სალომე ნარიაშვილი 1990 წლის 29 სექტემბერს ლანჩხუთში დაიბადა, იგი დედისერთაა. ჰყავს მშობლები: მამა - როინ ნარიაშვილი და დედა - ნინო ნინიძე.
სალომემ წელს დაამთავრა #1 საჯარო სკოლა და სწავლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა.
თავის დადებითი მხარედ მიიჩნევს გულმოწყალებას. უყვარს საკუთარი თავი. რაც შეეხება უარყოფით თვისებას, თვლის, რომ მისი ნაკლი თვითდაჯერებულობაა.
- სალომე, რა თვისებები უნდა ჰქონდეს შენს შეყვარებულს?
- უნდა იყოს ღირსეული, განათლებული, ვაჟკაცური.
- ვინმე გეგულება ასეთი?
- არა. სიმართლე რომ ვთქვა, არც არავის ვეძებ.
- ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?
- ვიცი, ბევრს ვუყვარვარ და მოვწონვარ, მაგრამ ჩემი სიყვარული ჯერ არ მიპოვია.
- ვინ არიან შენი მეგობრები?
- ჩემი მეგობრები არიან თამთა ქინქლაძე, ლიკა ჩხაიძე, ანუკა ბზეკალავა და თორნიკე იმნაიშვილი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა და ძალიან მაკლია. ის მე მუდამ მემახსოვრება, როგორც საუკეთესო ადამიანი. თორნიკე სწორედ თავისი საუკეთესო თვისებების გამო დღემდე რჩება ჩემს მეგობრად.
- მომავალ პროფესიად დედის პროფესია აგირჩევია (სალომეს დედა იურისტია). განსაკუთრებულად გიყვარს? რაიმეს ხომ არ ეტყოდი მას ჩვენი გაზეთის საშუალებით?
- უზომოდ მიყვარხარ დედა. შენმა სიყვარულმა შენი პროფესიაც შემაყვარა და ამიტომაც ავირჩიე იგი ჩემს მომავალ პროფესიად.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010