მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საერთო გაზეთი
2011-01-12
ელიზბარ ჯაველიძე: ლევან გაჩეჩილაძე არის ოთხგზის დამშლელი იმ 100 ათასი კაცისა, რამაც პარტიებისადმი უნდობლობა მოიტანა

სახალხო წარმომადგენლობით კრებასა და "1cქართულ პარტიას"1d შორის არსებული დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ ერთი ~ფრონტი~ გაიხსნა _ ახლად შექმნილი წინააღმდეგობის მოძრაობა სახალხო კრებას მის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებასა და დისკრედიტებაში ადანაშაულებს.
ოპოზიციურ ძალებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საინფორმაციო სააგენტო "1cმედიანიუსი"1d, სახალხო წარმომადგენლობითი კრების ერთ-ერთ ლიდერს ელიზბარ ჯაველიძეს ესაუბრა.

_ბატონო ელიზბარ, ~თეთრების~ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა თქვენი მისამართით განაცხადა, რომ თქვენ მიერ სახალხო კრების აღმასრულებელ საბჭოს სხდომაზე გაკეთებული რამდენიმე მწვავე განცხადება შემდგომში მას მიაწერეს. იყო თუ არა ასეთი შემთხვევა და რა განცხადებაზეა ლაპარაკი?
_ არ ვიცი შაშიაშვილი რა განცხადებაზე საუბრობს, თუმცა რაც მე აღმასრულებელ საბჭოს სხდომაზე ვთქვი, წერილის სახით, ორშაბათს პრესაში დაიბეჭდება. მე ვამბობ, რომ ყველა ძალა, რომელიც ახლახან შეიქმნა, განსაკუთრებით "1cქართული პარტია"1d, რომლის წევრებიც, არცთუ სახელიანი ადამიანები არიან "13 სახალხო კრების დასაშლელად და საპირწონედაა შექმნილი, რადგან ისინი თუ ვინმეს უტევენ, პირველ რიგში, ეს სწორედ სახალხო კრებაა.
_თქვენ მიერ წინააღმდეგობის მოძრაობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მათმა ლიდერებმა უპასუხეს და აღნიშნეს, რომ მათი მოძრაობა სახალხო კრების პარალელური ორგანიზაცია არ არის და ხელისუფლებასთან ბრძოლის სულ სხვა მეთოდოლოგიას იყენებს. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება წინააღმდეგობის მოძრაობა?
_ მათი ე.წ აქტივისტები ამბობენ, რომ თურმე ჩვენს საწინააღმდეგოდ კი არა, ჩვენთან ერთად აკეთებენ საერთო საქმეს. მაშინ რატომ ლანძღავენ და უტევენ სახალხო კრებას?! არ მაინტერესებს, ვინ შექმნა ეს ორგანიზაცია - მთავარია, რომ შექმნილია სახალხო კრება, რომელიც იბრძვის ამ ხელისუფლების რეჟიმის შესაცვლელად და თუ მათ ხელისუფლების შეცვლა სურთ, რაღაც ინტერვიუებს კი არ უნდა გამოეკიდონ, არამედ უნდა მოვიდნენ და ჩვენთან ერთად იბრძოლონ.
_ დიახ, მაგრამ წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერების ნაწილი სახალხო კრებაში უკვე იყვნენ...
_ ისინი იყვნენ და თუ რატომ წავიდნენ სახალხო კრებიდან, ეს სხვა საკითხია. იმიტომ, რომ კრებაში პარტიები მოვიდნენ?! როგორ შეიძლება სახალხო კრება არსებობდეს და მის საქმიანობაში პარტიები არ მონაწილეობდნენ?! ამასთან, თითქმის ყველა პარტია კრებიდან წავიდა და ახლა ეს ადამიანები რატომ არ მოდიან და ჩვენს გვერდით არ დგებიან?! თუ ისინი პარტიულებში ნინო ბურჯანაძეს გულისხმობენ, მე სანამ კრების საინიციატივო ჯგუფში ვიყავი, ისინი ბურჯანაძესთან თანამშრომლოდნენ და მასთან ერთად საქმეს აკეთებდნენ. აქ საუბარია სოსო მანჯავიძეზე. ზაზა პაპუაშვილი კი, კრების საქმიანობაში აქტიურად არც მონაწილეობდა. მინდა განვაცხადო, რომ კრება ყველა იმ ადამიანის იმედად დარჩა, ვინც შექმნა და აქამდე მოიყვანა. ვისაც უხარია, რომ სახალხო კრება დაიშალა, ძალიან ნაადრევია მათი სიხარული, რადგან კრება და ხალხი მას უმალ დაამიწებს, ვინც კრების სიკვდილს შეჰხარის. გარდა ამისა, ზეპარტიულობის იდეა მე არ მიმაჩნია სწორად. ვინც ამას ლაპარაკობს, ის სახალხო კრების იდეაში კარგად ვერ ერკვევა იმიტომ, რომ სახალხო კრება სანამ ჩვენ მოვიწვევდით, სამგზის იყო საქართველოში და სამგზისვე იქ იყვენენ ხალხის რჩეული თავკაცებიც და ფეოდალებიც; ეს ხდება დაწყებული მე-6 საუკუნიდან, როდესაც მე-20 საუკუნეში ჩატარდა კრება იქ გუბერნატორებიც კი მონაწილეობდნენ - მეფის რუსეთის მიერ დანიშნულები. რა თქმა უნდა, სახალხო კრებაში უნდა მოვიდნენ ოპოზიციური პარტიები, თუმცა ის ადამიანები, ვინც ცრუ ოპოზიციონერები კი არ არიან და ფულის შოვნაზე ფიქრობენ, არამედ ის ხალხი, ვისაც სამშობლოზე გული შესტკივა და საქართველოს გადარჩენა სურს. მოჩვენებითი ოპოზიცია ჩვენი თანამებრძოლი ვერ იქნება. ჩემი ღრმა რწმენით, ოპოზიციის 80 პროცენტი ხელისუფლებასთან მალულ გარიგებაშია შესული.
_რას ფიქრობთ თემურ შაშიაშვილისა და გოგი ქავთარაძის დაპირისპირებაზე? რა გავლენას იქონიებს კრების შიგნით მომხდარი განხეთქილება მის შემდგომ საქმიანობაზე?
_გარჩევის დონეზე კამათი ყოველთვის არსებობს. არავითარი დაპირისპირება კრების შიგნით არ არსებობს. კამათი და გარჩევა შესაძლოა არსებობდეს, მაგრამ დაპირისპირებაზე საუბარი ზედმეტია.
_ როგორ ფიქრობთ, იმ შემთხვევაში თუ, ნინო ბურჯანაძის და ლევან გაჩეჩილაძის დაპირისპირება გაგრძელდება, რა გავლენას იქონიებს ეს კონფლიქტი კრების იდეაზე?
_ იმ ხალხმა, ვინც ახლა ცდილობს, რომ ბურჯანაძეს ჩრდილი მიაყენოს, ჯერ თავისი გაჩეჩილაძის უბრალოება დაამტკიცოს. მე სწორედ ამას ვამტკიცებ, რომ გაჩეჩილაძე არის ოთხგზის დამშლელი იმ 100 ათასი კაცისა, რამაც ეს პესიმიზმი და პარტიებისადმი უნდობლობა მოიტანა. ჯერ ამაზე გვიპასუხონ და სხვა დანარჩენზე მერე ილაპარაკონ. ბურჯანაძესა და გაჩეჩილაძეს შორის დაპირისპირება კი არ არსებობს, ეს იყო მხილება და თუ მხილება არ გავაგრძელეთ იმ ოპოზიციური პარტიებისა, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ოპოზიციურ ტალღის შეჩერებაში და სანამ ასეთი ოპოზიციური პარტიებისგან საქართველო არ გაიწმინდება, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება.

`მედიანიუსი~




კალენდარი
აპრილი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი