საქართველოს სამბოს ნაკრების 40-მდე წევრმა გუშინ სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები პანამაში 23-30 ნოემბერს დაგეგმილ მსოფლიოს 26-ე ჩემპიონატზე ნაკრების გასამგზავრებლად ხელისუფლებისაგან 6 800 აშშ დოლარს მოითხოვენ. როგორც "ინტერ-პრესს" ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა ოლეგ იაძემ განუცხადა, აქციის მონაწილეები განსაკუთრებულს არაფერს ითხოვენ, ვინაიდან ქართული სამბოს მესვეურებმა პანამაში მხოლოდ რვა სპორტსმენისა და მწვრთნელის გაშვება გადაწყვიტეს. უსახსრობის გამო ნაკრების წევრებთან ერთად ჩემპიონატზე არც ექიმი და არც ნაკრების სხვა მომსახურე პერსონალი არ გაემგზავრება.
"სპორტის დეპარტამენტმა, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. უსახსრობის გამო პანამაში ოთხი ისეთი სახელოვანი სპორტსმენი ვერ მიგვყავს, როგორებიცაა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი მამუკა კურდღელაშვილი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ბადრი ჯანიაშვილი, ევროპის ჩემპიონი ნიკოლოზ ბიბილაშვილი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში მირიან პავლიაშვილი" - აღნიშნა იაძემ. აქციის მონაწილეები დაზმირ ჯოჯუასთან შეხვედრას ელიან, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში სპორტის განყოფილებას კურირებს.
ინტერ-პრესი
















































































მთავარი
კონტაქტი

2010