თემო ჯავახიშვილი (მხატვარი): "კავკასიური სახლი" რამდენიმე წელია უკვე საკმაოდ საფუძვლიანად ემსახურება ხელოვნებას. ადრეც ძალიან ახლო კავშირი გვქონდა ამ სახლთან, ვიკრიბებოდით მხატვრები, მწერლები, ხელოვანები... გამიხარდა, რომ დღეს ასეთი ფორმა მოიძებნა, გაიხსნა კლუბი... ეს კარგ შესაძლებლობას იძლევა, შეხვდე კოლეგას. სადღაც ქუჩაში კი აღარ დაიწყებ მათ ძებნას, არამედ გეცოდინება, რომ აქ შემოივლი და დაგხვდება რომელიმე შენი კოლეგა მაინც, თუ დიდი ჯგუფი არა... დაჯდები, ყავას დალევ, ისაუბრებ სხვადასხვა საკითხებზე და ხელოვნებაზე უპირველესად... გარდა ამისა, აქ შესაძლებელია გარკვეული პროექტის სახით მოხდეს გამოფენის დაფინანსება, შეიძლება შეღავათიანად აიღო საგამოფენო დარბაზი, მოკლედ ყოველმხრივი ხელშეწყობაა ხელოვანთათვის...
ნინო ფირცხალავა (კულტუროლოგი): იმიტომ, რომ გვაკლია ადამიანებთან რეგულარული ურთიერთობა, თორემ ურთიერთობა, რასაკვირველია, არ გვაკლია. მიყვარს, როდესაც მოწესრიგებულია ურთიერთობები, თუნდაც კლუბის სახით. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან ცივილიზებული ფორმაა და სულ მქონდა ოცნება, რომ ჩვენთანაც ყოფილიყო რაღაც მსგავსი და ყოველმხრივ შემეწყო ამისთვის ხელი... ძალიან მიხარია, რომ ამ კლუბის წევრი ვარ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010