გაგრძელება. დასაწყისი იხ. `საერთო გაზეთი~ #44-48-1
ცხადდება, რომ მეორე დღეს, ე.ი. 14 მირკანს მუშაობას დავიწყებთ 12სთ-ზე. დაიწყეს საშვის დარიგება მეორე და მესამე დღისათვის, ორგანიზაციების, პოლიტპატიმრებისა და საზოგადოება-ასოციაციების მიხედვით.
14 მირკანი, 1990 წელი
11:45 "13 ირაკლი წერეთელი კითხულობს იმ პოლიტპატიმრებისა და საზოგადოებების, აგრეთვე ორგანიზაციების სიას, რომლებიც მოწვეულნი არიან კონფერენციაზე. (პრეზიდიუმში ჯდება მამა როსტომი. დანარჩენი "13 ვინც გუშინ იყო).
წერეთელმა ამოიკითხა სახალხო ფრონტი. არ ესწრებაო, დაუძახეს. ძალიან საწყენიაო, წერეთელმა თქვა. შემდეგ სცენაზე ადის სახალხო ფრონტის წარმომადგენელი გიორგი მარჯანიშვილი და რაღაცას ეუბნება ირაკლი წერეთელს. იქვე დგას სახალხო ფრონტის გამგეობის კიდევ ერთი წევრი გურამ პეტრიაშვილი. Eე.ი. ითვლება, რომ სახალხო ფრონტი ესწრება კონფერენციას, არ ესწრება მხოლოდ მისი თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე.
ირაკლი წერეთელი "13 მამულიშვილნო! გუშინ ჩვენ შევთანხმდით, რომ ბოიკოტს ვუცხადებთ საბჭოთა არჩევნებს და ვირჩევთ იურიდიულ პირს. ეს ძალიან მისასალმებელი ამბავია. გუშინ ჩვენ ყოველივე ეს არ გაგვიფორმებია ოფიციალურად, ე.ი., არ გვიწარმოებია საქმიანი ქაღალდები. დღეს ეს უნდა გამოვასწოროთ. მითუმეტეს, რომ დღეს და ხვალ ჩვენ მოგვიწევს მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიღება. ავირჩიოთ სამდივნო და ხმის დამთვლელი კომისია რიცხობრივად. ვის გექნებათ წინადადება? (დარბაზიდან "13 30 კაცი) ვინ არის მომხრე? (დადასტურდა ხელის აწევით).
ზვიად გამსახურდია - კონფერენციას ესწრება 93 ორგანიზაციის წარმომადგენელი. გთხოვთ დაასახელოთ ხმის დამთვლელი კომისიის წევრები, შემდეგ ავურჩევთ თავმჯდომარეს. ასახელებენ: გია თვალავაძე, ლუიზა შაკიაშვილი, მანანა რობაქიძე, ნინო რატიშვილი, საშა რუსიეცკი, იზოლდა ჭილაძე, ელგუჯა წიკლაური, ავთანდილ რცხილაძე, ელგუჯა ქიმაძე, დათო მჭედლიძე, ლევან ხურციძე, გია ბანძელაძე, კოტე ანდრიაძე, ლევან მესხი, ავრორა ფანჩულიძე, დათო კიკნაძე, ჯემალ ბოჭორიძე, ლევან ონიაშვილი, გულადი კიკნაველიძე, ზვიად ნადარეიშვილი, ლიანა მაჩაბელი, მანანა ყიფიანი, ნოდარ ბახტურიძე, ზაზა არღვლიანი, ლია გაბრიაძე, დიმიტრი ხახუტაშვილი, გია ფერაძე, გელა კობეშავიძე, მიშა მაყაშვილი, გვანჯი მანია, როსტომ ლორთქიფანიძე (მამა როსტომი), ზაზა დარასელი.
ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს ელგუჯა წიკლაური (`ქართველ შევარდენთა ლეგიონის~ სარდალი).
ზვიად გამსახურდია "13 ძალიან ვწუხვარ, რომ სახალხო ფრონტის ბევრმა წარმომადგენელმა დატოვა კონფერენცია. ჩვენ მთელი `სახალხო ფრონტი~ არ დაგვიგმია. აქ ამ დღეებში წყდება საქართველოს ბედი და მათი წასვლა ბრძოლის ველიდან წასვლას ნიშნავს. ისე კი დასამალი არაა სახალხო ფრონტის მუშაობა საჭიროებს ძირეულ გადახალისებას. მათ ყველა რაიონში ჰყავთ თავიანთი რეგიონული ჯგუფები. ხსნიან რაიკომის მდივნებსა და აღმასკომის თავმჯდომარეებს და ნიშნავენ თავიანთ ხალხს. პირადად ნოდარ ნათაძესთან არავის არა აქვს პრეტენზია, ეს გუშინაც ყველამ აღნიშნა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ისინი დაბრუნდნენ ჩვენთან და გააგრძელონ მუშაობა. იქ ბევრი ნაღდი მამულიშვილი იღწვის, მაგრამ ბევრიც სახელს უტეხთ.
ირაკლი ბათიაშვილი "13 არის ინფორმაცია, რომ თითქოს სუკ-ს გადაწყვეტილი აქვს პროვოკაციის მოწყობა.
ირაკლი წერეთელი "13 თუ ეს მოხდება, სუკ-ის შენობა დღესვე აიწევს ზევით, ამის შესახებ გაფრთხილებულნი გვყავს გვენცაძე, თვით გორგოძე და სუკ-ის ხელმძღვანელობა (ტაში). ყველა გამომსვლელს ვთხოვთ წერილობით, მონახაზის სახით მაინც დაგვიტოვოს თავისი გამოსვლის შესახებ პრეზიდიუმში, რათა შემდგომში საშუალება მოგვეცეს პრესით გავაშუქოთ. დღევანდელი დღე, საერთოდ, ეს კონფერენცია ისტორიული მომენტია საქართველოს ცხოვრებაში და მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება (ტაში).
ზვიად გამსახურდია "13 მეგობრებო, მეორე დღეა მუშაობს კონფერენცია, რომლის მიზანიცაა ეროვნული ფორუმის არჩევა, ფორუმი მოიწვევს ეროვნულ ყრილობას, ყრილობა კი აირჩევს იურიდიულ პირს, რომელსაც უფლება ექნება მოლაპარაკება აწარმოოს სსრკ-ს მთავრობასთან. გუშინ გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება "13 პირველი უარს ეუბნება პარლამენტურ გზას, ბოიკოტს უცხადებს საბჭოთა არჩევნებს, ხოლო მეორე "13 პირიქით. გუშინ, ამ საკითხზე, სამწუხაროდ, მოხდა შეხლა-შემოხლა. დღეს გავაგრძელებთ მუშაობას, რათა გამოიკვეთოს საერთო-ეროვნული პოზიცია. ამ საკითხზე დადგენილების ტექსტის პროექტს გაგაცნობთ ბატონი ირაკლი წერეთელი.
დარბაზიდან: "13 ჯერ ადრეა დადგენილების ტექსტის პროექტის გაცნობა. ჯერ ხომ ყველა პოლიტიკურ პარტიას არ გამოუთქვამს თავისი აზრი ამ საკითხებზე. მაგალითად, ჩვენ, სოციალ-დემოკრატებს (ჩოჩქოლი).
ზვიად გამსახურდია "13 სოც.დემოკრატებს შეგიძლიათ წინააღმდეგი წახვიდეთ (ტაში).
ირაკლი წერეთელი "13 როგორ მოვიქცეთ, წავიკითხოთ, თუ არა?
დარბაზიდან: - წაიკითხეთ, წაიკითხეთ (აბსოლუტური უმრავლესობა).
ირაკლი წერეთელი "13 მოისმინა რა საქართველოს შეურიგებელი და დემოკრატიული ორგანიზაციის წარმომადგენელთა პოზიცია, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს არჩევნებისადმი დამოკიდებულებისა და საქართველოს კანონიერი მოსახლეობის მიერ საყოველთაო დემოკრატიული პირდაპირი და თანასწორი ფარული კენჭისყრით გარდამავალი კოალიციური ოპოზიციური ხელისუფლების არჩევის შესახებ, რომელიც თეზისებად იყო ჩამოყალიბებული საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის, საქართველოს მონარქისტული პარტიის, წმინდა ილია მართლის საზოგადოების, საქართველოს ჰელსინკის კავშირის, თეთრი გიორგის კავშირისა და მერაბ კოსტავას საზოგადოების მიმართვაში, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისეფლებელი მოძრაობის საგანგებო კონფერენცია ადგენს:
1. საქართველოს განესაზღვროს ოკუპირებული, ანექსირებული, სუვერენიტეტწართმეული და უცხო ქვეყნის შეიარაღებული აგრესიის ქვეშ მყოფი ქვეყნის სტატუსი (მიღებულია ერთხმად).
2. საქართველოს ე.წ. სსრ იურიდიულად როგორც მოკავშირე სუვერენული საბჭოთა სოციალისტური სახელმწიფო, მიჩნეული იქნას ფიქციად და მის ოფიციალურ სტატუსს მიეცეს დანაშაულებრივი ფალსიფიკაციის კვალიფიკაცია, რაც აგრესორის მიერ საქართველოში არსებული მდგომარეობის დაფარვისთვისაა გამიზნული (მიღებულია ხმათა აბსოლუტ. უმრავლესობით. 7 "13 წინააღმდეგი, 8 "13 თავი შეიკავა).
3. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო სტრუქტურები დღევანდელ საქართველოში `დე ფაქტოდ"1d არსებული საბჭოთა ხელისუფლება და სახელმწიფო წყობილება მიჩნეული იქნას დანაშაულებრივად, როგორც შეიარაღებული აგრესიის პირდაპირი შედეგი და აქედან გამომდინარე, კანონგარეშე და ბათილად იქნას გამოცხადებული ყველა ხელშეკრულება, რომელიც აგრესორის ძალდატანებით გააფორმა მეტროპოლიასთან ოკუპირებული და ანექსირებული საქართველოს ადგილობრივმა მარიონეტულმა ხელმძღვანელობამ, მოხდეს ადგილობრივი კომპარტიის თვითლიკვიდაცია (8 "13 წინააღმდეგი, 10-მა თავი შეიკავა).
4. არამც და არამც არ იქნას მიჩნეული საქართველოს ე.წ. სსრ უზენაესი საბჭო ქართველი ერისა და საქართველოს კანონიერი მოსახლეობის ნების გამომხატველ იურიდიულ ორგანოდ და პირად; 1990 წლის 25 მარტის საქართველოს ე.წ. სსრ უზენაესი საბჭოს მომავალ არჩევნებს გამოეცხადოს სრული ბოიკოტი კანონიერი მოსახლეობის მიერ (ამ საკითხს ჯერ კენჭი უყარეს, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს "13 ჯერ წავიკითხოთ ყველა პუნქტი, ხოლო დებატების შემდეგ მოხდეს კენჭისყრა თითოეულ პუნქტზე თავიდან. შევთანხმდით. აქვე ავღნიშნავ "13 ყოველ პუნქტს დარბაზის აბსოლუტური უმრავლესობა ტაშით ხვდებოდა).
5. გაიშალოს უფართოესი სამუშაო, რათა საქართველოს კანონიერი მოსახლეობის მიერ საყოველთაო დემოკრატიული და პირდაპირი თანასწორი ფარული კენჭისყრით არჩეული იქნას საქართველოს გარდამავალი კოალიციური ოპოზიციური ხელისუფლება, რომელიც იქნება ოფიციალური იურიდიული პირი, საქართველოს კანონიერი მოსახლეობის ნების პირდაპირი გამომხატველი და საერთაშორისო სამართლის წინაშე მთელი სიმწვავით რეალურ დონეზე დასვამს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს.
6. პარიტეტულ საკითხებზე შეიქმნას ეროვნული ფორუმი, რომელიც იქნება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კოორდინირებული ხელმძღვანელობის ცენტრი, რომელიც მოიწვევს საყოველთაო ეროვნულ ყრილობას და გარდამავალი კოალიციური ოპოზიციური ხელმძღვანელობის საყოველთაო დემოკრატიულ არჩევნებს (ტაში).
შემდეგ გრძელდება დებატები
სიტყვა ნოდარ წულეისკირს: (ტაში). მეგობრებო, დღეს, ამ დარბაზში, მე წარმოვადგენ სახალხო ფრონტს, როგორც ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრი. თავს ვრძნობ უხერხულად, დღესაც, გუშინაც. რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო. სახალხო ფრონტს საარჩევნო კამპანიებში ჩატარებული აქვს უდიდესი მასშტაბების სამუაშო, ღამეები არ ეძინათ ხალხს. დასამალი არაფერი მაქვს, მე დიდად არ მახარებდა ამ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ რადგან ჩვენი ორგანიზაცია აქტიურ მონაწილებას ღებულობდა და თან ეროვნული მოძრაობაც, მისი ლიდერებიც, არ იყვნენ ასეთი კატეგორიულები, როგორც გუშინ და დღეს, მეც ვღებულობდი მონაწილეობას ამ წინასაარჩევნო კამპანიაში. დიახ, ადრე თქვეს, რომ მონაწილეობას არ მიიღებდნენ არჩევნებში, მაგრამ ხელსაც არ შეიშლითო ეს ფაქტია. ამიტომაც გაშალა სახალხო ფრონტმა ეს მუშაობა. ახლა, სანამ ჩვენ ხალხს გავაგებინებთ, ეროვნული მოძრაობა სხვანაირად ფიქრობს და მოდი, ნუღარ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებშიო, რაღაც უხერხულად გამოდის. დაიბნა ხალხი, აღარ იცის ვის დაუჯეროს, რა ირწმუნოს (დარბაზიდან: ჩოჩქოლი, რაღაც რეპლიკა, ერთი კუთხიდან. ტაში). არ მესმის რა ხდება. ისე, სიმართლე თუ გინდათ, მე სახალხო ფრონტში მომიყვანა თვით ზვიად გამსახურდიამ (კვლავ ჩოჩქოლი, აქა-იქ ტაში... ზვიად გამსახურდია ზის, დინჯად აუღელვებლად) დიახ, ერთხელ ვუთხარი უარი ნოდარ ნათაძეს, შემდეგ შევედი... ამას წინათ ჩავედი მარტვილში, ვესაუბრე ხალხს, ვუთხარი, გვერდში დაგვიდექით და გავათავისუფლებთ საქართველოს _ თქო. ვიმეორებ _ თავიდანვე რომ ასეთი კატეგორიულობით დასმულიყო არჩევნების ბოიკოტირების საკითხი, საქმეს სხვანაირად წავიდოდა. არა უშავს, თუ ეროვნული მოძრაობა თავისებურად გაათავისუფლებს საქართველოს, ღმერთმა ხელი მოგვიმართოს, მაგრამ ნოდარ ნათაძეს აუცილებლად უნდა მოეხადოს ბოდიში (ტაში...) ნოდარ ნათაძე `პერესტროიკის~ შემდგომი დისიდენტი არაა, როცა ის დისიდენტობდა, ზოგიერთი სად იყო მაშინ... (ტაში).
ტექსტის სტენოგრაფიული ჩანაწერი მოგვაწოდა თამაზ შათირიშვილმა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010