სტუდენტური ნიუს
2009-03-04
გიორგი გოგუაძემ ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართული გეგმა წარადგინა
13 თებარვალს სტუ-ს ჟანი კალანდაძის სახელობის აუდიტორიაში გაიმართა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გოგუაძის შეხვედრა სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე გიორგი გოგუაძემ დამსწრე საზოგადოებას ქართული გეგმა წარუდგინა და ასევე, უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
შეხვედრაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა; ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გია არაბიძემ და ექსპერტებმა ეკონომიკის დარგში. პროფესორ არჩილ ფრანგიშვილის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მომავალში უფრო ხშირად უნდა გაიმართოს, რადგან იგი ხელს შეუწყობს საზოგადოებისა და სპეციალისტების აქტიურ ჩართვასა და მონაწილეობას ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010