ზვიად სხვიტარიძე (თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი):
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიას სამაგისტრო პროგრამები ფორმალურად უკვე დიდი ხანია გააჩნია. თუმცა მისი ამოქმედება ცოტა პრობლემებთან იყო დაკავშირებული. Eეს უკავშირდებოდა განათლების სამინისტროსთან ურთიერთობას და ასევე ზოგადად იმ რეფორმას, რომელიც ჩვენს სასწავლებელში განხორციელდა - იგივე შენობის თუ საბაკალავრო პროგრამის საბოლოო ჯამში დაფუძნების საკითხი. Aახლა უკვე თავისუფლად შეგვიძლია სამაგისტრო პროგრამების შეთავაზება დაინტერესებულ პირთათვის. ვაცხადებთ სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესისა და სამართლის მიმართულებით. სამართლის მიმართულებით სპეციალიზაცია გაკეთდება საერთაშორისო სამართალზე და ბიზნეს სამართალზე. ეს იქნება ამ საგნების კომპილაცია, რომლითაც ჩვენს სერვის შევთავაზებთ. მაგისტრანტს შევუქმნით საფუძველს, რათა მას ჰქონდეს ფუნდამენტური ცოდნა საქართველოში არსებული ბიზნეს სამართლის შესახებ და ამავე დროს საერთაშორისო სამართლის შესახებ - სხვადასხვა კონვენციების, საერთაშორისო ხელშეკრულებების, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის არის დადებული.
ასევე ბიზნესის მიმართულებითაც ინოვაციების დანერგვას ვაპირებთ, როგორიცაა იგივე დავების ალტერნატიული მოგვარების მეთოდები.
ჯგუფები იქნება როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი. Qქართული ჯგუფისთვის იქნება 20-25 კითხვისგან შემდგარი ტესტი. ინგლისურენოვან ჯგუფში, ტესტირება ჩატარდება ინგლისურ ენაზე შედგენილი ტესტისგან, ან უნდა წარმოადგინონ ერთი წლის მანძილზე გაკეთებული ტოფლ-ის ტესტი.
ჯგუფში ვგეგმავთ 10-12 სტუდენტის მიღებას. რათა ლექტორს უკეთ ჰქონდეს სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა და თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურ მუშაობაზე გადასვლის შესაძლებლობა. პირველი სამი სემესტრი იქნება საგნები, ბოლო ნაწილი კი იქნება თემაზე მუშაობა. სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს შეუძლიათ, თემაზე მუშაობის დროს, ლექტორები სპეციალიზაციის მიხედვით აირჩიოს.- ამბობს ზვიად სხვიტარიძე.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010