მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საერთო გაზეთი
2011-01-12
ლოცვის შესახებ

გაგრძელება. დასაწყისი იხ. `საერთო გაზეთი~ #35-41-1

წმინდა კაცმა ამოსმა მუდმივად საკუთარ თავში ჩაღრმავებითა და ნაკლოვანებებში თავის მხილებით ღრმა თავმდაბლობა და წმინდა უბრალოება მოიხვეჭა. მოყვასისადმი დიდი სიყვარულის გამო ვერ ხედავდა მის ბოროტებას, რომლის არსებობაც საერთოდ დაავიწყდა. ერთხელ მას, როგორც ეპისკოპოსს, ორსული ქალი მიუყვანეს და უთხრეს: ,,ეს მავანმა ჩაიდინა, დაადე მათ ეპიტიმია~. ამონმა ქალს მუცელზე ჯვარი გადასახა და ბრძანა, რომ მისთვის ექვსი ტილო მიეცათ და თქვა: ,,როცა ქალს მშობიარობის ჟამი დაუდგება, ვაითუ მოკვდეს ან მისი ბავშვი და მათ დასამარხად გამოდგება~. ქალის ბრალმდებელმა მას უთხრეს: ,,რას აკეთებ? დაადე მათ ეპიტიმია! ~ ამონმა უპასუხა: ,,ძმანო! ის სიკვდილის პირასაა! მეტი რაღა უნდა გავუკეთო? ~ და გაუშვა ქალი.
ერთხელ აბბა ამოსი მივიდა ერთ ადგილას, სადაც მონაზვნები მოღვაწეობდნენ, რათა მათთან ტრაპეზი გაეზიარებინა. იქაურ ერთ-ერთ ძმას საქციელი ძლიერ წაუხდა. მას ქალი აკითხავდა. ეს ამბავი სხვა ძმებისთვისაც გახდა ცნობილი. ისინი შეშფოთდნენ, მოსათათბირებლად შეიკრიბნენ და ძმის თავისი ქოხიდან გაგდება გადაწყვიტეს. როცა გაიგეს, რომ იქ ეპისკოპოსი ამოსი იმყოფებოდა, მასთან მივიდნენ და სთხოვეს, ისიც გაჰყოლოდა ძმის კელიის დასათვალიერებლად. ამის შესახებ ძმამაც გაიგო და ქალი ამოყირავებული ხის ჭურჭლის ქვეშ დამალა. მამა ამოსმა ეს გულისხმაჰყო და ღვთის გულისთვის ძმის შეცოდება დაფარა. როცა სხვა მრავალ ძმასთან ერთად კელიაში შევიდა, იგი ხის ჭურჭელზე ჩამოჯდა და კელიის ჩხრეკის ბრძანება გასცა. კელია გაჩხრიკეს, მაგრამ ქალი ვერ იპოვეს: ,,რა არის ეს? ~ _ უთხრა აბბა ამოსმა ძმებს: ,,ღმერთი ცოდვას არ შეგინდობთ~. ამის შემდეგ მან ილოცა და ყველას გარეთ გასვლა უბრძანა. ძმებთან ერთად თვითონაც გავიდა. გასვლისას ხელი ბრალდებულ ძმას მოჰკიდა და სიყვარულით უთხრა: ,,ძმაო! დაუკვირდი თავს! ~ ასე არიდებდა თავს წმინდა ამოსი ვინმეს განკითხვას. იგი გულმოწყალებით ცოდვილთა გულებს ლმობიერ-ჰყოფდა, სინანულამდე მიჰყავდა და ჰკურნავდა.
რამდენადაც უფალი გვარიდებს ან უფლის მონები განეშორებიან დაბრკოლების ამ საშინელ, დამღუპველ უფსკრულს, იმდენად ეშმაკი სხვადასხვა გამართლების საფარველქვეშ მისკენ მიგვაქანებს. ერთ-ერთი სატანისტური გამართლებაა განუსჯელი მოშურნეობა, რომელსაც ბევრი მიიჩნევს წმინდა მოშურნეობად კეთილმსახურებისთვის. ,,არაგონივრული, განუსჯელი მოშურნეობით~, - ამბობს წმინდა ისააკ ასური, ,,აზრთა სიმშვიდეს ვერასოდეს მივაღწევთ. ვისთვისაც ეს სიმშვიდე უცხოა, თუკი აზრის სიმშვიდე სრულყოფილი სიჯანსაღეა, ხოლო მოშურნეობა კი სიმშვიდეს ეწინააღმდეგება, მაშინ ვინც ამგვარად მოშურნეობს, ცრუ მოშურნეობის დიდი სენით ყოფილა დაავადებული. ჰოი, ადამიანო! როცა ფიქრობ, რომ სხვათა ნაკლოვანებების წინააღმდეგ სამართლიანი მოშურნეობით ხარ აღგზნებული, შენ საკუთარი სულის სიჯანსაღეს ვნებ. იშრომე, შენი სულის სიჯანსაღისთვის! თუკი უძლურთა განკურგება გსურს, მაშინ გულისხმაჰყავ, რომ ავადმყოფნი უფრო მეტად ყურადღებასა და მზრუნველობას საჭიროებენ, ვიდრე სისასტიკეს. ამასთან, სხვას ვერ შველი, თავს კი მძიმე სნეულებაში იგდებ. ადამიანში ასეთი მოშურნეობა სიბრძნის ნიშანი კი არა სულიერი სნეულება, სულიერი გულისხმისყოფის უკმარისობა და დიდი უმეცრებაა. საღვთო სიბრძნის სათავე და დიდი და მტკიცე სულის თვისებანი ადამიანური ბუნების უძლურების შეგნებაზე დაფუძნებული ანუ სიღრმისეული აზროვნებით სულში წარმოშობილი სიწყნარე და სიმშვიდეა~.
დაბრკოლებისა და განკითხვის ცოდვა ადამიანის დასაღუპავად იმდენად მოსახერხებელია და ამიტომაც ასე საყვარელია ეშმაკისათვის, რომ ჩვენს გულში მაცთუნებელი, სახარებისეული გულისხმისყოფისთვის უცხო მოშურნეობის, ყოველთვის მოყვასის დამცირებასა და სიძულვილთან დაკავშირებული ამპარტავნული აზრების აღძვრით კი არ კმაყოფილდება, არამედ დაბრკოლებისა და განკითხვის მიმართ უყურადღებობითა გამოსაჭერად აშკარა ხრიკებსაც აწყობს. აბბა პიმენი ამბობდა: ,,წმინდა წერილში ნათქვამია, ,,რომელი იხილეს თვალთა შენთა, სთქვი~, (იგავ. 25,8) მაგრამ გირჩევთ იმაზე კი არ ილაპარაკოთ, რასაც თქვენი ხელით შეეხეთ. ერთი ძმა ასეთნაირად მოტყუვდა: მოეჩვენა, რომ მისი ძმა ქალთან სცოდავდა, დიდხანს ებრძოდა თავს, ბოლოს მივიდა და მათ ფეხი წაჰკრა, ვინაიდან ფიქრობდა, ეს სწორედ ისინიიყვნენ და უთხრა, გეყოფათ, კიდევ დიდხანს გააგრძელებთ? მაგრამ აღმოჩნდა ხორბლის ძნები იყო. ამიტომაც გითხარით ნუ ამხელთ, საკუთარი ხელითაც რომ შეეხოთ.
ღვთისთვის განკითხვის ცოდვა იმდენად საძულველია, რომ თვით თავის სათნომყოფელებზეც კი მრისხანებს და ზურგს უქცევს, როცა ისინი თავს მოყვასის განკითხვის უფლებას აძლევენ. იგი მათ თავის მადლს ართმევს, როგორც ეს ჩანს საეკლესიო მწერლების მიერ გადმოცემული მრავალრიცხოვანი მაგალითებიდან, რომლებიც ქრისტიანთა თაობების დასამოძღვრად და სასარგებლოდ შემოგვინახეს. არანარი სიმართლე არ იძლევა უფლებას, რომ განვიკითხოთ შემცოდე ძმა, რომელსაც უფალს შეუძლია ფრიად იოლად მიანიჭოს მნიშვნელოვანი სიმართლე, იმაზე შეუდარებლად მეტი,ვიდრე ჩვენ რომ გვგონია, გაგვაჩნია ჩვენ მართლები შეიძლება ვიყოთ საკუთრივ ღვთის სიმართლით, ხოლო როცა მოყვასს განვიკითხავთ, მაშინ ამით საღვთო სიმართლეს უარვყოფთ, მას საკუთარი სიმართლით, ან უფრო სწორად, ფარისევლობის სენით ვცვლით. მოყვასის განმკიცხველი იტაცებს ხარისხს ღვთისა, რომელსაც ერთადერთს ეკუთვნის სამსჯავრო. მის ქმნილებებზე მოყვასის განმკითხველი წარსტაცებს ხარისხს ქრისტეს, რომელმაც უკანასკნელ დღეს ცოცხალნი და მკვდარნი უნდა განსაჯოს.
საკვირველმა იოანე საბაიტელმა გვიამბო საკუთარ თავზე: ,,მაშინ, როცა მონატრის ახლო უდაბნოში ვცხოვრობდი, მონასტრიდან ძმა მეწვია სტუმრად. შევეკითხე: ,,როგორ ცხოვრობენ მამანი და ძმანი?, ,,თქვენი ლოცვით კარგად, - მიპასუხა მან. შემდეგ ვკითხე ერთ ძმაზე,რომელზეც ცუდი ხმები დადიოდა. მან მომიგო: ,,დამიჯერე, მამა, ეს ძმა ძველებურ ცხოვრებას აგრძელებს. როცა ეს მოვისმინე, ვთქვი: ოჰ, და მაშინვე ვიხილე ხილვა. მე თავი იერუსალიმში გოლგოთის წინაშე მდომარე ვიხილე. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გოლგოთაზე ორ ავაზაკს შორის იდგა. მე მის თაყვანისსაცემად გავემართე. ამ დროს ვხედავ უფალი მის წინაშე მდგომარე ანგელოზებს მიუბრნდა და უთხრა: ,,გააგდეთ აქედან, მან ძმა განიკითხა~. იმ დროს, როცა მაძევებდნენ და კარიდან გამოვდიოდი, მას ჩემი მანტია გამოედო და მაკავებდა. მე ის იქ დავტოვე, მაშინვე გონს მოვეგე და სტუმრად მყოფ ძმას ვუთხარი: ,,ეს დღე ჩემთვის სასტიკია. მან მკითხა: ,,რატომ ამბობ ასე მამაო? ~, მე მას ჩემი ხილვა ვუამბე და დავამატე, რომ გახდილი მანტია ჩემგან ღვთის მფარველობისა და შეწევნის წართმევას აღნიშნავს. იმ დღიდან უდაბნოს სიღრმეში განვმარტოვდი, სადაც შვიდი წელი დავხეტიალობდი ისე, რომ პური არ მიმიღია, ჭერქვეშ არ შევსულვარ და არცერთ ადამიანთან არ მისაუბრია. ამ დროის გასვლის შემდეგ ვიხილე უფალი, მან ჩემი მანტია დამიბრუნა.
ძმანო! ყურადღებით ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ! ვიღვაწოთ, რათა განვიწმინდოთ არამარტო ხორციელი, არამედ სულიერი ვნებებისაგანაც. მედიდურობისგან, ურწმუნოებისგან, ცბიერებისგან, შურისგან, სიძულვილისგან, ვერცხლისმოყვარეობისგან და სხვა მსგავსი სენისაგან, რომლებიც, როგორც ჩანს, ხორცის მონაწილეობის გარეშემხოლოდ სულში აღიძვრებიან და მოქმედებენ. ამიტომაც იწოდებიან სულიერად. მე ვთქვი: ,,როგორც ჩანს, მათ გავლენა ხორცზეც გააჩნიათ. მაგრამ უმნიშვნელო, რომელიც ბევრისთვის შეუმჩნეველია საკუთარი თავის მიმართ ყურადღებით ყოფნისა და ამ ვნებებისგან განწმენდის შემთხვევაში ჩვენში თანდათანობით მოყვასისადმი სიყვარული ინერგება, რომლისგანაც მოყვასზე დაბრკოლების გრძნობა, მისი განკითხვა სუსტდება და ისპობა. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ სულიერი სიგლახაკის გარეშე ღვთისთვის სათნო სიმართლე არ არსებობს, უნდა გავამართლოთ მოყვასი და განვიკითხოთ თავი, რათა ღმერთმა თავისი მადლი და წყალობა მოგვანიჭოს, რომელთაც ის მხოლოდდამხოლოდ თავმდაბლებსა და გულმოწყალეებს ანიჭებს. ამინ.


ავტორი:  ეგნატე ბრიანჩანინოვი


კალენდარი
აპრილი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი