მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საერთო გაზეთი
2011-01-12
როგორი ტიპის მამაკაცებთან არ უნდა დაამყაროთ ურთიერთობა?

ეს კითხვა პირდაპირ სტანჯავს ქალებს. შემდეგ კი ხან ფსიქოლოგს მიმართავენ, ხან ასტროლოგს, ხანაც მომავლის ამოსაცნობად მკითხავთან მიდიან. უნდა აღინიშნოს, რომ შეყვარებულებს შორის ურთიერთობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ უყვარს წყვილს ერთმანეთი.
მაგრამ მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაში, მაინც ქალია მთავარი. კერძოდ, მთავარია როგორ მამაკაცს ირჩევს. არსებობს მამაკაცთა ტიპი, რომლებიც არასდროს არიან მზად ხანგრძლივი და ჰარმონიული ურთიერთობებისთვის. (არსებობენ ასეთი ქალებიც, მაგრამ ახლა მამაკაცებზე ვისაუბროთ).
მოკლედ, სანამ ქალი არ მიხვდება, სად დაუშვა შეცდომა და არ გადაათვალიერებს თავის შინაგან განწყობებს მამაკაცების მიმართ, ისევ და ისევ ჩიხში აღმოჩნდება.
ხშირ შემთხვევაში ქალები რომანტიკულ, მეოცნებე მამაკაცებს ირჩევენ, რაც ბავშვობაში მამის მხრიდან გამოვლენილი უყურადღებობის ნიშანია. როგორც წესი, ასეთ მამაკაცებს ქალებისთვის ბედნიერება ვერ მოაქვთ.
ახლა ჩამოგითვით მამაკაცებს, რომელთანაც არ ღირს ურთიერთობის გაბმა.

ცოლიანი მამაკაცი
იგი სასიყვარულო ურთიერთობებში ყურადღებიანი და ნაზია. მაგრამ ყოველთვის საათზე იყურება. თუმცა ყოველთვის გეუბნებათ, რომ თქვენ უყვარხართ და არავინ სხვა. მაგრამ, იცოდეთ, ეს არ არის მართალი.

მოუხელთებელი მამაკაცი
იგი ზუსტად ისე იქცევა, როგორც ცოლიანი მამაკაცი. ღირსეული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, თავდაჭერილია, რაც თქვენში რამდენადმე დადებით განწყობას ქმნის. თქვენ ერთად კარგად ხართ, ერთობით, მარამ როცა გჭირდებათ, არასდროს არის თქვენს გვერდით. მას ყოველთვის აქვს რაღაც საქმე, რომელიც თქვენზე უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ ერთხელაც ყველაფერი მოგბეზრდებათ და წახვალთ, არც ამაზე დასწყდება დიდად გული. როგორც ჩანს, თქვენ ერთადერთი არ იყავით მის ცხოვრებაში. ასე იყო ყოველთვის.
ცუდი ბიჭი
იგი მხიარულია, მომხიბვლელი, საყვარელი. როცა ერთად ხართ, კვარცხლბეკზე აჰყავხართ, გაძლევთ ფიცსა და პირობას, ხუმრობს. ის არასდროსაა მოწყენილი. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად წყვეტს თქვენთან ურთიერთობას, შეიძლება გავიდეს კვირები და მისი არსებობის შესახებ ვერაფერი შეიტყოთ. შემდეგ უცებ გამოჩნდება, თვალს თვალში გაგიყრით და პატიებას გთხოვთ. თქვენ კი არც აქცევთ ყურადღებას მის ტყუილებს და პომადას პერანგზე. გასაოცარია, პირდაპირ. გჯერათ, როცა ის გეუბნებათ, რომ ასეთი რამ არასდროს განმეორდება?! ნუ დაუჯერებთ ამ ზღაპრებს.

სექსუალურად დაუკმაყოფილებელი
მისი მიზნები მხოლოდ ერთს უკავშირდება. სექსია მისთვის მამაკაცსა და ქალს შორის უმთავრესი. არ აინტერესებს სულიერი საუბრები, მას მხოლოდ ერთი რამ სწყურია და როცა თქვენს გვერდით არ არის, იცოდეთ, ყველგან ერთი და იგივეს ეძებს.

მოღალატე, უპასუხისმგებლო მამაკაცი
ერთგულება მისთვის ისე შორია, რომ არ თვლის საჭიროდ ყოველ დღე ასეთი გრძნობა გამოხატოს. თქვენ გულს იმშვიდებთ, რომ ის გხვდებათ, რომ ერთ დღეს ყველა პრობლემას თავის მამაკაცურ მხრებზე შემოიგდებს, მაგრამ... ეს არასდროს მოხდება. მოეშვით ილუზიას. მას ეს არ სჭირდება.

ღარიბი
ასეთი მამაკაცი ყურადღებით გაგანებივრებთ. მზად არის თქვენი ყველა კაპრიზი შეასრულოს და მუხლებზე დაგიჩოქოთ, გითხრათ, რომ თქვენს გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია.
მაგრამ დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა _ მართლა ასე ძალიან უყვარხართ, თუ ეს ავადმყოფური მიჯაჭვულობაა გაჭირვების ჟამს? რა იქნება მერე, იფიქრეთ ამაზე.

ეგოისტი
მას მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს. გსურთ ასეთ ლამაზ მაჩოს საკუთარი ბედი დაუკავშიროთ? ის მუდმივად ტანსაცმელზე, თავის სუნამოზე, ვარცხნილობაზე ზრუნავს. ნარცისია პირდაპირ. საკუთარი თავის გარდა ვერავის ხედავს.


შრომისმოყვარე
ისეთი მამაკაცი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი კარიერა აინტერესებს, ქალს ვერ გახდის ბედნიერს. იგი დღე და ღამ სამუშაოზეა. მუდმივად ფულის გამომუშავებაზე ფიქრობს, ხოლო როცა ქალი უკმაყოფილებას გამოთქვამს უყურადღებობის გამო, ის საყვედურით ავსებს _ ჩემს შრომას სათანადოდ ვერ აფასებო.

მამაკაცი _ სულების ინჟინერი
ეს მეზღაპრე კაცია, ქალთა ფსიქოლოგიის შესანიშნავი მცოდნე. მისი ბაგეებიდან მდინარესავით მოედინება ლამაზი სიტყვები. ეჰ, ქალებო, რატომ `გიყვართ ყურებით~? ის ხომ თავს გაჩვენებთ, თითქოს თქვენი მეგობარია და თავს თქვენთან ყველაზე უკეთ გრძნობს? იგი შესანიშნავად მანიპულირებს და მრავალნაირ ფსიქოლოგიურ მეთოდს იყენებს. შესანიშნავად იცის, რაც სურს, მან ისიც იცის, თქვენ რა გინდათ და მრავალ რამეს გპირდებათ, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ მან დაგიჩეხათ სული და იგი ახლა ხელში უჭირავს. ტკბილი სიტყვები ნარკოტიკივით შემოგაპარათ.
იცოდეთ, იგი საშინლად სუსტია და უმწეო, ვერც დაპირებებს შეგისრულებთ და ვერც ვერაფერს გაგიგებთ, მას მოქმედება არ შეუძლია. ყველაფერი მხოლოდ ლამაზი სიტყვები იყო. მას კომპლექსები სტანჯავს და ქალებთან სულიერებაზე საუბრებით თვითდაურწმუნებლობას ნიღბავს.

ნარკომანი, ალკოჰოლიკი, აზარტული თამაშების მოყვარული მამაკაცი
ესაა მამაკაცი, ვინც მავნე ჩვევებს არის გადაყოლილი. ის ქალს ბედნიერებას ვერასდროს მოუტანს. ასეთ შემთხვევაში თვით სასწაულებრივი ხასიათის თანხვდომილებაც კი ვერ შველის, არათუ სიყვარული. მასთან ცხოვრება შეიძლება, მაგრამ იცოდეთ, მუდმივად უნდა იტანჯოთ.

მაკონტროლებელი მამაკაცი
ეს მამაკაცი გაჩვენებთ, რომ ვაჟკაცურია, შეუძლია პრობლემების გადაწყვეტა, აქტიური და ღონიერია, ცხოვრების ბატონ-პატრონია თითქოს. მას, როგორც წესი, ბევრი ფული აქვს. თითქოს კედელია, რომელსაც, ეყრდნობით, მაგრამ ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ გისოსებს მიღმა ხართ. ის ყველაფერს გკარნახობთ, თქვენს ყველა ნაბიჯს აკონტროლებს, როგორც ნივთს, ისე გიყურებთ.

აგრესორი
მან თქვენზე ხელი აღმართა? კიდევ გაიმეორებს, რადგან სჯერა, რომ ყველაფერს გადაიტანთ და ისევ ძველებურად ერთად იქნებით. მაგრამ ასე არ გამოვა. თუკი მან ეს ერთხელ გაბედა, გირჩევთ, რაც შეიძლება მალე გაეცალოთ მას.
ძუნწი
ეს განსაკუთრებული ტიპია. მას ყოველთვის აქვს ფული, თუმცა სულ წუწუნებს, რომ უფულოდაა. იცოდეთ, მამაკაცი, რომელსაც თავისი საყვარელი ადამიანებისთვის ფული ენანება, არ არის მამაკაცი. ხვალ თქვენს შვილს დაუმალავს ფულს. მას ფული უყვარს თქვენზე მეტად. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ვერ გამოასწორებთ. მამაკაცი მამაცი, დამცველი და მონადირე უნდა იყოს და თუ თქვენი რჩეული ძუნწია, ვერც დაგიცავთ და ვერც რაიმე სასარგებლოს მოიპოვებთ გადამალული ფულის გარდა. გაიქეცი მისგან რაც შეიძლება მალე და არც იდარდო ამაზე.

გულგრილი
თავდაპირველად იგი უიღბლოდ მოგეჩვენებათ და თქვენ ეცდებით სინაზით განკურნოთ მისი უსიხარულო ყოფა, მოეფეროთ და თქვენი სიყვარულით გააბედნიეროთ. სდექ! იფიქრე იმაზე, რატომ უნდა გიყვარდეს შენ ორივეს მაგივრად? ასეთ ურთიერთობებში ბედნიერების ნატამალს ვერ იპოვი. იცოდე, წინ ავადმყოფობა და სულიერი ტრავმები გელოდება, რატომ? უგრძნობი, გულგრილი, ცივი ადამიანის წინაშე აღმოჩნდი და იმიტომ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ასეთი ადამიანი უცებ ნაზი და მოსიყვარულე ხდება. მას თქვენ შეუყვარდებით, მაგრამ ასეთი რამ ურთიერთობაში, როგორც წესი, მალე გამოჩნდება და ეს იშვიათი შემთხვევაა, სხვათა შორის, თუ ამ სახეცვლილებას თვეები და წლები ელოდები, დამიჯერეთ, არ ღირს.

ალფონსი
ასეთ მამაკაცს ძნელია უწოდო საერთოდ, მამაკაცი, მაგრამ თვითონ ასე არ მიიჩნევს. ის საკუთარ თავს `ჰყიდის~, ვაჭრობს საკუთარი მომხიბვლელობით (ჯანდაბას, ხანდახან მართლაც მომხიბვლელია!) ის შესანიშნავად ერკვევა ქალის ფსიქოლოგიაში. მაგრამ თქვენ არასდროს ეყვარებით, რადგან ყოველთვის მომხმარებლური თვალით გიყურებთ. ასეთებთან ფრთხილად იყავით. თავი მისგან შორს დაიჭირეთ. ისე არ მოგივიდეთ, როგორც ერთ იუმორისტულ ისტორიაშია: მეგობარმა ულამაზესი მამაკაცი გამაცნო. კაცი კი არა ზღაპარია! _ არ სვამს, არ ეწევა, არ მუშაობს და არც აპირებს მუშაობის დაწყებას. ის ჩემს მეგობართან ცხოვრობს და ყველაფრისთვის მზადაა. შენიშვნებზე ასე პასუხობს _ თუ არ მოგწონვარ, შემიძლია წავიდე, ჩემისთანა ლამაზს მარტოს არავინ დატოვებს.

მექალთანე
ეს არის მამაკაცი, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია, მაგრამ შეიძლება, თვითონ არ თვლიდეს ასე.
როცა მამაკაცი გამუდმებით სხვადასხვა ქალთან ერთობა, შეიძლება იფიქრო, რომ აი, დადგება დრო და საბოლოოდ შეწყვეტს უგზოუკვლოდ სიარულს. თუ ასე გწამს, შეგიძლია მასთან ურთიერთობა გააგრძელო. თანაც თავი მოიტყუო, რომ ბედნიერი ხარ, არ დადიხარ ფსიქოლოგებთან, არ გტანჯავს უკმარისობის კომპლექსი და ა.შ. მაგრამ ღირს კი ეს კაცი ამად?

უცოლო მამაკაცი
გეგონებათ, რომ ის სრულიად დამოუკიდებელია, მაგრამ ყოველთვის უსვამს ხაზს უცოლობის აუცილებელ პრინციპებს. მას არ მოსწონს ოჯახური მოსაწყენი ცხოვრება და არ სურს რაიმე ვალდებულებებში ჩავარდეს. ეს სისულელეა _ თვლის ის. სექსუალურ ურთიერთობებს აბამს ისეთ ქალებთან, რომლებიც მისგან მხოლოდ სექსს ითხოვენ. ვერ იტანს ახლობლურ ურთიერთობებს, ოჯახურ სიმყუდროვეს. არ ესმის ამ მდგომარეობის ავკარგი.
მოწყენილი ფილოსოფოსი
მას იდეები აწუხებს. შეუძლია კლასიკოსებისა და ფილოსოფოსების ნაშრომებიდან სრული ციტატები წაგიკითხოთ ზეპირად. ის განათლებულია, ჭკვიანი და ამ `არასრულყოფილ სამყაროს~ ყოველთვის ზემოდან უყურებს. ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობს და არასდროს აქვს ფული. შეიძლება მისდევდეს იოგას და ა.შ.
ქორწინებას მაღლიდან უყურებს. ქალის სიყვარული სასაცილოდ მიაჩნია _ ის ხომ ყვავილია, მიდი, დაყნოსე და გაეცალე.
ასეთ ადამიანთან ურთიერთობას მართლაც არავის ვურჩევთ.

წარუმატებელი მამაკაცი
მან დღემდე ვერ იშოვა სამსახური და ყოველთვის ზის ცარიელი ჯიბით ან მუდმივად სხვის კისერზეა. მიუხედვად ამისა, ის თავს ყოველთვის გენიოსად თვლის, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ აფასებენ სათანადოდ. მეგობრებმა არ იციან მისი ფასი, ხოლო ქალები? _ ეს რაღაც საშინელი არსებები არიან. ამბობს: არც ერთი კარგი ქალი ცხოვრებაში არ შემხვედრიაო. არ გეგონოთ, რომ უყვარხართ, ის მალე გაგისტუმრებთ `საშინელი არსებების~ არქივში.

დედიკოს ბიჭები
ასეთი მამაკაცები, როგორც წესი, ძალაუფლებისმოყვარე დედამ, ან ბებიამ გაზარდა. ის დედისერთაა და დედის ფრთის ქვეშაა შეფარებული. თუკი ასეთი მამაკაცი `ფრთიდან~ თავს გამოჰყოფს და სხვას დაუწყებს ცქერას, დედა, რა თქმა უნდა, მის არჩევანს არ მოიწონებს _ მას კონკურენტები არ სჭირდება.
მოკლედ, ეს კაცი მუდმივად დედის ზედამხედველობის ქვეშ რჩება. თქვენ რა გჭირდებათ _ დედიკოს ბიჭი თუ მამაკაცი? _ არჩევანი თქვენზეა.
* * *
შეგეშინდათ? ასეა, მამაკაცთა უმეტესობა ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებიდან ერთ-ერთს მაინც `ითავსებს~ თუმცა. შესაძლოა, ასეთი მამაკაცი ბოლო-ბოლო ნორმალურიც იყოს, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობების გაბმა შეიძლება. მაგრამ კარგად დააკვირდით _ რომელი თვისებები სჭარბობს მასში _ მანკიერება ხომ არ სძლევს დადებით მხარეს. ისე, თუ მაინცა და მაინც გიყვართ, დაე, ასე იყოს, აიტანეთ ყველაფერი, მაგრამ გახსოვდეთ: სიყვარული ჰარმონიაა, შეიძლება ვინმემ გვიპასუხოს, რომ სიყვარული ბევრი ტანჯვაც არის და ავადმყოფური დამოკიდებულებაც ერთიმეორეზე, თუმცა ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობა მტანჯველ მამაკაცთან პრაქტიკულად შეუძლებელია. ზოგიერთი ქალი ფიქრობს: რა ვქნა, ავიტან, ცუდია, მაგრამ ჩემია.
რა გინდათ, გყავდეთ ტკბილი და მშვიდი ოჯახი, მამაკაცი გვერდით, რომელიც არა მხოლოდ ბედნიერს გაგხდით, არამედ თვითონაც ბედნიერია იმით, რომ თქვენ ჰყავხართ გვერდით _ ეს გსურთ თუ მუდმივი ტანჯვა, კომპლექსები, ცრემლები და ფსიქოსომატური დაავადებები?
ერთი რჩევაც გვინდა მოგცეთ: რანაირი ხასიათის და ბუნებისაც არ უნდა იყოს მამაკაცი, ის უნდა ფიქრობდეს როგორც საკუთარ თავზე, ასევე შენზეც. ერთ კარში თამაში სიკეთეს და ბედნიერებას ვერ მოგიტანთ!

მოამზადა ანა ვადაჭკორიამfs17



კალენდარი
აპრილი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი