მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-06-21
მოშიმშილე ოფიცრები სამმხრივ შეხვედრას ითხოვენ

თბილისში უკვე მეექვსე დღეა, ტყიბულის ბატალიონის ოფიცრები შიმშილობენ. მათი მოთხოვნა სოციალურია და კუთვნილ გაუცემელ ხელფასებს ითხოვენ. მოშიმშილეები შინაგან ძალებში აღარ მუშაობენ. მათ განცხადება კარგა ხანია, დაწერეს, თუმცა, კუთვნილი ხელფასების გასასტუმრებლად არავის შეუწუხებია თავი.

მოშიმშილეები შინაგანი ჯარების სარდალს - გია შერვაშიძეს შეხვდნენ, თუმცა, სანუგეშო პასუხი მისგანაც ვერ მიიღეს. ყოფილი მებრძოლები სარდალს არც ამტყუნებენ, ფინანსთა სამინისტრომ თუ არ გამოყო ფული, გია შერვაშიძემ საიდან გააჩინოსო. მოშიმშილეები შინაგანი ჯარების სარდალთან და ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, რათა საბოლოოდ გაარკვიონ, გადაურიცხა თუ არა ფინანსთა სამინისტრომ შინაგან ჯარებს საჭირო თანხა, ხოლო თუ გადარიცხა, ვინ შეჭამა?

- ჩვენ ბრძოლაში გამოცდილი ხალხი ვართ. ხვალ ქვეყანამ აფხაზეთის დაბრუნება ომით რომ გადაწყვიტოს, იარაღს ავისხამთ და საბრძოლველად მაინც წავალთ. რატომ არ სურს სახელმწიფოს გაგვიფრთხილდეს? ამბობენ, ტყიბულის ბატალიონის ხალხი შიმშილობსო, არადა, აქ ქსნის, თელავის და სხვა ბატალიონების ოფიცრებიც არიან. იცით, კიდევ რა გვიკვირს, ჩვენთან ასეთი შემთხვევა იყო, თანხა სამხედრო მოსამსახურეთა გარკვეულ ნაწილს მისცეს, ნაწილს კი არა, შემდეგ გვითხრეს, ხელფასები გაიყინაო, იქნებ, ჩვენმა ხელისუფლებამ აგვიხსნას, როგორ იყინება ჩვენი ხელფასები? გარდა ამისა, ტელევიზიით მოვისმინე, მაისის ბიუჯეტი შესრულდაო. თუ შესრულდა, პენსია-ხელფასების გაცემა რატომ ყოვნდება? - ეს გულისტკივილია, რომელსაც ომში გამოცდილი მებრძოლები აღარ მალავენ.

მოშიმშილეები აცხადებენ, რომ შიმშილობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტენ, თუ მათი ხელფასების პრობლემა მოგვარდება.

ავტორი: მეგი კიკაჩეიშვილი


კალენდარი
 
 
მაისი  2001
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი