საოცარია, რა ძლიერი სიყვარული და რწმენა უნდა ჰქონოდა მაცხოვრისა წმინდა ნინოს, რომ ხიფათით სავსე ხანგრძლივ გზას დადგომოდა და მისთვის უცხო ქვეყანაში ჩამოსულიყო. იმ ქვეყანაში, რომლის მიწაც უკვე რამდენიმე საუკუნე იცავდა (და დღესაც იცავს) ქრისტეს კვართს.
როგორი უცხო და შორეულია დღევანდელი მართლმადიდებლებისთვის წმინდა ნინოს ასეთი სასოება, რწმენა, სიყვარული, შემართება და სიმტკიცე, ისეთივე შორეული, როგორიც ის მეოთხე საუკუნე. ასე მგონია, თანდათანობით ეს ისტორიული ამბავი ლეგენდის ფორმას ღებულობს ბევრი ჩვენგანისთვის.
1 ივნისს (ძველი სტილით, 19 მაისს) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ჩვენში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება სწორედ მისი ქადაგებით გახდა შესაძლებელი. კაბადოკიელმა ქალწულმა ლოცვითა და ღმრთისმშობლის მიერ ნაბოძები ჯვრით უამრავი სასწაული აღასრულა და ქართველთა ერი ქრისტიანობაზე მოაქცია.
დღეს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიებში საზეიმო წირვა შესრულდება.
ბევრ ოჯახში, ალბათ, სუფრაც გაიშლება ნინოობის აღსანიშნავად. საქართველოში ხომ ყველაზე მეტად ეს სახელი უყვართ და მართლაც საოცრად უხდებათ იგი ჩვენს ქალებს.
წმინდა ნინო კი ყველა ნინოსი და, საერთოდ, ქართველი ქალების ზეციური მფარველი და შემწეა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010