გუშინ ეროვნულმა ბანკმა მთავრობა 3,5 მილიონი ლარით (სსფ-ის პარამეტრია) დააკრედიტა. ფინანსთა სამინისტრომ, დაცული მუხლების და სოცპროგრამების (ჯანდაცვა, განათლება) დაფინანსების ნაცვლად, ეს თანხა საავიაციო ქარხნის ანგარიშზე დასვა და ეს იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში არსებული საბიუჯეტო კანონმდებლობით, უპირველესად დაცული მუხლები უნდა დაეფინანსებინა. ასეთი გადაწყვეტილებით, იმის გარდა, რომ თურქმენეთის ვალის მომსახურების სქემაში საავიაციო ქარხანასა და სახელმწიფოს შორის კერძო შსპ-ს (თ.G. თრადე) არცთუ ისე "ჰიგიენური" ინტერესი დაკმაყოფილდა (ამის შესახებ "დილის გაზეთი" დეტალურად წერდა), მეზობელმა სამინისტრომაც საკმაოდ გაიადვილა ცხოვრება. შემოსავლების სამინისტრომ საავიაციო ქარხნის ანგარიშზე მოხვედრილი ამ თანხიდან იმთავითვე საბიუჯეტო დავალიანება სოცფონდებისკენ გაუშვა. ასე ხელის ერთი მარტივი მოძრაობით გასარღვევად განწირული სოცფონდები, დაახლოებით 1,5 მილიონი ლარით შეივსო, თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, რომ ამან მთლიანი ფისკალური სურათი შეცვალოს...
P. S. გუშინ გვიან საღამომდე ზუსტდებოდა საბიუჯეტო გარღვევის ზუსტი ციფრი. სათუო იყო აჭარიდან თანხების გადმორიცხვის პერსპექტივაც.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010