მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2002-12-17
55 ქალი შეიწყალეს

შეწყალების კომისიის დამოკიდებულებით უკმაყოფილო პატიმარმა ქალებმა, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს, შიმშილობის აქცია შეწყვიტეს და იმედოვნებენ, რომ ამჯერად მაინც არ დარჩება მათი განცხადებები უყურადღებოდ. ქალთა კოლონიის პატიმრებმა თავი უყურადღებოდ იგრძნეს და შიმშილობა ამიტომ დაიწყეს. სხვათა შორის, მოშიმშილეთა შორის იყო ერთი მეომარი ქალბატონი, რომლის განცხადებაც შეწყლების კომისიამ გვერდზე გადადო და არ განიხილა. როგორც პატიმრებმა მასმედიასთან შეხვედრისას განაცხადეს, შეწყალების კომისია მათ განცხადებებს არ იხილავს და იმ პატიმრებს იწყალებს, რომელთაც ისედაც ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება და სასჯელის მოხდამდე მინიმალური პერიოდიღა რჩება.

გუშინ ავჭალაში მდებარე ქალთა კოლონიას სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი რუსუდან ბერიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე პაატა მხეიძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე კახა კობერიძე ეწვივნენ და პატიმარ ქალებს სასიხარულო ამბავი ამცნეს, მათი საქმეები გადასინჯული იქნება და შეწყალების კომისია შესაძლებლობის ფარგლებში გაანახევრებს სასჯელებს. ეს ნაბიჯი კი შიმშილობის შეწყვეტის საფძველი გახდა, რადგან პატიმარი ქალები ენდობიან ნანა დევდარიანს და რუსუდან ბერიძეს, რომელთაც, მათივე განცხადებით, ერთხელაც არ გადაუთქვამთ ნათქვამი და ყველა დაპირება შეუსრულებიათ პატიმრებისთვის. როგორც ჩანს, პატიმრები ელოდნენ და ემზადებოდნენ დევდარიანთან და რუსუდან ბერიძესთან შეხვედრას, რადგან მათ საჩუქრებიც დაახვედრეს. დევდარიანს ნაქსოვი პულოვერი ერგო, ხოლო ბერიძეს პატიმრებმა ტილოზე ამოქარგული თამარ მეფე გადასცეს.

ასე რომ, შიმშილობის აქცია დაიშალა. როგორც მასმედიასთან საუბარში ციხის ადმინისტრაციამ განაცხადა, მოშიმშილეებს მუდმივად უტარდებოდათ სამედიცინო შემოწმება და ყველა ის მოშიმშილემ შეწყვიტა აქცია, რომელთა ჯანმრთელობაც გაუარესდა.

რუსუდან ბერიძე: - კომისია იმსჯელებს და განიხილავს პატიმრების განცხადებებს. აქ არ არის ლაპარაკი შეწყალებაზე, საუბარია წლების მოკლებაზე და სასაჯელის განახევრებაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას, ცხადია, პრეზიდენტი მიიღებს. ეს, რასაკვირველია, არ იქნება ის, რომ ამ გამწვავებული კრიმინოგენური ვითარების ფონზე მძიმე მუხლებით გასამართლებული ადამიანები გარეთ გავიდნენ, ეს იქნება გარკვეული ლმობიერების გამოჩენა, პრეზიდენტს ამის უფლება აქვს. ეს იქნება წლების მოკლება სიტუაციის მიხედვით.

- ქ-ნო რუსუდან, დაახლოებით რამდენი პატმირის საქმეს განიხილავთ.

- 63 პატიმარი ქალის განცხადება იქნა შეტანილი შეწყალების კომისიაში. მათი საბუთები მოგროვილია. აქედან კომისიამ 55 პატიმარი ქალი შეიწყალა, დანარჩენი 48 ქალის საბუთები კი განიხილება.

სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საზოგადეობამ ხელისუფლების ეს ნაბიჯი ისე არ უნდა გაიგოს, თითქოს ეს ქალბატონები კიდევ წარმოადგენენ საზოგადოებისთვის საშიშროებას და პრეზიდენტი მათ იწყალებს. "თითოეულ პატიმარს ვიცნობ, ყველას საქმე ვიცი და ვიცი, ვინ დგას მათ უკან, რა ოჯახური მდგომარეობა აქვთ", - განაცხავდა ნანა დევდარიანმა.

- ქ-ნო ნანა, რამდენად დრულად მოხდება ამ პატიმრების საქმეების განხილვა.

- მაქსიმალურად ვეცდები, დროში არ გაიჭიმოს ეს პროცესი და დროულად დამთავრდეს. სხვათა შორის, პრეზიდენტმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ გადახედავდა შეწყალების საკითხს.

დაბოლოს, გუშინ ქალთა კოლონიაში კიდევ ერთ სასიხარულო ფაქტს ჰქონდა ადგილი - მკვლელობისთვის მისჯილმა ლალი ძამუკაშვილმა იხილა შვილი, რომელიც სამი წლის მანძილზე არ უნახავს. როგორც შევიტყვეთ, ძამუკაშვილი ათი წელია იხდის სასჯელს საკუთარი მეგობრის მკვლელობისთვის. სასჯელის მოხდამდე მას კიდევ 4 წელი აქვს დარჩენილი.

ავტორი: შორენა კოწოწაშვილი


კალენდარი
 
 
ივნისი  2002
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი