ქალაქ ფოთის შემოგარენში, გუშინ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნები დაიწყო, კოდური დასახელებით "მიზანი-2001".
ქართველი სამხედროები "მიზან-2001"-ს იმ დიდი სამხედრო მანევრების პრელუდიად განიხილავენ, 11 ივნისს ყულევის სამხედრო პოლიგონზე რომ იწყება. ამ დროისთვის ფოთის საზღვაო აკვატორიაში დაახლოებით 11 ქვეყნის (მათ შორის ნატოს წევრების) რამდენიმე ათეული საბრძოლო ხმალდი და დაახლოებით 4000 ჯარისკაცი მოიყრის თავს.
ჩოოპერატივ Pარტნერს-2001" ნატოს ეგიდით გამართული ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნაა, რაც კი ბოლო ათი წლის განმავლობაში შავი ზღვის აკვატორიაში ჩატარებულა. ფოთის შემოგარენში მიმდინარე სამხედრო სწავლებებში, საქართველოს სამხედრო- საზღვაო ფლოტის ყველა მცურავი საშუალება, ავიაცია და ჯავშანტექნიკის საკმაოდ დიდი რაოდენობა მონაწილეობს. მიმდინარე წვრთნებს ესწრებიან თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე და შტაბის უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი.
ფართომასშტაბიანი აქცია სენაკში
(კავკას-პრესი) გურამ აბსანძის, ზურაბ გვაზავას, სოსო სანაიასა და გია ზარქუას უპირობოდ და სასწრაფოდ გათავისუფლების მოთხოვნით, გუშინ დილიდან სენაკში ფართომასშტაბიანი აქცია დაიწყო,- განაცხადა პოლიტმატიმართა და პოლიტდევნილთა საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენელმა მურმან ზაქარაიამ. პარლამენტის ეროვნული თანხმობის კომისიის მიერ შარშან, 20 აპრილს მიღებული დადგენილება, რომელიც გულისხმობს ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა შემორიგებას და 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილე პატიმართა გათავისუფლებას და რომელიც პირდაპირ ეხება ამ პირებს. სენაკში მიმდინარე აქცია, რომელსაც სამეგრელოს ყველა რაიონიდან ჩასული მოსახლეობა ესწრება, ჯერჯერობით, საინფორმაციო ხასიათს ატარებს, შემდეგ კი, ზაქარაიას თქმით, აქციის მონაწილენი აპირებენ სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების გადაკეტვას. პარლამენტის ეროვნული თანხმობის კომისიის თავმჯდომარის - ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ საკითხს იგი დღეს დააყენებს პარლამენტის სხდომაზე და ყველაფერს ეცდება დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.
















































































მთავარი
კონტაქტი
2010