კონფერენციაში ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების გარდა, საუბარი იქნება დავის ალტერნატიული მოგვარების მეთოდებზე, რომელიც საქართველოში არ არის დანერგილი. ასევე შევეხებით ისეთ ინსტიტუტებს როგორიც არის არბიტრაჟი და მედიაცია. - განაცხადა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ზვიად სხვიტარიძემ.
სტუდენტები და პროფესორები ვაშლოვანის ნაკრძალში
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური ექსპედიცია, 15 თებერვალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკს სტუმრობდა. სტუდენტებს საშუალება მიეცათ ენახათ ორბები, სვავები, აგრეთვე - გველიჭამია არწივი ნადირობისას. Gგარდა ამ ტერიტორიაზე გავრცელებული სახეობების - მგლის, გარეული ღორის, გარეული კატის და მაჩვის - კვალისა, სტუდენტებმა ლეოპარდის ნაკვალევიც ნახეს.
სტუდენტები ეროვნულ პარკში პროფესორების ნათია კოპალიანის და ზურაბ გურიელიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010