მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-06-14
ერთი წლის წინათ ზესტაფონში ნასროლმა ტყვიამ, შესაძლოა, დღეს ფოთი "დააზიანოს"

საქართველოში თითქმის ყოველდღე ხდება სენსაცია, სკანდალი და კონფლიქტები, რომელთა დატევა საზოგადოებრივ მეხსიერებას ძალიან უჭირს. ამიტომაც არის, რომ ბევრი მოვლენა, რომელმაც, თავის დროზე, ჩვენზე "წარუშლელი შთაბეჭდილება" მოახდინა, მალე დავიწყებას ეძლევა. ერთი წლით წინათ ზესტაფონში საკმაოდ ბუნდოვან ვითარებაში დაიღუპნენ აკაკი ელიავა და გოჩა გვილავა, ხოლო მათი სამი თანამებრძოლი დააკავეს და ისინი საპყრობილეში იმყოფებიან.

დღეს ეს ფაქტი მოულოდნელად "ტრადიციის საწინააღმდეგოდ" წამოტივტივდა. მოულოდნელად იმიტომ, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ბრძოლა ამჟამად სულ სხვა ფრონტზე და მიმართულებით მიმდინარეობს და, რაც ყველაზე საინტერესოა, ზესტაფონის ინციდენტი კრიმინალური ელფერიდან თანდათან პოლიტიკურ დატვირთვას იძენს - როგორც საპარლამენტო ფრაქცია "ოცდამეერთე საუკუნის" წევრი ჯემალ გამახარია აცხადებს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სენაკში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილენიც გია მეფარიშვილთან, მიხეილ სააკაშვილთან, ვასილ მაღლაფერიძესთან და კოტე კემულარიასთან შეხვედრას ითხოვენ.

"თუ ისინი სენაკში არ ჩავლენ, აქცია უფრო მძაფრ ხასიათს მიიღებს, გადაიკეტება ცენტრალური ავტომაგისტრალი და რკინიგზა, შესაძლოა, დაიწყოს არეულობა და დესტაბილიზაცია", - სენაკელების განზრახვას გვაუწყებს ჯემალ გამახარია.

კი, მაგრამ, გზების გადაკეტვა დღეს საქართველოში ჩვეულებრივ ამბად იქცა და რაღა ამ ფაქტში გინდათ პოლიტიკური დატვირთვა დავინახოთო, - შეიძლება გაოცდეს მკითხველი. ამიტომ, განვმარტოთ, რომ ამჯერად პოლიტიკის "სუნი" ასდის არა თვით პროტესტის ფორმას, არამედ მისი გამოხატვის დროსა და ადგილს: ამ დღეებში ფოთის მიდამოებში ნატოს ეგიდით, დიდი სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს და ამდენად, სენაკში სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებამ შეუძლებელია, მასზე გავლენა არ მოახდინოს, მით უმეტეს, რომ სამხედრო სწავლების პროგრამით გათვალისწინებულია სენაკის აეროდრომის გამოყენება.

ყოველივე ზემოთქმული სულაც არ გულისხმობს იმას, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორსმიმავალი ბოროტი ზრახვები უდევთ გულში და დიდ პროვოკაციას გეგმავენ, მაგრამ მოდით, ნურც იმის ალბათობას გამოვრიცხავთ, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი შედეგები მართლაც შეიძლება დაედოს საფუძვლად პოლიტიკურ პროვოკაციას თუ არა, საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის კიდევ უფრო შელახვას.

რაც შეეხება საპროტესტო აქციის საბაბსა თუ მიზეზს - აკაკი ელიავასა და გოჩა გვილავას დაღუპვის, აგრეთვე, მათი თანამებრძოლების დაღუპვის ფაქტს - ალბათ, თავად ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს ის, რომ იგი ობიექტურად შეისწავლონ, გამოიძიონ და დამნაშავეებს (თუ ასეთები არსებობენ), მიუხედავად მათი რანგისა და თანამდებობისა, პასუხი მოეთხოვოთ.

არადა, როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯემალ გამახარიამ და ანზორ აბრალავამ, აგრეთვე, დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა და ადვოკატმა ეკა ბესელიამ აღნიშნეს, აკაკი ელიავას საქმეში ძალიან ბევრი თეთრი ლაქაა. თუნდაც ის რად ღირს, რომ ერთი წლის წინათ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ოთხი თვის წინათ აღიძრა - გენერალური პროკურატურის წინააღმდეგობის გატეხვა უზენაესი სასამართლოს მეშვეობით მოხერხდა. თუმცა, როგორც ჯემალ გამახარია აცხადებს, ორი კვირის წინათ გამომძიებელმა საქმე წარმოებით ისევ შეწყვიტა.

კიდევ ერთი დეტალი: ელიავასა და გვილავას ტანსაცმლის ექსპერტიზის შედეგად, მაია ნიკოლეიშვილის მიერ გამოტანილი დასკვნა გამოძიებამ სათანადო მტკიცებულებად არ ცნო. ეს დასკვნა კი თავდაყირა აყენებს საქმის ვითარებას: ექსპერტი ამტკიცებს, რომ გვილავა მიბჯენით გასროლით არის მოკლული, ხოლო დაღუპვის მომენტში მას ხელბორკილი ედო.

ამას ემატება ისიც, რომ ელიავას თანმხლები სამი პიროვნება - ზარქუა, სანაია და გვაზავა - დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და მათი სასამართლო პროცესის დაწყებას არაფრით დაადგა საშველი.

"ამ ხალხის გასამართლება არ შეუძლიათ, რადგან საამისო საფუძველი არ გააჩნიათ და არც გარეთ უშვებენ", - აცხადებს პარლამენტარი. იგი ხელისუფლებას იმასაც შეახსენებს, რომ როდესაც ელიავას ცხედარს ორი კვირის განმავლობაში არ მარხავდნენ, ჭირისუფალთ შეჰპირდნენ - დაპატიმრებულებს ჩვენებებს ჩამოვართმევთ და ორ კვირაში გამოვუშვებთო.

როდესაც სიტყვას არ ასრულებ, ცამდე მართალიც რომ იყო, ჩნდება იმის საფუძველი, შენი დაპირება მეორე მხარემ ხელზე დაიხვიოს და პროტესტი გამოთქვას. ასეა ამჯერადაც. ეს კი ჩვენს ისედაც ავტორიტეტშელახულ ქვეყანას ღირსებას ნამდვილად ვერ შეჰმატებს.

ავტორი: გიორგი ასანიშვილი


კალენდარი
 
 
მაისი  2001
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი