სტუდენტური ნიუს
2009-03-04
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი პროგრამების ამოქმედებას იწყებს
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი პროფესიული განათლების მიღება განახლებული პროგრამებით მოხდება. განათლების სამინისტროს ცნობით, პროგრამების ხანგრძლივობა 2-3 წელია და სწავლის დასრულების შემდგომ, პროფესიული განათლების დიპლომი გაიცემა. კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება რეგიონს ისეთი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება, როგორიცაა დასაქმება, ეკონომიკური ზრდა და კადრების დეფიციტი. ამჯამად 198 სტუდენტი სწავლობს მცირე ბიზნესის ადმინისტრირების, მშენებლობაში ბიზნესის ადმინისტრირების, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტებზე. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს დამატებითი საჭიროებისათვის (ინვენტარი, კომპიუტერები, გათბობა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 000 ლარზე მეტი გამოიყო. მომზადდა 24 სასწავლო კურსი, დაიბეჭდა სახელმძღვანელოები და სწავლების ახალ მეთოდოლოგიებში გადამზადდა 34 მასწავლებელი.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010