მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საერთო გაზეთი
2011-01-12
ზოდიაქოს ნიშნებს რომელ ბიზნესში გაუმართლებთ წელს?

ვერძი _ წელს თქვენთვის ხელსაყრელი იქნება საბანკო საქმე, დაკავდით სავალუტო და ფასიანი ქაღალდების განაღდების ოპერაციით, გაგიმართლებთ, თუ ჩაერთვებით გზების მშენებლობის, ტრანსპორტის, სატრანსპორტო გადაზიდვების, სპირტიანი სასმელების და საკონდიტრო ნაწარმის ყიდვა-გაყიდვის საქმეში. შეგიძლიათ წამოიწყოთ ძვირფასი ავეჯის, ჭურჭლის, ბეწვის, ზღვის ნაწარმის რეალიზაცია. ეს საქმეც წარმატებული იქნება.
კურო _ უმჯობესია, თუ წელს მშენებლობის კუთხით წარმართავთ საქმიანობას, აქტიურად ჩაერთვებით საცხოვრებელი სახლების და ბინების ყიდვა-გაყიდვაში, ფირმებისთვის დიზაინის კეთებაში, საპარიკმახერო და კოსმეტიკური სალონების საქმიანობაში. სასტუმროების სერვისის, ავტოსერვისების საქმეში. სახიფათოა ქიმიური წარმოების ობიექტებში, ტყავის, მედიკამენტების, ვიდეოაპარატურის წარმოების საქმიანობაში ჩართვა. გარისკვად არ ღირს, მაინც არაფერი გამოვა.
ტყუპები _ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები _ ჟურნალისტიკა, საფოსტო კავშირები, სარეკლამო ბიზნესი, მოდების სახლი, სუპერმარკეტები, მოდური ტანსაცმლის მაღაზია თქვენი წარმატების სფერო იქნება.
კირჩხიბი _ ანტიკვარიატის ბიზნესი, აუქციონები, პროდუქტის წარმოება-რეალიზაცია, მაცივრების წარმოება, გალანტერიის , რბილი სათამაშოების, რესტორნის, სასტუმროს ბიზნესი, საბანკო საქმე.
წელს სახიფათოა სილამაზის სალონების ბიზნესი, სათამაშო ბიზნესი, სპირტიანი სასმელების წარმოება-რეალიზაცია.
ლომი _2011 წელს კომერციით დაკავდით, განსაკუთრებით სარფიანი იქნება საიუველირო ნაწარმის რეალიზაცია. ავტომობილების რემონტი და ყიდვა-გაყიდვა, როგორც სამამულო, ისე უცხოური მანქანების რეალიზაცია, ალკოჰოლიანი სასმელებით ვაჭრობა, აუდიო და ვიდეოტექნიკის ყიდვა-გაყიდვა.
რისკის ზონა: იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ბიზნესი, მედიცინა, სარიტუალო მომსახურება.
ქალწული _ თეთრეულის, ჩანთების წარმოება, პროდუქტების წარმოება-რეალიზაცია. შექმენით ძიძებისა და გუვერნანტკების ფირმა. საათების, საწმენდი და სარეცხი საშუალებების ბიზნესი. სახიფათოა წელს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ვაჭრობა-წარმოება. არც თამბაქოს ბიზნესში ჩაერთოთ. ასევე წააგებთ, თუ სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების ბიზნესს წამოიწყებთ.
სასწორი _ ხელოვნება, შოუ-ბიზნესი, ვიზაჟი, რეკლამა, ჟურნალისტიკა, საიუველირო საქმე, სასტუმროების სერვისი. იუსტიცია, ჯანდაცვა, კულინარია თქვენი საქმეა.
თუ რაიმეს გარისკვა გსურთ, კარგად დაფიქრდით, თქვენი ინტუიციის იმედი ყოველთვის იქონიეთ.
მორიელი _ პოლიტიკა და უშიშროების საქმე. ჟურნალისტიკა, საბანკო საქმე, ადვოკატურა, რეკლამირება, იარაღის და საბრძოლო მასალების წარმოება-რეალიზაცია. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კომერცია, ტყავის წარმოება. ავეჯის, საბავშვო საქონლის, კავშირისა და კომუნიკაციების ბიზნესი.
სარისკოა: ავტოსაქმე, ნარკობიზნესი.
მშვილდოსანი _ მედიცინა, საბროკერო საქმე, დაზღვევა, სამოდელო ბიზნესი.
თხის რქა _ ყველა ბიზნესი, რაც რემონტთან არის დაკავშირებული. მიწის, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა. სოფლის მეურნეობის საქმე, მშენებლობა და არქიტექტურა.
წელს სახიფათოა პიროტექნიკისა და ასაფეთქებელი საშუალებების, თამბაქოს ნაწარმის, სათამაშოების წარმოება.
მერწყული _ ეცადეთ წელს დასასვენებელი სახლების და სანატორიუმების მშენებლობაში ჩადოთ ინვესტიცია. კინოპროდუქციის, მუსიკალური ინსტრუმენტების, სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის რეალიზაცია.
წელს სათამაშო ბიზნესი, საბანკო საქმე, ჭურჭლის და მოდური ტანსაცმლის ყიდვა-გაყიდვა ხეირს არ მოგიტანთ.
თევზები _ საგამომცემლო საქმე, გაზეთი, ჟურნალი, უცხოელებთან მუშაობა, ტურიზმი და ტურისტული ბიუროები, გალანტერია და ბიჟუტერია წარმატებებს მოგიტანთ.
წლეულს სამშენებლო საქმის წამოწყებას ერიდეთ. მეტალურგიის, ავტობიზნესის, თამბაქოსა და ალკოჰოლის ყიდვა-გაყიდვიდან სარგებელს ვერ ნახავთ.
* * *
ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი ფერი შეესაბამება, რაც მათი საქმიანობის განწყობას და წარმატებებს უწყობს ხელს. ვერძისთვის _ ფირუზისფერი, კუროსთვის _ მომწვანო-მოყვითალო, ტყუპებისთვის-ყვითელი, კირჩხიბისთვის _ ვარდისფერი, ლომებისთვის _ მუქი ყავისფერი, ქაწულებისთვის _ ყავისფერი, სასწორებისთვის _ შავი, მორიელისთვის _ მუქი იისფერი, მშვილდოსნისთვის _ მოცისფრო იისფერი, თხის რქისთვის _ ზღვის ტალღისფერი, მერწყულისთვის _ ცისფერი, თევზებისთვის _ მტრედისფერი _ საუკეთესო ფერებია წარმატების მიღწევის გზაზე.

მოამზადა ანა ვადაჭკორიამ






კალენდარი
აპრილი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი