გადეზერტირებული, მშიერი, დასნეულებული და დემორალიზებული. Aამ ჯარს უნდა მოეგო თურმე 2008 წელს ცხინვალის ომი, არადა, პუტინის ასე და ისეო, პუტინი კი არა, თვითონ ჯარი გამორბოდა თურმე უკან.
ხომ მღეროდნენ ერთ ხანს _ `ტაშკენტიდან მოდის ქარავანი, იმას მოაქვს ანაშა და პლანი~. `ოქრო~, ცხადია, ახლა ტაშკენტურ პლანს არ მიირთმევს, აგერ, ერთი ხელის გაწვდენაზე არაა ჩინეთი და ავღანეთი?!
ახლახან ერთ გაზეთში წავიკითხე _ ოქრუაშვილს ახალაიასთვის უცემია საფრანგეთში. კარგით, რაა, ხომ ხედავთ, ვინ ვის სცემს, ვეღარ ვარკვევთ და რატომ სცემს, ხომ, მით უმეტეს...
მოკლედ, ეს კაცი უდგას ფინანსურად და იდეოლოგიურად მხარში, ზურგში და ტვინში `ქართულ პარტიას~ და ეტყობა, ამ ფულის იმედით სურს დაბრუნდეს ისევ ხელისუფლებაში ოქრუაშვილი და ფართო გავლენები მოიპოვონ დანარჩენებმა. როცა ამბობს ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან გაჩეჩილაძე _ `გრეჩიხა~, `საქართველოს ეროვნული სიამაყის~, ქართული `მოდის მეტრის~, გიაკო _`უცნობის~ ძმა _ `ქართული პარტია~ ურთულესი წარმონაქმნიაო, მართალს ამბობს.
ამ პარტიაში შეკრებილი ხალხი გაზაფხულზე მიტინგებს გვპირდება _ ირაკლის ფულით და როგორც `გრეჩიხა~ იტყვის, `ირაკლის ენერგეტიკით~, რაც უდავოა, კიდევ ერთი გაფართხალება იქნება ძალაუფლებისა და ფულის ხელში ჩასაგდებად. იმ უღიმღამო სუბარზე არაფერს ვიტყვი, მიტმასნებული რომაა ვითომ პარტიას და რას ელის ამათგან, თვითონაც რომ არ იცის. აბა, კიწმარიშვილმა, გაჩეჩილაძემ, გუნცაძემ და თვით ირაკლიმ კი იციან, რაც უნდათ.
მაგალითად, გაჩეჩილაძე ლევანს, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში ქართველმა ხალხმა პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ხმათა უმრავლესობა მისცა, რაც თავისთავად პარადოქსია და ალბათ, არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მოხდებოდა, მოსალოდნელია, პრეზიდენტობა უნდოდეს. სხვათა შორის იმ პერიოდში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, მისი შტაბი სავსე იყო ნარკომანებით და თვითონ ნარკომანი ნარკომანების ცოლებით, ძველი ბიჭებით და უბნის ძმაკაცებით. Gგაგება-გაგებაა და `ოქრო~ და `გრეჩიხა~ ერთმანეთს უგებენ ამ საკითხშიც. შინაურ, გარე, გლობალურ და ა.შ. პოლიტიკაში ხომ თავისთავად, ეს იგულისხმება ძმობაში.
კიწმარიშვილზე, ამ ჯაყოზე, ახლა ნუღარ მალაპარაკებთ, მაგაზე ცალკე მოგიყვებით, თუ თქვენი სურვილი იქნება, ხოლო რაც შეეხება გუნცაძეს, გაურკვეველი, ქლესა სიფათის მიუხედავად, ისიც უბნის ბიჭების საყვარელი ტიპია _ `ჯიგარი~ ბიჭი. Aმასაც, როგორც ამბობენ, თბილისურ შტაბებში საკუთარი დაქალ-ძმაკაცები ჰყავს, არანაკლებ ძველი ბიჭები, მწეველები, ნემსზე შემჯდარები და `კაი ბიჭები~.
`ძმებო, შევაკეთოთო~ ასე მტერი არასდროს არსად დაუმარცხებიათ. Mეყოფათ, გაჩეჩილაძეებს პატიოსანი ხალხის `დაბოლება~. Aაწი, იმათ შეუძახოს _ `კაი~ ბიჭებს, პოლიტიკის სახელით მონათლულ კლანურ გაერთიანებებში რომ ჰყავს წამლის საშოვნელად მოყუჩებული.
ამათ იმედად ნუ ვიქნებით მომავალ წელს. რევოლუციები ბოგანოებს, უპოვარებს, ღატაკებს მოუხდენიათ, წყობილება შეუცვლიათ, მაგრამ ჯერ არსად გაგონილა ერთად შეკრებილ თვითმარქვიებს, აფერისტებს და ნარკომანებს მოეტანოთ რაიმე სიკეთე.
ესენი მიშას და მის ბიჭებს უდგანან ჯიბრში, თორემ ქართული 26 საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა ამ უდღეურებს ერთ კარგ `ბაიანად~ ან `კაზიროგად~ უღირთ...
ამათი იმედი უნდა გვქონდეს? მაშინ ვაი, ჩვენს პატრონს!..
















































































მთავარი
კონტაქტი




2010