უკვე დიდი ხანია, უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს გურამ აბსანძისა და სხვათა საკმაოდ გახმაურებული და დაუსრულებელი პროცესი (კოლეგიის თავმჯდომარე იური ტყეშელაშვილი).
განსასჯელებს ბრალად 9 თებერვალს პრეზიდენტის მიმართ განხორციელებულ ტერაქტში ედებათ ბრალი.
გუშინ სასამართლო სხდომაზე გურამ აბსანძემ დააყენა შუამდგომლობა-განცხადება, რომლის მოთხოვნა საკუთარი ადვოკატების აცილება იყო იმ მიზეზით, რომ "სასამართლო კოლეგია ჩემს დამცველებს არ აძლევს ჩემი დაცვის სრულ შესაძლებლობას". მსგავსი განცხადებებით დანარჩენმა განსასჯელებმაც მიმართეს სასამართლო კოლეგიას. განსასჯელების ადვოკატებმა კი, ვიდრე სასამართლო კოლეგია აღნიშნულ შუამდგომლობაზე განჩინებას გამოიტანდა, დატოვეს სხდომის დარბაზი, თუმცა, ისინი მოსამათლემ გააფრთხილა, რომ ასეთი საქციელი კანონის დარღვევად მიიჩნეოდა.
სახელმწიფო ბრალმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს შუამდგომლობას და განაცხადეს: "ჩვენ ვიცით, რომ ადვოკატის აცილება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ თავად განსასჯელი მოითხოვს ამას. განსასჯელებს ჩადენილი აქვთ საკმაოდ მძიმე დანაშაული და შეიძლება უვადო პატიმრობა შეეფარდოთ, ამ შემთხვევაში მონაწილეობა აუცილებელია. განსასჯელების მოთხოვნა არ შეიძლება დაკმაყოფილდეს. ადვოკატებს კი არ შეუძლიათ, დატოვონ სხდომა, ვინაიდან ისინი იძულებულნი არიან, განახორციელონ დაცვა. ვფიქრობ, სასამართლო კოლეგიამ არ უნდა დააკმაყოფილოს შუამდგომლობა".
განსასჯელები უადვოკატებოდ დარჩნენ. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროცესის შემდეგ, ადვოკატებმა, რომლებმაც დარბაზი დატოვეს, განაცხადეს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიცავენ განსასჯელებს, თუ სასამართლო კანონით დადგენილი წესებით იმოქმედებს, ხოლო თუ განსასჯელებს სხვა ადვოკატებს დაუნიშნავენ და ისევ იგივე მდგომარეობა იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადვოკატები მოგზავნილი "აგენტები" იქნებიან.
კარგად გაცნობიერებული "ძველი" ადვოკატები დაბრუნდებიან, თუ მათ ახლები შეცვლიან, ამას მომავალ კვირაში შევიტყობთ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ახალი ადვოკატების დანიშვნის შემდეგ პროცესი გაურკვეველი ვადით გაჭიანურდება, რადგან "ახლებს" რამდენიმე თვე დასჭირდებათ საქმის გასაცნობად.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010