_ ქალბატონო ანა, თქვენ ადრე აღნიშნეთ, რომ დეკემბრის ბოლოს გაქვთ ხოლმე პროგნოზი იმისა, თუ როგორი იქნება მომდევნო წელი. რას გვეტყვით ახალი 2011 წლის შესახებ.
_ ჯერ მოგახსენებთ, როგორ მაქვს ჩამოყალიბებული ჩემი წინასწარმეტყველება ზოგადად მსოფლიოს შესახებ: მთელ მსოფლიოს ქაოსი მოიცავს. თითქმის ყველგან იქნება გამოსვლები, მანიფესტაციები, ეს ყველაფერი დიდი მასშტაბით მოხდება. უკმაყოფილო ხალხი პრეზიდენტების გადადგომას მოითხოვს, ხაზს ვუსვამ _ პრეზიდენტების. ყველგან _ საქართველოში, რუსეთში და ევროპის ქვეყნებშიც მიღებული იქნება ახალი კანონები, რაც ძალიან გააღიზიანებს და აღაშფოთებს უბრალო მოსახლეობას, მასებს, ასევე იქნება ტერაქტების დიდი რაოდენობა, მოკლავენ ბევრ ცნობილ ადამიანს. რუსეთში კიდევ უფრო გამწვავდება ეროვნული უთანხმოების საკითხი და ეს ისევ ეხება კავკასიური წარმომავლობის ხალხს, მოსკოვში მოხდება ბევრი გახმაურებული და ბევრი ჩუმი მკვლელობაც.
გეტყვით იმასაც, რომ ძველი წელიწადი ჯერ არ არის დამთავრებული. ახალი წელი 15 იანვარს იწყება, 3 თებერვალს დგება კატა-კურდღლის წელი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კატა და კურდღელი მშვიდები არიან, მაგრამ ხანდახან დიდი აგრესიის გამოვლენაც შეუძლიათ, არ უნდა გავაღიზიანოთ, თუ მოვეფერებით, ჩვენს გვერდით იქნებიან. კარგი წელიწადი იქნება ბიზნესის წამოწყებისთვის, ქორწინებისთვის...
_ ანუ, ამდენი საშიშროების მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველიც არსებობს?
_ დიახ. მეკითხებიან ხშირად, დედამიწა დაიღუპება თუ არაო; არა, ხალხნო, დედამიწა არ დაიღუპება, არც 2012 წელში და არც მერე. მაგრამ, სამწუხაროდ, იქნება კატაკლიზმები. კლიმატი გააგრძელებს მკვეთრ ცვლილებას, სადაც სიცივეა, იქ სიცხე დაისადგურებს, ან პირიქით. ბევრგან იქნება მიწისძვრა, წყალდიდობები, მოხდება ავიაკატასტროფები... საერთოდ, რთული იქნება მსოფლიოსთვის 2011-2012 წლები.
_ ბუნებრივი კატაკლიზმები რომელ ქვეყნებს შეეხება?
_ კატაკლიზმებისგან ყველაზე მეტად დაზარალდება თურქეთი, ვენეცია, საბერძნეთი, მექსიკა, ასევე რუსეთიც. იქ კვლავ ძალიან ცხელი ზაფხულია მოსალოდნელი. ევროპას ქარიშხლები ემუქრება და ინფექციური დაავადებების აფეთქება.
_ ზესახელმწიფოს, ამერიკას როგორ შეეხება კრიზისი?
_ ამერიკის კონტინენტის ზოგიერთ რეგიონში მოხდება ვულკანის ამოფრქვევა. პლანეტების პარადის პერიოდში ვიმყოფებით და იმიტომაა ამდენი რამ მოსალოდნელი.
_ და მაინც, ამბობთ, რომ დედამიწა არაა განწირული?
_ განწირული არა, მაგრამ მსოფლიოში უკეთესობისკენ წავა სიტუაცია, თუ ჩვენი და ყველა ქვეყნის პოლიტიკოსები ხალხის ხმას დაუგდებენ ყურს, როცა სიყვარული ამბიციაზე მაღლა დადგება, როცა ყველა ფენისთვის იოლი იქნება ცხოვრება, არსებობა, მაშინ მოევლება კრიზისსაც მსოფლიოში.
_ საქართველოში როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიო ქაოსის ფონზე?
_ გაზაფხული მეტ-ნაკლებად მშვიდი იქნება. ზაფხულიდან ფასები ისევ აიწევს, დაიწყება კრიზისი, რომელიც განსაკუთრებით სექტემბრის თვეში გამწვავდება, ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში. ადრეც ვთქვი და ვიმეორებ: დაკარგულ ტერიტორიებს არა ომი ან დიპლომატია, არამედ ბუნებრივი პირობები, კატაკლიზმები დაგვიბრუნებს. მომავალ წელს მოსალოდნელია აგრეთვე წყალდიდობები ზოგიერთ რეგიონში. გაზაფხულის ბოლოს რუსეთთან საომარი მოქმედებების საშიშროება იქნება.
_ თქვენ ხშირად ახსენებთ ჰოროსკოპს. გამომდინარე აქედან, ასტროლოგია თქვენთვის სერიოზული მეცნიერებაა?
_ მე ვარ ასტრო-პარა-ფსიქოლოგი. თუ მისტიკა გაინტერესებს და ამ საქმით ხარ დაკავებული, თუ სულიერი, მიღმიერი სამყაროს არსებობისა გჯერა, როგორ უნდა უარყო, რომ არსებობს კოსმოსური წესრიგი, კანონზომიერება. მე ამ სფეროში ჩემი ხედვა მაქვს, პროფესიონალი ასტროლოგივით გათვლითი კუთხით ვერ ვიმოქმედებ, მაგრამ ვიცი, რომ კოსმოსში ყველაფერს თავისი გავლენა და დანიშნულება აქვს.
დაავადებებს ბოროტი ენერგიები აჩენენ. აქ რაღაც ბოროტი კანონზომიერებაცაა. პლანეტა ვერ დაიტევს ძალიან დიდი რაოდენობით მოსახლეობას. ეს ენერგიები პლანეტის სანიტრები არიან. გათვლილია, რომელი თაობა რა რაოდენობით უნდა გადარჩეს. საერთოდ, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ისევე როგორც ისტორიაში პიროვნებებს. თავის დროზე ტირანებიც უნდა ყოფილიყვნენ: ჰიტლერი, სტალინი, ლენინი... მათ თავიანთი დიდი როლი შეასრულეს.
_ ანუ არაფერი ეშველება კიბოს და შიდსს...
_ შიდსი ლაბორატორიულად არის შემოგდებული. რაც შეეხება ონკოლოგიურ დაავადებას, კარმულია. ყველას აქვს კიბოს უჯრედი ორგანიზმში. თუ ცხოვრებაში სწორი მიმართულება გვაქვს აღებული, მას ვამარცხებთ. თუ გრძნობებში შური, ბოროტება და ამბიცია ჯაბნის, ის ღვივდება. ეს დაავადება შეიძლება შეაჩერონ, მაგრამ ვერ მოარჩენენ.
_ მსოფლიოს ბევრი კრიზისი აქვს გადატანილი, ახლაც ალბათ, ასეთი ეტაპია.
_ ამგვარი ეტაპი მსოფლიოს ჯერ არ გაუვლია. კიდევ დავამატებ, რომ დაიბადებიან დიდი რაოდენობით ე.წ. ინდიგო _ ბავშვები. ეს ბავშვები იქნებინ წინასწარმხედავი, ჭკვიანი, ტექნიკის სრულყოფილად მცოდნე, მაგრამ, სამწუხაროდ, რობოტების მსგავსნი. ეს ცუდია, რადგან ადამიანობა და სიყვარული უნდა შეინარჩუნო, ესაა უფალი.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010